Home » Tag Archives: ნოდარ ხადური (page 4)

Tag Archives: ნოდარ ხადური

“დამსაქმებელთა ასოციაციას” საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება

"დამსაქმებელთა ასოციაციას" საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ბიზნესგაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” წევრებს შეხვდა. ფინანსთა მინისტრმა ასოციაციის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის მოგების გადასახადის რეფორმა გააცნო. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ძალიან სერიოზული რეფორმა იწყება და პარლამენტს უკვე წარედგინა მთავრობის წინადადება. “პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მოგების გადასახადის მაგივრად, საქართველოში იქნება განაწილებული მოგების გადასახადი, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ თუ კომპანიები მოგებას აღარ გაანაწილებენ ...

Read More »

“წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ ვგეგმავთ”

" წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ ვგეგმავთ"

ხელისუფლება წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ გეგმავს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, იანვარში ეკონომიკური ზრდა 0.8% იყო. კითხვაზე, მივაღწევთ თუ არა წელს ეკონომიკის დაგეგმილ 3%-იან ზრდას, ფინანსთა მინისტრის თქმით, “არის მონახაზები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ და არა მარტო მივაღწიოთ ზრდის ამ მაჩვენებელს”. ,,მე გეტყვით, რომ ...

Read More »

რას გულისხმობს ლიბერალური საგადასახადო სისტემა ესტონური მოდელით

რას გულისხმობს ლიბერალური საგადასახადო სისტემა ესტონური მოდელით

მეწარმე, რომელიც კომპანიის მოგებას თავად კი არ დაიტოვებს, არამედ ისევ კომპანიის შიგნით ინვესტირებისთვის გამოიყენებს, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. ასე შეიძლება განიმარტოს ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილების თაობაზე, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეყრდნობა და ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე უნდა შევიდეს და, დამტკიცების შემთხვევაში, 1 ივლისიდან ამოქმედდეს, ექსპერტთა უმრავლესობა ინიციატივას დადებითად აფასებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, კანონპროექტი მოგების გადასახადის ...

Read More »

ნოდარ ხადური – ლარის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით

ნოდარ ხადური - ლარის საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის “საკმაოდ სერიოზულად” გამყარებას ელოდება. როგორც ნოდარ ხადურმა გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში განაცხადა, მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეინიშნება, რაც კურსის დასტაბილურების იმედს იძლევა. “მე მინდა გითხრათ, რომ კურსის მკვეთრ ცვლილებას დევალვაციის კუთხით არ ველოდებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეიმჩნევა. უკვე იმედი გვაქვს, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით. ეს არ ...

Read More »

ნოდარ ხადურმა ბიზნესმენებს სიახლეები წარუდგინა

ნოდარ ხადურმა ბიზნესმენებს სიახლეები წარუდგინა

მინისტრის თქმით, პროექტი მოგების გადასახადების რეფორმას ეხება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბიზნესის განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა. უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ბიზნესმენებისთვის შემდეგი შეღავათები დაწესდება: • კომპანიები, რომლებიც მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან. „უფრო კონკრეტულად, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა ის სხვა ...

Read More »

მოგების გადასახადზე შეღავათი ბანკებს, სადაზღვევოებსა და მიკროსაფინანსოებს არ შეეხება

მოგების გადასახადზე შეღავათი ბანკებს, სადაზღვევოებსა და მიკროსაფინანსოებს არ შეეხება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მოგების რეფორმა ბანკებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ შეეხება. ცვლილება “საგადასახადო კოდექსში” შედის, რომელის თანახმადაც, კომპანიები, რომლებიც მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. თუმცა, როგორც ხადური ამბობს, ეს ცვლილება ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციებს არ შეეხება, ვინაიდან დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. “ვსწავლობთ არის თუ არა პრობლემები ინვესტირების და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება ...

Read More »

ნოდარ ხადური: კომპანიები თუ მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს არ გადაიხდიან

ნოდარ ხადური: კომპანიები თუ მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს არ გადაიხდიან

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებათა პაკეტი განიხილეს, რომელიც მოგების გადასახადს ეხება. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუმარტა, კანონპროექტის თანახმად კომპანიები, რომლებიც მოგებას არ გაანაწილებენ, მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. “უფრო კონკრეტულად, შეიძლება კომპანიამ მიიღო მოგება, მაგრამ მოახდინა მისი სრული ინვესტირება, საწარმოდან არ გაიტანა, არ გამოიყენა ის დივიდენდების გასაცემად, არ გამოიყენა ის სხვა მიმართულებებით, რომელიც არ უკავშირდება ...

Read More »

“თუ ესტონურ მოდელზე გადასვლა კომერციულ ბანკებსაც შეეხებათ, ჩვენს ქვეყანაში საბანკო ოაზისი შეიქმნება”

"თუ ესტონურ მოდელზე გადასვლა კომერციულ ბანკებსაც შეეხებათ, ჩვენს ქვეყანაში საბანკო ოაზისი შეიქმნება"

ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ უმჯობესია ის თანხები რაც ამ მოდელზე გადასვლისას დააკლდება ბიუჯეტს თანაბრად მოაკლდეს ყველა უწყებას კაპიტალური ხარჯებიდან. ის ასევე ამბობს, რომ ესტონურ მოდელზე გადასვლა საქართველოს საბანკო ოაზისად გარდაქმნის.  „ჯერ უნდა ვიცოდეთ ბიუჯეტი რამდენს დაკარგავს ცვლილების შედეგად. არ ვიცი, ალბათ ფინანსთა სამინისტროს რაღაც მონაცემები აქვს და პროგნოზს ასე აკეთებს. დღეს ბიუჯეტში უკვე ...

Read More »

ნოდარ ხადური – დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა

ნოდარ ხადური - დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის მართლაც სერიოზული პრობლემაა, თუმცა, სამწუხაროდ, დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელს ისტორიაში. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს მთავრობა ლარში დანაზოგების წასახალისებლად, რადგან პირადად ხადურსაც და სხვა მინისტრებსაც დეპოზიტები დოლარში აქვთ განთავსებული. „ზოგადად მივდივართ იმ მიმართულებით, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ხელს უწყობდეს დაზოგვას და თუნდაც ...

Read More »

იაპონია საქართველოს 4 მილიარდ 410 მილიონ იაპონურ იენს გამოუყოფს

იაპონია საქართველოს 4 მილიარდ 410 მილიონ იაპონურ იენს გამოუყოფს

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, იაპონიის განვითარების სააგენტო 4 მილიარდ 410 მილიონ იაპონურ იენს საქართველოს გზის განვითარებისთვის აძლევს. როგორც ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს თანხა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის დასრულებას და სამტრედიამდე გზის გაკეთებას მოხმარდება. “ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება იაპონიის მთავრობასთან და “ჯაიკასთან”. ეს არის იაპონიის განვითარების სააგენტო, დამატებით 4 მილიარდ 410 მილიონი იაპონური იენის გამოყოფის შესახებ, რომელიც ...

Read More »