Home » Tag Archives: ქართული ღვინო

Tag Archives: ქართული ღვინო

2019 წელი ქართული ღვინისთვის რეკორდული აღმოჩნდა

ქართული ღვინო პრემიუმ სეგმენტში გადადის – ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 20%-ით გაიზარდა ღვინის წარმოება და მისი ექსპორტი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის დარგში. საქართველოს მთავრობა, კერძოდ კი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახა, რომლის მიხედვითაც ქართული ღვინო უნდა გადავიდეს საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში. ამის მიღწევას კი ხარისხისა და ცნობადობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებით აპირებს. ქართული ღვინის ...

Read More »

78 მლნ ბოთლი ქართული ღვინო ექსპორტზე 53 ქვეყანაში გავიდა

78 მლნ ბოთლი ქართული ღვინო ექსპორტზე 53 ქვეყანაში გავიდა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ ...

Read More »

ამერიკელი ჟურნალისტები ქართულ ღვინოს აგემოვნებენ და მისი დაყენების ტრადიციებს ეცნობიან

ამერიკელი ჟურნალისტები ქართულ ღვინოს აგემოვნებენ და მისი დაყენების ტრადიციებს ეცნობიან

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting’’-ის ორგანიზებით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით პოპულარული გამოცემების –  ‘“Wine and Spirits“ და „Dow Jones” ჟურნალისტები ეწვიენ. ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში, სადაც გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ  შემდეგი ...

Read More »

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. “პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ...

Read More »

ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის ბაზარს აქტიურად ითვისებენ

ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის ბაზარს აქტიურად ითვისებენ

ქართული ღვინის მწარმოებლები ჩინეთში ახალ კონტრაქტებს აფორმებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაზე – The 96th China Food & Drinks Fair, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თამთა ყველაიძის განცხადებით, გამოფენის პირველ დღეს, გამოფენის არსებობის მანძილზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა – 250 ათასი ...

Read More »

“დარწმუნებულები ვართ, რომ კერძო სექტორი ჩინეთის ბაზარს სრულიად გამოიყენებს”

"დარწმუნებულები ვართ, რომ კერძო სექტორი ჩინეთის ბაზარს სრულიად გამოიყენებს"

“ჩინეთის ბაზარი იძლევა ზღვა შესაძლებლობებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორი ამ შესაძლებლობებს სრულიად გამოიყენებს” – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს ქართული ღვინო როდესაც შედის ჩინეთის ბაზარზე, გვაქვს 42%-მდე დამატებითი გადასახადი, შეთანხმებით კი ეს გადასახადი მოიხსნება და განულდება. „ძალიან რომ ...

Read More »

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” იხსნება, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა, რომელიც ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ხელმოწერის ცერემონია შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟის შენობაში ჩატარდა. შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ...

Read More »

NATO-ს სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან

NATO-ს სამიტის მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღვინო, უწყების ინიციატივით, სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. ასევე ქართული ღვინით გაუმასპინძლდება საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე. ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და ასევე მითითებულია, რომ სასმელი ...

Read More »

ჩინეთში ბავშვების დასახმარებლად ქართული ღვინის აუქციონი გაიმართა

ჩინეთში ბავშვების დასახმარებლად ქართული ღვინის აუქციონი გაიმართა

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა პეკინის „როტარი კლუბში“ (Rotary Club of Beijing), აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში. ღონისძიების მონაწილეებს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა ჩინეთში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა დავით აფციაურმა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა მწარმოებლის 12 დასახელების ქართული ღვინო. ღონისძიება საქველმოქმედო აუქციონით დასრულდა. „როტარი კლუბის“ წევრებმა საქველმოქმედო აუქციონზე შეიძინეს შატო მუხრანის “პრინცის რეზერვი”, ...

Read More »

ჩინეთში “ქართული ღვინის სახლი” გაიხსნა

ჩინეთში "ქართული ღვინის სახლი" გაიხსნა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭძიანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა. ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო. ქართული ღვინის სახლი „სუოლუნ“ კომპანიამ გახსნა და რიგით მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში ამ კომპანიის მიერ გახსნილი. საზეიმო გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები. „სუოლუნ“ ...

Read More »