Home » Tag Archives: პარლამენტი (page 6)

Tag Archives: პარლამენტი

თემურ ჭყონია: ,,მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დავნიშნოთ და ყველა პრობლემა გადაწყდება”

თემურ ჭყონია: ,,მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ან მრჩევლად დავნიშნოთ და ყველა პრობლემა გადაწყდება"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, პარლამენტი წლის ანგარიშის მოსმენაზე უარს ეუბნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ, ,,ბიზნესპრესნიუსთან” ისაუბრა.  მას მიაჩნია,  რომ პარლამენტმა ქადაგიძეს უნდა მოუსმინოს და მათ შორის კინკლაობაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. ასევე, ჭყონიამ გამოთქვა ინიციატივა, ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტად თამაზ მეჭიაურის დაინიშვნასთან დაკავშირებით. ,,რა მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარადგენს ანგარიშს, მოადგილე თუ სხვა ვინმე, როგორ შეიძლება ამაზე  საუბარი და ...

Read More »

ეროვნული ბანკის ანგარიში: საკითხი, რომელიც არავის აღელვებს

ეროვნული ბანკის ანგარიში: საკითხი, რომელიც არავის აღელვებს

წარმატებული საბანკო სექტორის წარუმატებელი ცენტრალური ბანკირი, სამი საპარლამენტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნის კონტექსტში ერთ თვეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს. საქართველოს პარლამენტს კი ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში ჯერ კიდევ არ განუხილავს. კეთდება განცხადებები, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში არასრულყოფილია, სებ-ის ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნები. რეალობა კი ერთია, პარლამენტი ვალდებულია, რომ ეროვნული ბანკს მოუსმინოს, მისი ანგარიში დაიწუნოს, ან დადებითად შეაფასოს ...

Read More »

,,ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტი “გადააგდო”

,,ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტი "გადააგდო"

ეკონომიკის ექსპერტი, 20/30–ის წევრი მიხეილ დუნდუა, სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგის პარლამენტში არ მოსმენის საკითხს ეხმაურება და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტი “გადააგდო”.  ,,ქადაგიძე პარლამენტს საყვედურობს: ჩემი ანგარიში პლენარულ სხდომაზე რატომ არ მოისმინეთო, და თან ამ საყვედურით მეჭიაურს მიმართავს: რატომ არ გსურს ანგარიშის მოსმენაო. არადა, მეჭიაურის კომისიამ(საფინანსო-საბიუჯეტო) პირველმა მოისმინა ქადაგიძის ანგარიში 2015 წლის პირველ ნახევარში. ქადაგიძეს თუ პარლამენტის პლენარულ ...

Read More »

იპოთეკარები პარლამენტის გადაწყვეტილებამ ვერ დაამშვიდა

იპოთეკარები პარლამენტის გადაწყვეტილებამ ვერ დაამშვიდა

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით კმაყოფილი მხოლოდ ,,ქართული ოცნებაა”. იპოთეკარები, რომელთათვისაც კანონში ცვლილებები შევიდა, აქციების გამართვითა და უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან. ბანკების ასოციაცია კი პარლამენტის გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ,,არ გვინდა სიკვდილი,” – ამ ლოზუნგით იპოთეკარებმა შსს-სთან აქცია გამართეს. ამასთანავე ისინი აპირებენ შსს-ს მინისტრს წერილი გაუგზავნონ, სადაც გააფრთხილებენ, რომ ჩამორთმეულ ქონებაში ძალით შეიჭრებიან და თუკი პოლიცია მათ დააპატიმრებს არც მაშინ დაიხევენ ...

Read More »

განბაჟების გადასახადი, შესაძლოა, ახალი ავტომობილებისთვისაც შემცირდეს

განბაჟების გადასახადი შესაძლოა ახალი ავტომობილებისთვისაც შემცირდეს

პარლამენტში ამ ეტაპზე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის შეზღუდვის ან აკრძალვის საჭიროებას ვერ ხედავენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ ამ თემას ბოლო პერიოდში რატომღაც, საცობების მოწესრიგების საშუალებად მოიაზრებენ, რაც არასწორია. მისი განმარტებით, ეს არასწორი მიდგომაა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით თბილისი განიტვირთება, ცდება. „თუ ეს რეგულაცია დაწესდება, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები მაშინვე მარცხენა ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის" შესახებ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.  კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი ახლა “საკანონმდებლო მაცნეში” უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა. ამასთან, დღეს ბათუმში ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ, რომელმაც ხელმოწერის მიზეზები განმარტა. “საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის ...

Read More »

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია. თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელსაც 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 46-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც 81 ხმით გავიდა. წინააღმდეგი მხოლოდ 12 დეპუტატმა იყო. ამით პრეზიდენტის ...

Read More »

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მოხსნას შეეცდება

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მოხსნას შეეცდება

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ხვალვე იგეგმება საკითხის კენჭისყრაზე გატანა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ მიიღო. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევისათვის ემზადება, რასაც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, სულ მცირე 76 ხმა სჭირდება. პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა 13:00 საათზე დაინიშნა. სესია პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.

Read More »