Home » Tag Archives: რეგულაცია (page 2)

Tag Archives: რეგულაცია

ტაქსების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება

ტაქსების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება

ტაქსების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით თბილისის მერია ცვლილებებს გეგმავს.  როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, ტაქსებისა და M1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსი, ავტობუსი) რეგულირების გეგმასთან დაკავშირებით, 2018 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. „სატრანსპორტო ორგანიზების, სატრანსპორტო საშუალებების მოწესრიგების საკითხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და შესაბამისად, ეტაპობრივად, ყველა პრობლემას იმ გეგმის მიხედვით მოვაწესრიგებთ, რომელიც გვაქვს. გარკვეულწილად, სადისტრიბუციო კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ, რომ სადისტრიბუციო ...

Read More »

“თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ტაქსების რეგულირებას დიდი პრობლემა შეუქმნა”

"თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ტაქსების რეგულირებას დიდი პრობლემა შეუქმნა"

“ვფიქრობ, გადასახადებისგან უნდა გავათავისუფლოთ ისეთი კომპანიები, რომლებიც თავის ავტო პარკში ელექტრომობილებს შემოიყვანენ” – მომავალი წლიდან ტაქსებს ახალი რეგულაციები უწესდებათ. აუცილებელი ხდება მძღოლის ჯანმრთელობის და ავტომობილის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქონა. 2018 წლის იანვრიდან სავალდებულო ხდება ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება. პირველ რიგში ეს სამგზავრო და სატვირთო ავტომანქანებს შეეხება. ვინ გასცემს და რა ეღირება შესაბამისი ნებართვები და რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ავტომფლობელებს და ტაქსებს. ...

Read More »

ამერიკელი ბანკირები ფიქრობენ, რომ ამერიკული ბანკები ზედმეტი რეგულაციებს ქვეშ არიან

ამერიკელი ბანკირები ფიქრობენ, რომ ამერიკული ბანკები ზედმეტი რეგულაციებს ქვეშ არიან

სარეზერვო სისტემის მიერ ჩატარებული ტესტირების დროს ბანკებმა დაახლოებით 195 მილიარდი დოლარი დაკარგეს   ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ბანკებს აქვთ დიდი ფინანსური აქტივები. 2009 წლიდან ამერიკაში 33 სისტემურად ყველაზე მნიშვნელოვან ბანკებს ფედერალურმა რეზერვებმა 700 მილიარდი დოლარი გადაურიცხა. გლობალური სისტემური მნიშვნელობის 8 ბანკმა უნდა შეძლოს არა მარტო კაპიტალის და კრიზისის შემდეგ საერთაშორისო ზედამხედველების მიერ შეთანხმებული ვალდებულებების დაკმაყოფილება, არამედ ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ...

Read More »

რას ცვლის ახალი კანონი ონლაინ სესხების დავალიანების მქონე მოქალაქეებისათვის

რას ცვლის ახალი კანონი ონლაინ სესხების დავალიანების მქონე მოქალაქეებისათვის

ონლაინ სესხებსა და ბანკებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდა. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ონლაინ სესხების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით კი პირგასამტეხლო და ზედასაპროცენტო ზღვრის წლიური განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. პროექტთან დაკავშირებით მცირე შენიშვნები აქვს პრეზიდენტს, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი მაინც მოაწერა. ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ მაია მელიქიძის განცხადებით, ...

Read More »

როგორ ხდება არასაბანკო დაწესებულებების რეგულირება

როგორ ხდება არასაბანკო დაწესებულებების რეგულირება

საფინანსო კომპანია “საქართველო” ორ თვეზე მეტია მეანაბრეებს კუთვნილ საპროცენტო სარგებელს არ უხდის და არც ანაბარზე განთავსებულ თანხებს უბრუნებს. მეანაბრეების ინფორმაციით, საფინანსო კომპანიას 30 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს მათგან მიღებული. კომპანიის კლიენტების თქმით, მათ უმეტესობას ანაბრის სახით 5-დან 18 ათას დოლარამდე თანხა აქვს შეტანილი. კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ მეანაბრეებს, თუმცა კითხვას, როდის შეძლებს კომპანია მათი თანხების გასტუმრებას, პასუხი ვერ გასცეს. მნიშვნელოვანია ...

