Home » Tag Archives: ქართუ

Tag Archives: ქართუ

“ქართუ”: მიმდინარეობს ვალების ჩამოწერა და ამ კვირაში მევალეთა სიები გამოქვეყნდება

"ქართუ": მიმდინარეობს ვალების ჩამოწერა და ამ კვირაში მევალეთა სიები გამოქვეყნდება

“მეტრონომს” ფონდ “ქართუში” განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ვალების ჩამოწერის პროცესი. “მიმდინარეობს პროცესი და ამ კვირაში გამოქვეყნდება მევალეთა სიები”, – განუცხადეს “მეტრონომს” ფონდ “ქართუში”. შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 ადამიანს ვალები ჩამოეწერება და ე.წ. შავი სიიდან ამოვა. საუბარია ადამიანებზე, რომელთა სესხის ძირი ვალი არ აღემატება 2 000 ლარს და 1 წლის განმავლობაში არ შეუტანია თანხა. ამავდროულად, შეიძლება რამოდენიმე ...

Read More »

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს – ამის შესახებ ფონდ ,,ქართუს“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და პირველი ეტაპი სწორედ 2020 წელს დასრულდება. ,,პირველი ეტაპისთვის აშენდება რამდენიმე სასწავლო კორპუსი, თავისი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. ტეროტორიაზე აშენდება ასევე სპორტული და გასართობი ობიექტებიც,“-განაცხდა ჩხეტიანმა. ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი ეტაპის ...

Read More »

ჭაობი უნივერსიტეტის ნაცვლად – ადგილი ქუთაისში, სადაც 2019 წელს საუნივერსიტეტო სწავლა უნდა დაიწყოს

ჭაობი უნივერსიტეტის ნაცვლად - ადგილი ქუთაისში, სადაც 2019 წელს საუნივერსიტეტო სწავლა უნდა დაიწყოს

ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერისტეტის სამშენებლო ადგილზე, სადაც 2019 წელს სწავლა უნდა დაიწყოს, წლიდან წლამდე არსებითად არაფერი იცვლება. პრეზენტაციიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც, პროცესი მოსამზადებელ სამუშაოებს ვერ გასცდა. ფონდ “ქართუს”, რომელიც სამუშაოებს აფინანსებს, ამ დრომდე არ აქვს შემუშავებული არქიტექტურული პროექტის საბოლოო ვერსია. ქუთაისის მერიას ადგილზე მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმასა და მიწის სამუშაოების წარმოებაზე აქვს ნებართვა გაცემული. რაც შეეხება პროექტს, ადგილობრივ თვითმმათველობაში ამბობენ, ...

Read More »

ფონდი „ქართუ“ მის საკუთრებაში არსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს

ფონდი „ქართუ“ მის საკუთრებაში არსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ მის საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონია ხვალ გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. “საქართველო მინიატურებში”–საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული. მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ...

Read More »

საბანკო სექტორის მოგება განუხრელად იზრდება

საბანკო სექტორის მოგება განუხრელად იზარდა

საქართველოს კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები 2016 წლის 1 კვარტლის მიხედვით 2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 17  – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორმა იანვარ-აპრილი 180.46 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. გასული წლის აპრილის ბოლოსთვის სექტორის წმინდა მოგება 114.8 ...

Read More »

ფონდი “ქართუ” ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს

ფონდი "ქართუ" ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს

საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს-აღნიშნულ პროექტზე პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრას ფონდ “ქართუს” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციისCERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფ შეფერი, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერი ...

Read More »

ფონდმა “ქართუმ” რაგბის კავშირისა და მოედნებისთვის 70 მილიონი გაიღო

ფონდმა "ქართუმ" რაგბის კავშირისა და მოედნებისთვის 70 მილიონი გაიღო

ფონდი “ქართუსთვის” 2016 წელს პრიორიტეტული კვლავ სპორტისა და კულტურის დაფინანსება იქნება, – ამის შესახებ “აიპრესთან” საუბრისას ფონდის დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა. ჩვენთან საუბრისას ნიკო ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ “ქართუ” ჯგუფი აქტიურად ეხმარება სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციებს. “ჩვენს პრიორიტეტებში, რა თქმა უნდა, არის კულტურისა და სპორტის დაფინანსება. სპორტის ნაწილში ასევე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ძალიან ბევრ ფედერაციას ვეხმარებით. გარდა ამისა ვაგრძელებთ რაგბის ...

Read More »