კომპანია „ნეოსტარი“ ლილოში სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნის. კომპანია საწარმოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახსნის. ამ მიზნით კომპანიას სახელმწიფო სიმბოლურ, ერთ ლარად გადაეცემა დიდ ლილოში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობებს გადასცემს. სამშენებლო მასალების საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება. ახალი საწარმოს შესაქმნელად „ნეოსტარი” 3 508 920 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. „ნეოსტარი“ ცემენტის ან ანალოგიური მასალის ფილის, ბორდიურის და სამშენებლო ბლოკის წარმოებას გეგმავს.
Read More »