Home » Tag Archives: ნათია თურნავა

Tag Archives: ნათია თურნავა

საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება – მთავრობას აქციზის გადასახადის დაწევისკენ მოუწოდებენ

ბოლო პერიოდში საქართველოს საწვავის ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეში ლონდონის სანავთობო ბირჟაზე საშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარს ბარელზე შეადგენს. შედეგად, საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა და პანდემიისგან გამოწვეული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, პანდემიამ ...

Read More »

„მზად ვართ, ავხსნათ, ეროვნული ინტერესებისთვის რამდენად დამაზიანებელია საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. „უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთია დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს, ბევრი წუხილი, რომელიც არსებობს, იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით და მეორე ნაწილი არის ის, რომ „პროექტი არ გვინდა, საერთოდ, ჰესები არ გვინდა“. მათ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევყვებით, მაგრამ მზად ვართ, ...

Read More »

„ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში“

ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რაჭის რეგიონში ონის ჰესის პროექტის შესახებ. მინისტრის თქმით, მტკნარი ტყუილი და საკმაოდ უნიჭოდ შეთხზული აპოკალიპტური ისტორიაა, თითქოს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება ამა თუ იმ პროექტს. „ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანი არის ...

Read More »

რატომ მყარდება ლარი

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.84 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეროვნული ვალუტის კურსი ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ლარის გაცვლითი კურსი ინფლაციაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, ასევე ხაზგასასმელია, რომ ლარის კურსის მერყეობა ყველაზე მძიმედ იმ ...

Read More »

ნათია თურნავა – ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა – ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ...

Read More »

ნათია თურნავა – მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს

ნათია თურნავა - მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს

„ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს. ჩვენ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვვითარდებით, რაც ენერგეტიკოსებს  გაუხარდებოდათ და ჩვენს ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ტემპი იზრდება“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ჰესების მშენებლობის პერიოდის გახანგრძლივება 2017 წლიდანაა აქტუალური, როდესაც ...

Read More »

ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან ექვსი უკვე გაიყიდა

ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან ექვსი უკვე გაიყიდა

მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს მიერ რამდენიმე დღის წინ დაწყებული უპრეცედენტო საპრივატიზაციო პროექტი – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.  „პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუქციონისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესია და ამას მოწმობს ციფრებიც – პირველი, არასრული კვირის შედეგებიც, აუქციონის საიტს 15 ათასზე მეტი მნახველი ...

Read More »

ზოგჯერ ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებზეც მივდივართ, რომლებიც ეკონომიკური ზრდის შემაკავებელია – ნათია თურნავა

ზოგჯერ ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებზეც მივდივართ, რომლებიც ეკონომიკური ზრდის შემაკავებელია - ნათია თურნავა

ნათია თურნავა – ინფლაცია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის უდიდესი გამოწვევაა ინფლაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, ამას რეალისტურად ვაფასებთ, ვიცით რამდენად მძიმეა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის დაძლევა და ინკლუზიური ეკონომიკა არის ჩვენი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სამინისტრის პოლიტიკა მთლიანად არის გადაწყობილი იმაზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფლაციური პროცესების ...

Read More »

ნათია თურნავა – პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება

ნათია თურნავა - პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „სპექტრში გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაში. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენელები დაესწრნენ. ნათია თურნავამ 62 კურსდამთავრებულს დიპლომების მიღება მიულოცა და თავის გამოსვლაში საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ...

Read More »

რას გულისხმობს პრივატიზაციის ახალი პოლიტიკა

რას გულისხმობს პრივატიზაციის ახალი პოლიტიკა

150 მილიონი ლარის 117 საპრივატიზაციო ობიექტი, რომელმაც 2500 სამუშაო ადგილი უნდა შექმნას საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრივატიზაციის პროცესის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ობიექტების გასხვისება და ეკონომიკურ ბრუნვაში მათი მეტად ინტეგრირებული ჩართვა. აღნიშნული პროცესი ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად უწყობს ხელს. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ კერძო სექტორი გაცილებით უკეთ მართავს მის ხელთ არსებულ რესურსებს. საქართველოში პრივატიზაციის ტემპები მაინცდამაინც ...

Read More »