Home » Tag Archives: რაჭა

Tag Archives: რაჭა

რაჭაში წელს ყურძნის საუკეთესო მოსავალია

რაჭაში წელს ყურძნის საუკეთესო მოსავალია

რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია. 3 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 1080 ტონა ყურძენი მუჯურეთული და ალექსანდროულია დაკრეფილი და ჩაბარებული. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი რაჭაში შეუფერხებლად მიმდინარეობს. „რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო მოსავალია. ხარისხთან ერთად, გაზრდილია მოსავლის რაოდენობაც. ბოლო წლებში რეგიონში ახალი ვენახები გაშენდა და წელს, გასულ წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულ მოსავალს ველოდებით რაჭაში. ...

Read More »

რაჭაში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო

რაჭაში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა. მათივე ინფორმაციით, პროექტი სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 2 004 780 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე და ამბროლაურის ...

Read More »

რაჭაში თვალის უფასო ოპერაციები ტარდება

რაჭაში თვალის უფასო ოპერაციები ტარდება

რაჭაში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიერ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ოფთალმოლოგიური ოპერაციები მიმდინარეობს. ოპერაციებს პროფესორი საშა ალექსიძე ატარებს. მისი განცხადებით, სამი დღის მანძილზე რაჭაში კატარაქტის ოპერაციები და ხელოვნური ბროლით თვალის ფაკოემულსიფიკაცია ტარდება. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მიერ განხორციელებული აქციის ფარგლებში, 12 ნოემბერამდე თვალის ოპერაციას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 50–ზე მეტი პაციენტი გაიკეთებს.

Read More »

წელს, საჩხერისა და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთი აშენდება

წელს, საჩხერისა და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთი აშენდება

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ამბროლაურს ჰქონოდა ძალიან კარგი რეგიონული აეროპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა. პრემიერის შეფასებით, ეს არის პერსპექტივა ამ რეგიონისთვის. „სასიხარულოა, რომ მგზავრთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ რეისის დამატება მოგვიწია. ამბროლაურის აეროპორტი არ არის ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ...

Read More »

შვეიცარულ-ქართულ კომპანია “ბლაუნშტაინი” რაჭაში ფერმას ააშენებს

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ პიპილეთში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც სულ მცირე 45 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის აშენებისა და მოწყობის მიზნით კომპანია მინიმუმ 95 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსსამსახურის ინფორმაციით, რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ”დაუთას“ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მდებარე 64.0664 ჰა სათიბი მიწის ნაკვეთის ...

Read More »

რაჭაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკის აშენება იგეგმება

რაჭაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკის ასაშენებლად ტერიტორიებს იკვლევენ

ონსა და ამბროლაურს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკის გაშენება იგეგმება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავნეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ტერიტორიების გეოგრაფიული კვლევა მიმდინარეობს და პროექტი გენერალური გეგმის დადგენის შემდეგ განხორციელდება. “მიმდინარეობს ტერიტორიის კვლევა, საზღვრების დადგენა. იქ გასათვალისწინებელია ყველა ის პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული. ასევე კერძო პირების კუთვნილი მიწების ამორიცხვა უნდა განხორციელდეს და უნდა შეიქმნას ტერიტორიის კონტური, სადაც შემდგომში ეროვნული ...

Read More »

რაჭაში გადაფრენა 50-დან 65 ლარამდე ეღირება

რაჭაში გადაფრენა 50-დან 65 ლარამდე ეღირება

რაჭაში გადაფრენა 50-დან 65 ლარამდე ეღირება. საქართველოს მომავალი წლიდან კიდევ ერთი შიდა აეროპორტი დაემატება, – ამბროლაურის აეროდრომის ასაფრენი ბილიკის მოწყობა უკვე დასრულებულია და მას შეუძლია, მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 45 წუთიდან 1 საათამდე იქნება. ამბროლაურის მიმართულებით ფრენის ღირებულებას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. სუბსიდირების პოლიტიკა ისეთივე იქნება, როგორიც ეს მესტიის აეროპორტის შემთხვევაშია. მისივე თქმით, თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით ...

Read More »

ამბროლაურში ლორის საწარმოს მშენებლობა იწყება

ამბროლაურში ლორის საწარმოს მშენებლობა იწყება

ამბროლაურში ლორის საწარმოს მშენებლობა იწყება. კომპანია “რაჭული ლორის“ დამფუძნებელი როსტომ კობახიძე „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქარხნის მშენებლობა დეკემბერში დასრულდება, პროდუქცია ბაზარზე კი მომავალი წლიდან გამოჩნდება. როსტომ კობახიძის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული აქვთ. საწარმო ამბროლაურში უნდა აშენდეს. ქარხანაში დაახლოებით 15 ადამიანი დასაქმდება. ქარხნის წლიური წარმადობა 20 ტონა იქნება. პროდუქცია სრულად ქართული ღორის ხორცისგან დამზადდება. კილოგრამი ლორის ღირებულება, სავარაუდოდ, 20-დან 25-ლარამდე ...

Read More »

არაბული კომპანია შაორის ტბის ტერიტორიაზე $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

არაბული კომპანია შაორის ტბის ტერიტორიაზე $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს

არაბული კომპანია ISRAIL AHMADOV INVESTMENT LLC რაჭაში, შაორის ტბის ტერიტორიაზე დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს. როგორც კომპანიაში “ბიზნესკონტაქტს” განუცხადეს, ადგილზე მინიმუმ 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, რომელშიც აღნიშნული კომპანიის გარდა ევროპული და სხვა არაბული კომპანიებიც იქნებიან ჩართული. კომპანიამ პროექტი უკვე წარუდგინა ადგილობრივ და აღმასრულებელ ხელისუფლებას და მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შაორის ტბის ტერიტორიაზე გეოლოგიური და ...

Read More »