Home » Tag Archives: ნაბეღლავი

Tag Archives: ნაბეღლავი

“ჩვენი საწარმოს აღჭურვილობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, რომ ნებისმიერ ბაზარზე დავიმკვიდროთ ადგილი”

"ჩვენი საწარმოს აღჭურვილობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, რომ ნებისმიერ ბაზარზე დავიმკვიდროთ ადგილი"

 საქართველოს ბაზარზე ,,ნაბეღლავი” გაყიდვებით ნომერ პირველი წყალია ,,ჩვენი კომპანია ჯამში  200-მდე უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს და ექსპორტზე 30-მდე ქვეყანაში გაგვაქვს’’   ”წყალი მარგებელის” ისტორია ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე. იგი მრავალი წელია რაც ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს და აღსანიშნავია, რომ მუდმივად განაგრძნობს სიახლეების დანერგვასა და ზრდას. ...

Read More »

ნაბეღლავი თურქეთის ბაზარს იპყრობს

ნაბეღლავი თურქეთის ბაზარს იპყრობს

„ნაბეღლავი“ თურქეთის ბაზარს იპყრობს.  „წყალი მარგებელი“ ტრაბზონის და ანკარას შემდეგ, სტამბულსა და  ანტალიაში ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს ითვლის. ახალ ბაზარზე წარმატებული პოზიციონირების შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ავთო სვიმონიშვილმა გვაცნობა.  მისი განცხადებით, მოსაზღვრე  თურქეთის ბაზარი დიდია და მზარდი, „ნაბეღლავისთვის“ პერსპექტიული. 2016 წელს თურქეთში 1.5 მლნ ბოთლია ექსპორტირებული. მთლიანი ექსპორტი 10 მლნ ბოთლს აღემატება. წყარო: GBC  

Read More »

“ნაბეღლავი” სამხრეთ კორეაში ექსპორტზე გავიდა

"ნაბეღლავი" სამხრეთ კორეაში ექსპორტზე გავიდა

“ნაბეღლავი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს ქართული მინერალური წყალი ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეაში გავიდა. კომპანიის ექსპორტის მენეჯერი ლევან ჩიქოვანი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ დაინტერესება თავად კორეული მხარისგან წამოვიდა და პირველი პარტია ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის პერმანენტული მიწოდება, რადგანაც ამ ეტაპზე ქართული მინერალურ წყალს კორეელ მომხმარებელს აცნობენ. ჩიქოვანის განმარტებით, კორეაში ქართული პროდუქცია ნაკლებად არის ცნობილი, ამიტომ იქ ...

Read More »

“ნატოს” ჯარები ავღანეთში შესაძლოა “ნაბეღლავით” მოამარაგონ

"ნატოს" ჯარები ავღანეთში შესაძლოა "ნაბეღლავით" მოამარაგონ

მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი”, რომელიც „ნაბეღლავს” და „ბახმაროს”  აწარმოებს, 2016 წელს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე  სტაბილური ზრდის შენარჩუნებას გეგმავს. ამ ეტაპზე „წყალი მარგებელი”  თანამშრომლობს  შეერთებული შტატების თავდაცვის ლოჯისტიკის სააგენტოსთან  და ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსთან იმისათვის, რომ ავღანეთში სამხედრო ძალების „ნაბეღლავით” მომარაგება მოხდეს. კომპანიის გენერალური დირექტორი ავთანდილ სვიმონიშვილი „ფაინენშალთან” აცხადებს, რომ ახალი ბაზრების დაპყრობა არის კომპანიის მთავარი მიზანი. მისივე თქმით, ...

Read More »