Home » Tag Archives: საგადასახადო

Tag Archives: საგადასახადო

მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ 3 ივლისს მიიღო. ნორმასთან დაკავშირებით სარჩელი საქართველოში მოქმედმა რამდენიმე რელიგიურმა ორგანიზაციამ, მათ შორის, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიამ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მოამზადეს. მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ჩათვლის უფლების ...

Read More »

შემოწმების შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მეწარმეს ზედმეტად გადახდილი 33000 ლარი უკან დაუბრუნა

შემოწმების შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მეწარმეს ზედმეტად გადახდილი 33000 ლარი უკან დაუბრუნა

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი გაბუნია პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ  შემოსავლების სამსახურმა მისი კომპანია შეამოწმა და შემოწმების შემდგომ, წლების განმავლობაში, ბიუჯეტში გადახდილი ზედმეტი თანხა 33 000 ლარი დაუბრუნა უკან. თუკი წინა წლებში არსებულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ფაქტი საკმაოდ პოზიტიურია და ხაზს უსვამს იმას, რომ შემოსავლების სამსახური არა მხოლოდ აღარ აჯარიმებს ტყუილად მეწარმეებს, არამედ შეცდომით ზედმეტად გადახდილ თანხასაც კი უკან უბრუნებს. გთავაზობთ ...

Read More »

მერსედეს ვერა მარტინი: “უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური რისკების კონტროლი და გაგრძელდეს საგადასახადო სამსახურის გაძლიერება”

მერსედეს ვერა მარტინი: "უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური რისკების კონტროლი და გაგრძელდეს საგადასახადო სამსახურის გაძლიერება"

საქართველოს ხელისუფლების მოწვევით ამა წლის 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი `გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის~ (EFF) ფარგლებში. მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიუხედავად 2015-2016 წლის შოკებისა საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. “მაქვს პატივი განვაცხადო, რომ სსფ-ს მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მივაღწიეთ ...

Read More »

ჯორჯ ველტონი საგადასახადო რეფორმით ინვესტიციების ზრდას ელის

ჯორჯ ველტონი საგადასახადო რეფორმით ინვესტიციების ზრდას ელის

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი მიიჩნევს, რომ საგადასახადო რეფორმა წაახალისებს რეინვესტირებას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. ამის შესახებ ველტონმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც უწყებას ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. “ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და განვუმტკიცებთ იმის რწმენას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის. ვთვლით, რომ სწორედ ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს ქვეყანაში შემოვიდეს მეტი უცხოური ინვესტიცია”, – განაცხადა ...

Read More »

1 ივლისიდან კომპანიებს დიდი რაოდენობით დავალიანება ჩამოეწერებათ

1 ივლისიდან კომპანიებს დიდი რაოდენობით დავალიანება ჩამოეწერებათ

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები რევოლუციურია და ის ეკონომიკური ეფექტის მომცემი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელმა პრეზიდენტმა მიხელ ჭელიძემ ფინანსთა მინისტრთან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიებს, აღარ საქმიანობენ იმის გამო, რომ მათ ძალიან დიდი დავალიანებები ჰონდათ და ეს დავალიანებები გაიყინა, ძალიან დიდი თანხები ჩამოეწერებათ. ამას საგადასახადო კოდექსში შესატანი ...

Read More »

„კარგი იქნება თუ მოგების გადასახადის გაუქმებას საშემოსავლო გადასახადის 2–3%-ით დაკლება და დღგ-ის შემცირებაც დაემატება“

ვფიქრობ, კარგი იქნება ამას დაემატოს საშემოსავლო გადასახადის 2–3%-ით დაკლება და დღგ-ის შემცირებაც

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ახალ ინიციატივებზე, რომელიც რეინვესტირებულ თანხებზე მოგების გაუქმებას და ეკონომიკური დანაშაული დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს გაზეთ „ბანკები და ფინანსებს“ „ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს“ თავმჯდომარე ირაკლი თედორაძე ესაუბრა. „მოგების გადასახადის რეინვესტირება ზრდის ბიზნესსა დ წარმოებას, მაგრამ ეკონომიკის დღევანდელი სიტუაციისთვის არაა ადეკვატური; ვინაიდან ბევრ ადამიანსა თუ ბიზნესს აქვს ვალი, რომელიც ჯერ კიდევ დასაფარია. ვფიქრობ, კარგი იქნება ამას დაემატოს საშემოსავლო გადასახადის 2–3%-ით ...

Read More »

ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს 3 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ეროვნული ბანკის საქმეს მთავრობა გააკეთებს

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” პროექტის ფარგლებში სასტუმრო “თბილისი მარიოტში გაიმართა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2013-2015 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის სწორი გადანაწილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურა შეიცვალა და ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ერთი მხრივ, დაიგეგმა სოციალური პროგრამების ზრდის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი პროექტების დაფინანსებით, რომელიც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს ...

Read More »