Home » Tag Archives: მშპ

Tag Archives: მშპ

„ფაქტობრივად, ბოლშევიკურ პროპაგანდას ეწევა მთავრობა, ყველანაირ შესაძლებლობას ზღუდავენ“

ეკონომისტ დემურ გიორხელიძის აზრით, კიდევ ერთი შეზღუდვა რეალურად წარმოუდგენელია, რადგან ამას ეკონომიკა, უბრალოდ, ვერ გაუძლებს. ,,ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი კოტრდება. ცხადია, გაგრძელდება ეს პროცესი და მდგომარეობა უფრო გართულდება. გაცილებით რთული წელი გველის, ვიდრე შარშან იყო. არ მესმის ის კამპანიურობა, რაც საქართველოს ხელისუფლებაშია. რატომ არ შეიძლებოდა გეგმაზომიერი, აწყობილი, თანმიმდევრული პოლიტიკა განხორციელებულიყო. ცხადია, საქართველო ვერ გაკეთებს იმას, რაც ...

Read More »

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა ...

Read More »

„საგარეო შოკების ეფექტის შესამცირებლად იძულებული ხდები კურსი „გააფუჭო“, საბოლოოდ „გაფუჭებული“ კურსი კი ისევ ინფლაციაზე ახდენს წნეხს“

„საგარეო შოკების ეფექტის შესამცირებლად იძულებული ხდები კურსი „გააფუჭო“, საბოლოოდ „გაფუჭებული“ კურსი კი ისევ ინფლაციაზე ახდენს წნეხს“

„გადაჭარბებით იქნა შეფასებული ქართული ეკონომიკის ელასტიურობის შესაძლებლობები და მისი ექსპორტზე გადართვის რეალური უნარი“ ოქტომბრის თვეში საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნდა ფასების საერთო დონის მაჩვენებლები. კერძოდ, ინფლაციის დონე მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლიდან მნიშვნელოვნად გადაიხარა და 6.9% შეადგინა. ინფლაციის კონტექსტში ეროვნული ბანკის პოლიტიკის და არსებული ვითარების შესაფასებლად, „ბანკები და ფინანსები“ ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ეკონომისტ მიხეილ ჭკუასელს ესაუბრა. – ბატონო მიხეილ, საუბარი დავიწყოთ მიმდინარე ...

Read More »

საქართველო მშპ-ს ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის – რა განსხვავებაა ივანიშვილის სტატისტიკასა და ოფიციალურ მონაცემებს შორის

საქართველო მშპ-ს ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის - რა განსხვავებაა ივანიშვილის სტატისტიკასა და ოფიციალურ მონაცემებს შორის

„ეკონომიკური ზრდა 5% იქნება თუ 7%, ეს რეალურ სურათს არ ცვლის, ჩვენ მაინც მოჩანჩალე მდგომარეობაში ვართ“, – ასე პასუხობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ყოფილი პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონში ეკონომიკის ზრდის მიხედვით ლიდერის პოზიციაზეა. ეკონომისტი ამბობს, რომ ლიდერის პოზიციამდე და მდგომარეობის გაუმჯობესებამდე მშპ-ს ორნიშნა მაჩვენებელი გვჭირდება. „ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკის ზრდაში. მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკაში, – ...

Read More »

რამდენად დიდია ჩრ. კორეის ეკონომიკა – ფაქტები არასწორი მონაცემების მიღმა

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, 12 ივნისს გასამართი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის, იძლევა იმის შესახებ იმედის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა დანარჩენი მსოფლიოსთვის საბოლოდ გახდება ღია. ჩრდილოეთ კორეაში სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება 1960 წელს შეწყვიტეს და 4 ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ მწირე ინფორმაცია მოდიოდა ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მონაცემების შესახებ. მონაცემები ძირითადად ყოველწლიური საბიუჯეტო ანგარიშების მიხედვით ხდებოდა ცნობილი. 2000 წელს, ...

Read More »

“აპრილში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5% შეადგინა – ეს არის სწორედ ის შედეგი, რომლისკენაც მივდივართ”

"აპრილში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5% შეადგინა - ეს არის სწორედ ის შედეგი, რომლისკენაც მივდივართ"

აპრილში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5% შეადგინა – ეს არის სწორედ ის შედეგი, რომლისკენაც მივდივართ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „საქსტატმა“ გამოაქვეყნა მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის შესახებ და აპრილის თვეში ეს მონაცემემი 6,5% გამოვიდა. „ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელი შედეგისკენაც ჩვენ მივდივართ და ნამდვილად სასიხარულია ...

Read More »

“მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად გაუმჯობესდა და მშპ-ის 8.7%-მდე შემცირდა”

"მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგრძნობლად გაუმჯობესდა და მშპ-ის 8.7%-მდე შემცირდა"

“მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პოსტ-საბჭოთა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის ქრონიკული პრობლემაა”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც საგარეო წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის თანაფარდობას ასახავს, საგრძნობლად გაუმჯობესდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 8.7 პროცენტამდე შემცირდა. “მინდა შევეხო შევხედოთ მიმდინარე ანგარიშსაც. როდესაც საგარეო სექტორის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ...

Read More »

რამდენად სწორად განსაზღვრავს მშპ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას

რამდენად სწორად განსაზღვრავს მშპ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას

როგორია ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში და ვისზე დაწევის თუ გასწრების საშუალება აქვს საქართველოს უახლოეს 4 წელიწადში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით საქართველო პირველად სამხრეთ კავკასიიის რეგიონში პირველ ადგილზე გავა და სომხეთთან ერთად უკვე აზერბაიჯანსაც უკან ჩამოიტოვებს.  მათივე ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 4 ათას 123 აშშ დოლარს გადააჭარბებს. სავალუტო ფონდის ...

Read More »

როგორია სტაბილურად მზარდი საბანკო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში  

საქართველოში მე-20 საუკუნის 90-იანი წლების კოლაფსის შემდეგ, ქართულ ფინანსურ ბაზარზე საბანკო სექტორი ერთადერთია, რომელმაც სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სათანადოდ შეძლო განვითარება და დროთა განმავლობაში საკუთარი საბაზრო პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 16 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, მაშინ როცა მაგალითად 1995 წელს 102 ბანკი იყო. თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რამაც საბანკო სერვისების ხარისხზე და სისწრაფეზე იქონია დადებითი გავლენა, ასევე საკანონმდებლო ...

Read More »

მანიპულაცია ციფრებით: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის

მანიპულაცია ციფრებით: საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონის ლიდერი არ არის

სომხეთის მშპ აშკარად უფრო მეტად იზრდება, ხოლო თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ერთნაირია მთავრობა ეკონომიკური ზრდის მონაცემებით მანიპულირებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოში არსებულ მდგომარეობას რეგიონში საუკეთესოდ მიიჩნევს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით რეგიონის ლიდერი სომხეთია. 2017 წლის 3 კვარტალში სომხეთის ეკონომიკურმა ზრდამ 5.3%-ს მიაღწია (ოქტომბრის მონაცემები იქ ჯერ დათვლილი არ არის). რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან იანვარ-სექტემბერში მშპ-ს ...

Read More »