Home » Tag Archives: რუსეთი

Tag Archives: რუსეთი

„კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა თავი ამოწურა, უმდიდრეს ქვეყნებშიც კი დოვლათი არათანაბარად ნაწილდება“

„კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სტრუქტურის საფუძველს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამოწურა თავისი თავი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “ვალდაის” კლუბის შეხვედრაზე განაცხადა. პუტინის თქმით, მსოფლიო დგას „ცივილიზაციის კრიზისის“  და დედამიწაზე ადამიანის არსებობის პრინციპების „სერიოზულად გადახედვის“ წინაშე. კაპიტალისტური მოდელის ფარგლებში, „აღარ არის გამოსავალი მზარდი ჩახლართული წინააღმდეგობების აურზაურიდან“, თქვა პუტინმა. „უმდიდრეს ქვეყნებშიც კი დოვლათის არათანაბარი განაწილება ხდება და ეს ...

Read More »

საქართველო ყველაზე ძვირად დენს რუსეთში ყიდულობს – რა უჯდება ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტი

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მთავარი იმპორტიორები მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2021 წლის 9 თვეში დენის იმპორტში საქართველომ 37.113 მლნ დოლარი გადაიხადა. მათ შორის, აზერბაიჯანიდან იმპორტი 23.351 მლნ დოლარი დაგვიჯდა, რუსეთიდან – 7.001 მლნ დოლარი და თურქეთიდან 6.753 მლნ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობას და გადახდილ ...

Read More »

“მოსკოვი დაინტერესებულია რუსული კომპანიების მონაწილეობით ყარაბაღის აღდგენაში” – რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში

“მოსკოვი დაინტერესებულია რუსული კომპანიების მონაწილეობით ყარაბაღის აღდგენაში”, – ამის შესახებ აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, მიხაილ ბოჩარნიკოვმა განაცხადა, საერთაშორისო გამოფენაზე “ყარაბაღის აღდგენა, რეკონსტრუქცია და განვითარება” (ყარაბაღის აღდგენა 2021 წ.), რომელიც ბაქოში დაიწყო. “გამოფენაში რუსული კომპანიების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ წარმოდგენილია კომპანიების ძალიან დიდი სპექტრი რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან. როგორც ელჩი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ რუსული კომპანიების ასეთი ფართო მონაწილეობით “, – განაცხადა ...

Read More »

კონკურენცია თუ ფასის ხელოვნური ზრდა – არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 40 თეთრით იაფია

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. ამის პარალელურად ოპეკმა გაზარდა 2021 წელს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების დეფიციტის შესახებ პროგნოზი. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ნავთობის დეფიციტი ბაზარზე იქნება 1,1 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში, რაც მცირედით აღემატება აგვისტოს თვის პროგნოზს – 900 ათასი ბარელით/დღეში. მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ოქტომბერში სანავთობო ბაზარზე მიწოდება 1.2 მლნ ბარელით ნაკლები იქნება მოთხოვნილებაზე, ნოემბერში ...

Read More »

ეროვნული ბანკი – საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირში, რუსეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული

ეროვნული ბანკის 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებს, რუსეთსა და თურქეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 40 პროცენტი უკავია, ხოლო მთლიან საგარეო შემოდინებებში 43 პროცენტი, რაც წინა წლის მონაცემების მსგავსია. თუმცა, ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში მცირედით შემცირდა, რაც ძირითადად მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის კლებით იყო გამოწვეული. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ამავდროულად, გაიზარდა თურქეთისა და ...

Read More »

კონკურენცია გაზთან დაკავშირებით – რუსეთი ცდილობს უკრაინა პოლონეთთან წააჩხუბოს

გამოცემა Gordonua.com  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველის, ლანა ზერკალას პოსტს აქვეყნებს, სადაც ყოფილი ჩინოვნიკი აღწერს თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინისა და პოლონეთის ერთმანეთზე წაკიდებას. “ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ ლანა ზერკალას პოსტს: “უბრალო ნარატივით გაზის კონკურენციის შესახებ, რუსები ცდილობენ უკრაინა წააჩხუბონ პოლონეთს. მანიპულირება არის კრემლის საყვარელი იარაღი. უკრაინა და პოლონეთი არ არიან კონკურენტები რუსული გაზის ტრანზიტში. ...

Read More »

მიშუსტინმა ნავთობისა და გაზის გლობალური უარყოფისთვის ეკონომიკის მომზადების დავალება გასცა

რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა მსოფლიოში ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის შემცირების შესაძლებლობას, შეცვალა თავისი პოზიცია და დაიჯერა ენერგეტიკული პერიოდების ცვლილების. გამოცემა TASS-ის ცნობით, ორშაბათს, რუსეთის პრემიერ მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა დავალება ფასცა, რომ წლის ბოლომდე შემუშავებულიყო რუსეთის ეკონომიკის გლობალურ ენერგეტიკულ გარდამავალ პერიდოთან ადაპტირების გეგმა. ”მსოფლიო ეკონომიკა ორიენტირებულია თანდათანობით გადავიდეს ნახშირბადის ენერგიის დაბალ გამოყენებაზე. ეს უკვე ახალი რეალობაა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ...

Read More »

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 610.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს შეადგენს. როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 1 899.1 მლნ. აშშ ...

Read More »

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 421.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 377.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 347.0 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ...

Read More »

ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა

“გაზის მარაგები რუსეთში მსოფლიოში ყველაზე დიდია, ისინი 100 წელზე მეტი ხნისათვისაა საკმარისი”, – ამის შესახებ “გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა საერთაშორისო ბიზნეს კონგრესის 24-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე, რომელიც შედგა 14-17 სექტემბერს, შერეულ ფორმატში. ”გაზის რეზერვები რუსეთში, გაზპრომის გაზის რეზერვები, ყველაზე დიდია მსოფლიოში. ჩვენ არ შევხვდებით პრობლემებს ჩვენს რეზერვებთან დაკავშირებით მომდევნო ასი წლის განმავლობაში,” – თქვა მან. ამავდროულად, მილერმა დაამატა, ...

Read More »