Home » Tag Archives: საკონსტიტუციო სასამართლო

Tag Archives: საკონსტიტუციო სასამართლო

„მე ვხედავ, რომ ქვეყნის მართვა არ არის ივანიშვილის და “ქართული ოცნების” საქმე“

„მე ვხედავ, რომ ქვეყნის მართვა არ არის ივანიშვილის და "ქართული ოცნების" საქმე“

“ჩემი აზრით, ეს არის კატასტროფა და ეს არის ისეთივე საშინელი და ქვეყნის დამღუპველი გადაწყვეტილება ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, როგორიც იყო ჩვენი პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ლავასაძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა. გადაცემის თემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება გახლდათ, რომლითაც საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. “მე გიდასტურებთ, რომ ბიძინა ივანიშვლის აი ამ ...

Read More »

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი“

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი“

კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. სერგეენკომ ამ თემაზე NDI-ის კვლევის შედეგებზე დასმული შეკითხვის პასუხად ისაუბრა. NDI-ის მიერ გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს. „ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია არის ასეთი – ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს ...

Read More »

მარიხუანას კულტივაციის ბიზნესები საქართველოში უკვე ლეგალურია

მარიხუანას კულტივაციის ბიზნესები საქართველოში უკვე ლეგალურია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას ჯერ ვერ ეყო გამბედაობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანაფის შენახვა-მოხმარება-კულტივაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები რეალობაში გადმოეტანა, კანონად ექცია და კანაფი საქართველოში ლეგალური გამხდარიყო… და მიუხედავად ამ სიცარიელისა კანონმდებლობაში, ჩვენ მთავრობას კანაფის მომხმარებლების დასჯის ბერკეტი მაინც გამოეცალა ხელიდან. ეს კი საკმარისი გახდა, რომ ქვეყანაში კანაფის მოყვანისა თუ მოხმარების გარშემო არსებული ეკონომიკა შექმნილიყო. ბოლო თვეებია სოციალურ ქსელებში არაერთი სტარტაპი ...

Read More »

საკონსტიტუციომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

საკონსტიტუციომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება.  გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული სარჩელი მოქალაქე გივი შანიძემ პარტია გირჩის დახმარებით შეიტანა. დავის საგანი დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების “ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება” იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მარიხუანის მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 ...

Read More »

ბექა ნაცვლიშვილი: რა თქმა უნდა, უცხოელებზე მიწების გასხვისება დაუშვებელია

ბექა ნაცვლიშვილი: რა თქმა უნდა, უცხოელებზე მიწების გასხვისება დაუშვებელია

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების მდივანი ბექა ნაცვლიშვილი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის გასხვისებისას შეზღუდვები დაწესდება: “მიმაჩნია, რომ უცხოელებზე მიწები არ უნდა გასხვისდეს, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისის სახით, როდესაც სარგებელი გასხვისების შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მასზე უარის თქმა არაგონივრული იქნება. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ...

Read More »

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით საკუთართან ერთად, ბებიის გვარის ტარებაც შეიძლება

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით საკუთართან ერთად, ბებიის გვარის ტარებაც შეიძლება

საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი მიღება შეეძლება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ სამოქალქო აქტების შესახებ, საქართველოს კანონის ის მუხლი გამოაცხადა არაკონსტიტუციურად, რომელიც სახელისა და გვარის შეცვლის წესებს ადგენს და გვარების გაერთიანების შემთხვევაში, მხოლოდ მეუღლის გვარის შეერთებაა შესაძლებელი: „2016 წლის 4 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოტანა გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ...

Read More »

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

“საკონსტიტუციო სასამართლოს ისევ სააკაშვილი მართავს; პაპუაშვილი უნდა წავიდეს” , –  ამ ლოზუნგებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. ახალგაზრდა ადვოკატების წარმომადგენელმა და როლანდ ბლადაძის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ “გიორგი პაპუაშვილი უნდა გადადგეს, რადგან ის აფერხებს ბლადაძის საქმის გადაწყვეტას”. მისი თქმით, აჭარაში, ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ, სახელმწიფომ რომან ბლადაძე დამნაშავედ ცნო და საკუთრებაში არსებული ქონება ჩამოართვა. ხოლო 2007 წლის 21 ...

Read More »

“პირველად, 12 წლის შემდეგ, იმართება სხდომა, პირველად, გიორგი პაპუაშვილს იცავს ადვოკატი”

"პირველად, 12 წლის შემდეგ, იმართება სხდომა, პირველად, გიორგი პაპუაშვილს იცავს ადვოკატი"

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების თაობაზე გამართულ პირველ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „თუ ვინმე იკითხავს, სად არის ემიგრაციაში მყოფი დაზარალებული, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახი, ამ სხდომას როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახი ესწრება. დღეს მე ვარ როლანდ ბლადაძე“ – განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა. არჩილ ...

Read More »

,,ეკონომიკის სამინისტროს პოზიციები უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილის ინტერესებთან, ვიდრე მთავრობის სამართლიანობის აღდგენის პროცესთან”

„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ეკონომიკის სამინისტროს პოზიციები უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილის ინტერესებთან, ვიდრე მთავრობის სამართლიანობის აღდგენის პროცესთან

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან არსებულ სადავო ქონებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქმეზე საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს – ქონებაჩამორთმეულთა დავებზე სახელმწიფომ უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენა, საქართველოს ეკონიმიკისა და იუსტიციის სამინისტროს პოზიციები, ძირეულად ეწინააღმდეგება. „ახალგაზრდა ადოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს და საზოგადოების წინაშე საჯაროს ხდის ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სასამართლო ეტაპზე წარმოდგენილ ...

Read More »

ეროვნული ბანკის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ქადაგიძე დაიკითხება

ეროვნული ბანკის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ქადაგიძე დაიკითხება

საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის საქმეზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაიკითხება. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, სხდომაზე ასევე დაიკითხებიან სამართლის დარგის სპეციალისტები. როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მოისმენს მხარეთა ახსნა- განმარტებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნული ბანკის შესახებ “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” 39 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელზე არსებითი განხილვა იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ცხრა ...

Read More »