Home » Tag Archives: ქარხანა

Tag Archives: ქარხანა

თბილისში გერმანული ბრენდის, YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხანა გაიხსნა

თბილისის მერი, კახა კალაძე გერმანული ბრენდის, YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს დედაქალაქში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. „რეგიონში პირველი საწარმო შეიქმნა, რომელიც მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციას გამოუშვებს. აქ მთავარია ის, რომ მასალები, რომლითაც ეს პროდუქცია მზადდება, საქართველოში არის მოპოვებული. ძალიან მალე ამ პროდუქციით ჩანაცვლდება იმპორტი და საწარმოს ექნება შესაძლებლობა, რომ ...

Read More »

„სახელმწიფო ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს რეგიონებში საწარმოების განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველყოფს”

სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საწარმოებს, რათა მოხდეს რეგიონების ეკონომიკური განვითარება, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული აგურის მწარმოებელ კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეში”განაცხადა, სადაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა კერამიკული აგურის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის თანამშრომლებს გაესაუბრა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ესპანურმა კომპანია ...

Read More »

ავსტრიული როზენბაუერი საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს

ავსტრიული როზენბაუერი საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს

ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს.  საწარმო „დელტას“ ბაზაზე ამოქმედდება. ავსტრიული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილისა და კომპანია “როზენბაუერის” აღმასრულებელ დირექტორ, დიტერ სიგელის შეხვედრაზე იქნა მიღებული. “დადგა დრო, როდესაც აუცილებელია საქართველოში მოხდეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის სრული გადაიარაღება. ჩვენ შევარჩიეთ კომპანია “როზენბაუერი”, რომელთან თანამშრომლობითაც მოვახერხებთ დასახული გეგმების განხორციელებას. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი ...

Read More »

რუსთავში ელექტროავტობუსების ქარხანა აშენდება და ექსპორტზე ევროკავშირში გავა

რუსთავში ელექტროავტობუსების ქარხანა აშენდება და ექსპორტზე ევროკავშირში გავა

ქარხანა, რომელშიც წარმოებული ელექტროავტობუსები ექსპორტზე ევროკავშირში გავა, სავარაუდოდ, რუსთავში აშენდება.  ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“  კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა. „როგორც იცით, ქარხნის ასაშენებლად 4 ლოკაცია იყო შერჩეული, აქედან ერთი თბილისის, ორი რუსთავის, ხოლო ერთი გარდაბნის ტერიტორიაზე. მართალია, კონკრეტული ადგილის შესარჩევად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა დიდი ალბათობით კვლევაზე მომუშავე ჯგუფი რუსთავში მდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება და ქარხნის მშენებლობაც, სწორედ რუსთავის ...

Read More »

AntGroup-ი საქართველოში ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

AntGroup-ი საქართველოში ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

Antgroup-ი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება. ამ მიზნით საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი კომპანია Antgroup-ის დელეგაცია საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდა. ფონდში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე თურქული კომპანიის დელეგაციამ ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ ფონდის წარმომადგენლებმა Antgroup-ის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს. თურქული კომპანია Antgroup-ი საქართველოში ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, ...

Read More »

Stadler-ი საქართველოში რეგიონულ ქარხანას ააშენებს

Stadler-ი საქართველოში რეგიონულ ქარხანას ააშენებს

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ (Stadler Rail AG) საქართველოში ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს, – მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქართველოში ინვესტირების მზადყოფნას გამოთქვამს, „შტადლერის“ პრეზიდენტმა პიტერ შპულერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მემორანდუმით, კომპანია გამოხატავს მზადყოფნას, განახორციელოს საქართველოში ინვესტიცია, კერძოდ, ...

Read More »

ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა ორგანულ ნარჩენებს დიზელად და ბიტუმად გარდაქმნის

ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა ორგანულ ნარჩენებს დიზელად და ბიტუმად გარდაქმნის

კომპანია „კა დე ვე ჯორჯია“ სოფელ დიდ ლილოში მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. კომპანიის  ქარხნის მშენებლობაში 85 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდება. ქარხნის მშენებლობისთვის „კა დე ვე ჯორჯიას“ 25 წლიანი იჯარით გადაეცემა სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი. როგორც  “კა დე ვე ჯორჯია”-ს ს ხელმძღვანელი ვაჟა სამადბეგიშვილი, “კომერსანტთან” საუბრისას ამბობს, ყველა ორგანული ნარჩენი გადამუშავების შემდეგ გარდაიქმნება დიზელად ან ბიტუმად.   “რაც შეეხება გადამუშავების ...

Read More »

საქართველოში სტარბაქსი შემოდის: თბილისში ქარხანა აშენდება

საქართველოში სტარბაქსი შემოდის: თბილისში ქარხანა აშენდება

მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერი ამერიკული კომპანია „სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის. თანაც საუბარია არა ყავის იმპორტზე, არამედ ქარხნის აშენებაზე. ეს „სტარბაქსისთვის“ რეგიონალური პროექტია, რომლის ცენტრი საქართველო გახდება. პროექტის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და გადაწყვეტილია, რომ ქარხანა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან მდებარე ტერიტორიაზე გაკეთდება.   საინტერესოა, რომ საინვესტიციო ვალდებულებაში ქარხნის ტერიტორიაზე მუზეუმის გაკეთებაც ...

Read More »

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ ახალი, მაღალტექნოლოგიური ღუმელი ჩართო

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ ახალი, მაღალტექნოლოგიური ღუმელი ჩართო

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25,5 მეგავატის სიმძლავრის ღუმელი ჩაირთო. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ცნობით, ახალი საწარმოო ღუმელი რესურსის ეფექტური მოხმარებითა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა, რითაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მსოფლიოს წამყვანი მეტალურგიული საწარმოების სტანდარტებს უახლოვდება. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულია 1800 ადამიანი. დარგი ქვეყნის ექსპორტის ლიდერია და ბოლო წლებში წლიური ექსპორტის საშუალოდ 10-13%-ს იკავებს. „ჯორჯიან მანგანეზმა“ ოთხი წლის მანძილზე კომპანიამ განახორციელა 52 მილიონ ...

Read More »

მცხეთაში ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

მცხეთაში ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

სექტემბრის ბოლოს მცხეთაში ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი ქარხანა ,,ინვეტ ფიდი” გაიხსნება. როგორც საწარმოს დირექტორი დავით შალამბერიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, საჭირო ნედლეულის ძირითადი ნაწილის: ქერის, ხორბლისა და სიმინდის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. საწარმოს დღიური წარმადობა დაახლოებით 100 ტონა მზა პროდუქციაა. დავით შალამბერიძის თქმით, პირველ ეტაპზე რეალიზაცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. პროდუქცია შეფუთული და დაფასოებული იქნება. ერთი კილოგრამი მზა საკვების ფასი კი 85-1,50 ...

Read More »