Read More »

ჩამოწერილი 3 მილიონამდე ვალი და ახალი რეგულაციები კომპანიებს

ჩამოწერილი 3 მილიონამდე ვალი და ახალი რეგულაციები კომპანიებს

  სემეკი მომხმარებელთა დაცვის კუთხით გააქტიურდა. ეს ერთი მხრივ გამოიხატა დავალიანების ჩამოწერაში და მეორე მხრივ, კომპანიებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. 2016 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 2 845 614 ლარი შეადგინა. მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტში მოქალაქეთა ...

Read More »

17 საათი და 15 წუთი – Emirates–მა უწყვეტი ფრენის რეკორდი მოხსნა

17 საათი და 15 წუთი – Emirates–მა უწყვეტი ფრენის რეკორდი მოხსნა

ავიაკომპანია Emirates–მა, პირველად სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში, დაიწყო ფრენა ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი რეგულარული რეისის შესრულება. ისტორიული ფრენა ავიაკომპანიის კუთვნილმა აერობუსმა A380–მა 2 მარტს განახორციელა. 14,2 ათასი კილომეტრის დასაფარად,  დუბაიდან  ახალ ზელანდიამდე, ოკლენდში ჩასაფრენად თვითმფრინავს 17 საათი და 15 წუთი დასჭირდა. აღნიშნული მიმართულებით რეგულარული რეისები Boeing 777–ით შესრულდება. ახალი ზელანდიის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ახალი რეისი სამ საათზე ხანმოკლეა ოკლენდიდან დუბაიში არსებულ რეისებთან ...

Read More »

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის გავლა მოქალაქეებს ქალაქში ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწევთ

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის გავლა მოქალაქეებს ქალაქში ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწევთ

მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქში, ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ითვალისწინებს. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ხუციშვილის განმარტებით, ეს არის საქართველოს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. “ამაზე მიდის მუშაობა, რამდენიმე ...

Read More »

რეკლამის ხმის სიმძლავრესთან დაკავშირებით რეგულაცია წესდება

რეკლამის ხმის სიმძლავრესთან დაკავშირებით რეგულაცია წესდება

სამაუწყებლო ეთერში რეკლამის ხმის სიმძლავრესთან დაკავშირებით რეგულაცია წესდება – რეკლამის ხმის დონე მაუწყებლობის ხმის დონეს უნდა გაუთანაბრდეს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა, რომლის მიხედვით, დაუშვებელი იქნება, რეკლამის ხმის დონე რადიო და ტელემაუწყებლობის ხმის სიმძლავრეს აღემატებოდეს ცვლილებები “რეკლამის შესახებ” კანონში შედის და ის ფრაქციამ “ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი” მოამზადა. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საკითხის დაურეგულირებლობის შედეგად მომხმარებლის უფლებები ირღვევა. “მომხმარებლის ...

Read More »

“საბანკო რეგულაცია საქართველოში მოიკოჭლებს და ესაა პრობლემა”

"საბანკო რეგულაცია საქართველოში მოიკოჭლებს და ესაა პრობლემა"

ეკონომისტი თემურ ბასილია “კომერსანტთან” ინტერვიუსას საბანკო რეგულაციებზე, სავალუტო ფონდის მიერ ეროვნული ბანკისადმი მიცემულ რეკომენდაციებზე  და დოლარში გაცემული სესხების შესახებ საუბრობს. – თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გასული წლის იანვრის ანგარიშს, იქ პირდაპირ წერია, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რისკი ესაა ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხების დიდი ნაწილი, რომელთა დაბრუნება გართულდება ლარის დევალვაციის გამო. ამ მიმართულებით სავალუტო ფონდი ზუსტად ერთი წლის ...

Read More »