Home » Tag Archives: პრემიერი

Tag Archives: პრემიერი

პენსიების დარიცხვა და გაცემა თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონრები პენსიის აღებას ყოველი თვეს პირველიდან 14 რიცხვის ჩათვლით შეძლებენ. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, პენსიის გაცემა შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი ბანკების ფილიალებთან მობილობისა და რიგების შემცირებაა. „მოგეხსენებათ, რომ პენსიები პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში და ეს მუდმივად ბანკების ფილიალებში, განსაკუთრებით ...

Read More »

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს – პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს - პრემიერი ანალიტიკოსების დასკვნას ელოდება

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებიდან ვფიქრობ, არ გასულა საკმარისი დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შედეგების დეეტალურ ანალიზს ახორციელებს ეროვნული ბანკი, ისევე, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და ანალიტიკოსების დასკვნა ახლო მომავალში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ციფრების დაკორექტირების საჭიროებას აჩვენებს, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. “საქართველოში ...

Read More »

“ე.წ საბანკო შავი სია ჩემთვის მიუღებელია, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას”

"ეროვნულმა ბაკმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა"

– ბატონო მამუკა თქვენ განაცხადეთ, რომ დღეს დაახლოებით 630 ათასი ადამიანი ე.წ შავ სიაშია და მოკლებულია განახორციელოს ეკონომიკური ცხოვრება, რაც მათ შორის გამოწვეულია “უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით”. რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ ამ კუთხით,-ამ შეკითხვით მიმართა “აიპრესმა” პრემიერს, რაზეც მამუკა ბახტაძემ უპასუხა:  – რაც შეეხება შავ სიას, რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, იგივეს განცხადებ დღეს, რომ ეს გახლდათ სრულიად მიუღებელი. ჩვენი მოქალაქეები, ეს ...

Read More »

„მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი“

„მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი“

მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა. „კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა თითოეული თქვენგანის წვლილს და გთხოვოთ, მაქსიმალური გახსნილობით შევუდგეთ კიდევ უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას. დღეს, მოგეხსენებათ, მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური. სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი, თუმცა, როდესაც თვალს გადავავლებთ რა გაკეთდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში პრემიერ-მინისტრობას თამადობა სჯობს

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში პრემიერ-მინისტრობას თამადობა სჯობს

“ჩვენ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რათა წარმოგვედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა – საქართველო, რომელსაც მეღვინეობის 8 000-წლიანი ისტორია აქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიების მეღვინეობის ციტადელში – ბორდოში ჩატარება საქართველოსთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ”პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოსათვის ნამდვილად ისტორიულ მოვლენაში ...

Read More »

კვირიკაშვილის 100 დღე – მეტი ვიდრე უბრალოდ პრემიერი

კვირიკაშვილის 100 დღე - მეტი ვიდრე უბრალოდ პრემიერი

სამი თვე გავიდა რაც საქართველოს ახალი პრემიერი ჰყავს. თუმცა, გიორგი კვირიკაშვილმა განვლილ კვარტალში მოსალოდნელზე მეტი ინიციატივა თუ დაპირება გააჟღერა, რომელთაგან უმეტესობის განხორციელებას მთავრობა უკვე შეუდგა. ჯერ კიდევ იანვარში პრემიერ-მინისტრი 4 ახალი ინიციატივით გამოვიდა.  ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა შემდეგი მიმართულებები გამოყო: საგადასახადო რეფორმა; ჩართულობის, გამჭვირვალობის რეფორმა; რეგიონების განვითარება და ძირეული საგანმანათლებლო რეფორმა. როგორც შემდგომ პრემიერმა დააკონკრეტა განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანრგვა იგეგმება. ...

Read More »

საქართველოში ჩეხური ლუდის სახარში და ქარხანა აშენდება

საქართველოში ჩეხური ლუდის სახარში და ქარხანა აშენდება

წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას სამუშაო სადილზე ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ მიმართულებას, რომელთა მიმართაც ჩეხური ბიზნესის წარმომადგენლებმა ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატეს. უკვე გადაწყდა საქართველოში ჩეხური ლუდის სახარშისა და ქარხნის მშენებლობა.   წყარო: 2030

Read More »

“ადრე თუ გვიან, ალბათ, კოალიცია აუცილებლად დაიშლება და ამაში ტრაგედია არაფერია”

"ადრე თუ გვიან, ალბათ, კოალიცია აუცილებლად დაიშლება და ამაში ტრაგედია არაფერია"

ადრე თუ გვიან, ალბათ, კოალიცია აუცილებლად დაიშლება და ამაში ტრაგედია არაფერია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში ამ საშიშროებას ვერ ხედავს.   მიუხედავად “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის არსებული დაპირისპირებისა, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმავე შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის.   “ადრე თუ გვიან, ალბათ კოალიცია აუცილებლად ...

Read More »

ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას, კაფსულის ჩადებით, საფუძველი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუყარა. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გამოყოფილია 9 747 000 ლარი. ამჟამად მიმდინარეობს მიწისზედა გრუნტის სამუშაოები და მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრემიერის თქმით, ზუგდიდელები დიდი ხანია ელოდებიან ცენტრალური სტადიონის მშენებლობას და მათ ახლო მომავალში ექნებათ 7200-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო ...

Read More »

,,მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს”

""მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს"

მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის განცხადებით, სამი-ოთხი წლის წინ საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ახლა საზოგადოებას ალბათ იგივე განცდა აღარ აქვს.   “მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა ალბათ ...

Read More »