Home » Tag Archives: ნოდარ ხადური (page 5)

Tag Archives: ნოდარ ხადური

“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს”

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს"

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წელს საქართველო არის მე-16 ადგილზე 102 ქვეყანას შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ხადურმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრომ შეძლო მნიშვნელოვანი სოციალური ვალდებულებების აღება და მათი შესრულება. “ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ბიუჯეტი ძალადობის გარეშე შეივსოს. ბიუჯეტი გახდა მეტად გამჭვირვალე. 2015 წელს საქართველო არის მე-16 ადგილზე 102 ქვეყანას შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ...

Read More »

“მასწავლებლის შრომის ანაზღაურება უნდა გაუთანაბრდეს საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს”

ნოდარ ხადური: საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია

საბოლოო ვერსიის თანახმად, 2016 წლის ბიუჯეტი თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 225 მლნ ლარით არის გაზრდილი. როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური განმარტავს, ბიუჯეტის ზრდა განაპირობა ახალმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა, რომლის მიხედვითაც მთავრობა გადასახადების ნაწილში გაზრდილ შემოსავლებს ელოდება. ხადურის შეფასებით, სწორედ ამ თანხებით მოხდება 2016 წელს პენსიის 180 ლარამდე ზრდაც. დეტალურად, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ ფინანსთა მინისტრი საუბრობს. -პენსია 20 ლარით იზრდება, ...

Read More »

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი გააცნო. “2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება. ეს არის პარამეტრი, რომელზეც ჩვენ ავაგეთ ბიუჯეტის პროექტი და წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 8 მილიარდ ლარს შეადგენდა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ...

Read More »

ევროკავშირმა საქართველოს 46 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 46 მილიონი ევრო გამოუყო

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მიერ მაკროფინანსური დახმარების კუთხით ევროგაერთიანებასთან ხელმოწერილი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის დეკემბერში მოეწერა. მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო ...

Read More »

ინფორმაცია თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით

ნფორმაცია თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია. “საქართველოს ...

Read More »

“პრემია თავის არსით შესანარჩუნებელია”

"პრემია თავის არსით შესანარჩუნებელია"

პრემია თავისი არსით შესანარჩუნებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომელთა შრომაზეც არის დამოკიდებული ბიუჯეტის შევსება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ასე შემდეგ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურ ხადურის განმარტებით, დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მინისტრები პრემიას არ იღებენ და ასეთი რამ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. “პრემია თავის არსით შესანარჩუნებელია, მათ შორის იმ ...

Read More »

ნოდარ ხადური ბიუჯეტში გადასახადების გეგმის 120 მილიონით გაზრდას ითხოვს

ფინანსთა მინისტრი 2015 წლის ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებს ითხოვს ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წინადადებით მიმართა პრემიერმინისტრს, რომ 120 მილიონი ლარით გაიზარდოს ბიუჯეტში გადასახადების გეგმა, რაც გამოწვეულია ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების და გადასახადების მობილიზების ტენდენციით. ამავე დროს, ხადურს სურს, 283 მილიონი ლარით შეამციროს სესხება შიდა ბაზარზე სახაზინო ვალდებულებების მიმართულებით. მისი განმარტებით, ამის საჭიროება ქვეყანაში  აღარ არის. მინისტრის ინფორმაციით, 100 მილიონი ლარით შემცირდება ...

Read More »

რა ქონება გადასცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს

რა ქონება გადასცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს

2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკუთარ ბალანზე რიცხული მოძრავი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადასცა. როგორც bpn-სთვის გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რამდენიმე დასახელების მეორადი ნივთი გადასცა. ჩამოთვლილ პროდუქციას შორის არის ორი ცალი მობილური ტელეფონი iPhone 5, 2 ცალი – iPhone 4s, 18 ცალი მობილური ტელეფონი Blackberry, ასევე „სამსუნგისა“ და „ნოკიას“ ...

Read More »

სიგარეტი, მომავალ წელსაც გაძვირდება

სიგარეტი, მომავალ წელსაც გაძვირდება

სიგარეტი, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაძვირდება. თამბაქოს იმპორტიორების ნაწილის განცხადებით, ამის მიზეზი კვლავ აქციზის გადასახადი იქნება, რომლის გაზრდასაც ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელსაც გეგმავს. როგორც „კომერსანტს“ „ჯიჯი 2011“-ის ხელმძღვანელმა ილია ჟღენტმა განუცხადა, მათი ინფორმაციით, 2016 წელს აქციზის გადასახადი წინა წლების მსგავსად, მომავალ წელსაც დაახლოებით 15  თეთრით მოიმატებს. ჟღენტის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით მათს წარმომადგენელთან ფინანსთა სამინისტროს კონსულტაციები ჰქონდა. ჟღენტის განცხადებით, აქციზის მატება სიგარეტის ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული აუდიტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული აუდიტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული აუდიტის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია კორპორატიული მართვის საუკეთესო გამოცდილების დანერგვა, რისთვისაც სამინისტრო დგამს პირველ ნაბიჯებს და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქმნის აუდიტის საბჭოს, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება სამინისტროში ადეკვატური მმართველობითი, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების ჩამოყალიბება. აუდიტის საბჭო დაეხმარება ...

Read More »