Home » Tag Archives: ნოდარ ჯავახიშვილი

Tag Archives: ნოდარ ჯავახიშვილი

მექვაბიშვილის პირველი ნაბიჯები – 3 მოადგილიდან 2 განთავისუფლებულია

მექვაბიშვილის პირველი ნაბიჯები - 3 მოადგილიდან 2 განთავისუფლებულია

აუდიტის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, ირაკლი მექვაბიშვილმა სამი მოადგილიდან ორი გაათავისუფლა, მათ შორისაა ნინო ლომჯარიაც. ლომჯარია 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძვანელის მოადგილედ. თანამდებობაზე დარჩა  ნოდარ ჯავახიშვილი. მას 2015 -2016 წლებში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი 2011 -2014 წლებში „ქართუ ბანკის”  გენერალური დირექტორი იყო. გენერალური აუდიტორი მოადგილეებს დღეს წარადგენს.

Read More »

კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია და მასთან არსებული დედათა მონასტერი  მოინახულა. კორცხელის დედათა მონასტრის შენობა  მიმდინარე წლის 17 მაისს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მესამე სართული. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს მონასტრის აღდგენისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების გეგმაზე.

Read More »

თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა

ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულებულია. განახლებული ბატონის ციხე საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ...

Read More »

50-მდე გვირაბი და ამდენივე ხიდი- რიკოთზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

50-მდე გვირაბი და ამდენივე ხიდი- რიკოთზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

50-მდე გვირაბი და ამდენივე ხიდი – რიკოთზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება რიკოთის უღელტეხილზე,  52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით,  ასეთი სირთულის პროექტი ევროპაში დღეს არსად მიმდინარეობს. 4-ზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება. მისი თქმით, დაგეგმილია 100 ...

Read More »

“ლარის კურსის ნახტომისებური გამყარება ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი არ არის”

"ლარის კურსის ნახტომისებური გამყარება ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი არ არის"

როდესაც ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ძირეული გაუმჯობესება არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ლარის მკვეთრი გამყარების საფუძველიც არ არსებობს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ნახტომისებური გამყარება ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი არ არის. ”არა ვარ ჩახედული, რატომ დადგა ამის აუცილებლობა ან რა ფაქტორები განაპირობებენ ეროვნული ვალუტის გამყარებას, თუმცა, როდესაც ...

Read More »

“ჩემი აზრით, ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა ყოფილიყო”

"ჩემი აზრით, ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა ყოფილიყო"

ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს თუ სხვებს ვუკეთოთ უნიკალური გზები, მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა. კითხვაზე, რა ეტაპზეა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ პირველ მონაკვეთზე დეტალური დიზაინის პროექტისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდება, ხოლო მაისის ბოლომდე  ტენდერების გამოცხადება, სავარაუდოდ, ...

Read More »

რიკოთის ალტერნატიული გზის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება

რიკოთის ალტერნატიული გზის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე წელია მუშაობს პროექტზე, თუ რა მიმართულებით გაივლის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომელიც რიკოთის რეალური ალტერნატივა იქნება. ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, გიორგი სეთურიძე, რომელიც რიკოთის გზის მილიარდიან პროექტს კურირებს, აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ახალი ავტომაგისტრალი არსებული გზის პარალელურად გაივლის და ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე არსებული გზის ინფრასტრუქტურაც. “ერთ-ერთ მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერი უკვე ...

Read More »

ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე  და ასევე საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.  “ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ზაფხულისთვის ორი სერიოზული მონაკვეთი დასრულდება. საუბარია თბილისიდან ერთი მხრივ, ხაშურამდე და მეორე მხრივ, სამტრედიის გავლით საჯავახოს ხიდამდე”, – განაცხადა ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრმა ისაუბრა პროექტების დაჩქარებაზეც და განაცხადა, რომ რამდენიმე პროექტზე დაგეგმვა 2-3 თვით გადმოიწია. ...

Read More »

როგორ იცვლებოდა ლარის კურსი ეროვნული ბანკის პრეზიდენტებთან ერთად

როგორ იცვლებოდა ლარის კურსი ეროვნული ბანკის პრეზიდენტებთან ერთად

თანამედროვე საქართველოს ეროვნული ბანკი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფო ბანკის ბაზაზე შეიქმნა. თუმცა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919-1921 წლებში არსებობდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ერთი მმართველი და 9 პრეზიდენტი ჰყავდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტები იასონ ლორთქიფანიძე საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველი 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე. იასონ ლორთქიფანიძე ცნობილი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის ძმა იყო. 1918 წელს, ...

Read More »

რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი ფასიანი იქნება

რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი ფასიანი იქნება

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს, გადაწყვეტილია, რომ რიკოთის არსებული მოდერნიზებული გზის ალტერნატივა ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის გზა იქნება. “ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხილვა, შესაძლოა ეს გზა ფასიანიც კი გახდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში აუცილებლად იარსებებს ალტერნატიული გზაც”, – აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. წინასწარი გათვლებით, პროექტის ღირებულება შესაძლოა 750-800 მილიონიდან 1,1 მილიარდამდე გაიზარდოს. რაც ...

Read More »