Home » Tag Archives: საფრანგეთი

Tag Archives: საფრანგეთი

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში აქციები იმართება

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში აქციები იმართება

უკვე მეორე დღეა საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გამო აქციები იმართება. აქციაში მონაწილეობა 800 ათასმა ადამიანმა მიიღო. აქციების გამო, პარიზში შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა. საფრანგეთის დედაქალაქსა და მის გარეუბნებში დილიდან საცობია. მეტრომ მუშაობა მხოლოდ ნაწილობრივ განაახლა. აქცია ქვეყნის 50 ქალაქში ჩატარდა. მთავარი აქცია დედაქალაქში გაიმართა, რის გამოც გუშინ პარიზში დახურული იყო მუზეუმები და ეიფელის კოშკი.

Read More »

საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა იპოვეს

საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა იპოვეს

15 რუსი ჯაშუში საფრანგეთის ალპებს მთელ ევროპაში ოპერაციების ჩასატარებლად თავის ბაზად იყენებდა. ამის შესახებ Le Monde-ზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს. ფრანგული გაზეთის ინფორმაციით, ისინი რუსული „გრუს“ ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლები არიან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შეკვეთილ მკვლელობებზე, საბოტაჟის აქტებსა და ე.წ. „მკვდარ საფოსტო ყუთებზე“, რომელსაც საიდუმლო აგენტები ინფორმაციის გასაცვლელად იყენებენ. გამოცემა ასევე წერს, რომ ერთ-ერთი ჯაშუში დიდი ალბათობით 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყოფილ რუს ჯაშუშ სერგეი სკრიპალსა და მის შვილზე თავდასხმასთან არის ...

Read More »

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობასთან დაკავშირებულ კანონს მიიღებს

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობასთან დაკავშირებულ კანონს მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისგანცხადებით, საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონს მიიღებს. როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით. “საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან ...

Read More »

Reuters – საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასებს აღარ გაზრდის

Reuters - საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასებს აღარ გაზრდის

საფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გადაწყვეტილების გაუქმებას გეგმავს. სააგენტო Reuters-ისაფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ საწვავის ფასებზე განცხადების გაკეთებას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი გეგმავს. საწვავზე ფასების გაზრდის გეგმამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოწვია. ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებაში არაერთხელ გადაიზარდა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა საფრანგეთის მთავრობასთან 4 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმეს. მთავრობამ საწვავზე ფასების გაზრდის გადაწყვეტილება გარემოსდაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო. მასშტაბური ...

Read More »

მაშველებმა შავი ზღვიდან საფრანგეთის 4 მოქალაქე გამოიყვანეს

მაშველებმა შავი ზღვიდან საფრანგეთის 4 მოქალაქე გამოიყვანეს

ბათუმთან, შავი ზღვიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ტურისტები, სანაპიროდან 5 კმ-ში, კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს. ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Read More »

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოეცა

ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების – ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივი თიბისის მხარდაჭერით საფრანგეთიდან საქართველოს გადმოეცა. პეტრე ზუბალაშვილის შთამომავლებმა 114 წლის განმავლობაში შვეიცარიასა და შემდგომ საფრანგეთში, მათ სახლში დაცული ზუბალაშვილების ისტორიული დოკუმენტაცია და ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქეს. არქივი მოიცავს დიმიტრი ერმაკოვის რამდენიმე ფოტოალბომს, სადაც თბილისი, კავკასიელი  ხალხი და ხედები,  თბილისში სახალხო სახლისა და უნივერსიტეტის მშენებლობაა აღბეჭდილი; ასევე წიგნებსა და ალბომებს საქართველოს ...

Read More »

საფრანგეთში სექტემბრიდან დაწყებით და საშუალო კლასებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთში სექტემბრიდან დაწყებით და საშუალო კლასებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, 2018 წლის სექტემბრიდან დაწყებით და საშუალო კლასებში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება. საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ აღნიშნულ კანონს „21-ე საუკუნის კანონი“ უწოდა. „ახალი ტექნოლოგიებისადმი გახსნილობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის ყველა გამოვლინებაში უნდა მივიღოთ. მობილური ტელეფონების გამოყენების მავნე სახეობებიც არსებობს: კიბერბულინგი, პორნოსაიტებზე შესვლა და სმარტფონებზე დამოკიდებულების გაჩენა“, – განაცხადა მინისტრმა. კანონპროექტის თანახმად, ...

Read More »

საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა

საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა

საქართველოში წარმოებული სათამაშოები ექსპორტზე საფრანგეთში გავა ფრანგულ კომპანია “კუბთან” ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. პროდუქციის ხარისხის გაცნობის მიზნით, ფრანგი პარტნიორი საქართველოს უკვე ეწვია. თანამშრომლობა თებერვალში ნიუნბერგში გამართულ გამოფენაზე გადაწყდა, რომელშიც ქართველი იღებდნენ მონწაილეობას. სააგანეტო “აწარმოე საქართველოშის” განმარტებით, ქართულ სათამაშოებს ევროპულ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. “კუბის” დამფუძნებლის, ალან არნოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები ხისგან არის დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთაა. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, ...

Read More »

საფრანგეთში, ახალი კანონის თანახმად, უფროსს არასამუშაო საათებში თანამშრომელთან დარეკვა ეკრძალება

საფრანგეთში, ახალი კანონის თანახმად, უფროსს არასამუშაო საათებში თანამშრომელთან დარეკვა ეკრძალება

საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც უქმე დღეებში და არასამუშაო საათებში უფროსს ეკრძალება თანამშრომელს დაურეკოს. ფრანგმა კანონმდებლებმა წინა წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც უფროსს არ აქვს უფლება თანამშრომელს დაურეკოს და შეაწუხოს უქმე დღეებში და არასამუშაო დროს. ამის გარდა თანამშრომლებს აქვთ უფლება არ წაიკითხონ სამსახურის ელექტრონული ფოსტა. ამ კანონის მიღების მთავარი ფაქტორი გახდა ის, რომ ფრანგმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ღამის საათებში და ...

Read More »

ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ საფრანგეთში კანონი მზადდება

ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ საფრანგეთში კანონი მზადდება

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთში მზადდება კანონი “ყალბი ახალი ამბების” წინააღმდეგ. კანონის შემუშავება, რომელიც ცალსახად არის გამიზნული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მაკრონმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ გარკვეული ვებგვერდები პროპაგანდის გავრცელების მთავარ წყაროებს წარმოადგენენ, რომლებიც, თავის მხრივ, არიან მიბმულნი სოციალური მედიის მრავალ ანგარიშზე, რომელთა მეშვეობით ყალბი ინფორმაცია სწრაფად და მრავალ ენაზე ვრცელდება. მისი თქმით, პროპაგანდისტული ახალი ამბები ...

Read More »