Home » Tag Archives: მოწევა

Tag Archives: მოწევა

უნივერსიტეტების ტერიტორიაზე მოწევა შესაძლებელი ხდება

უნივერსიტეტების ტერიტორიაზე მოწევა შესაძლებელი ხდება

რიგი დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა ნაწილობრივ იხსნება. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში შედის. კერძოდ, კანონპროექტის მე-10 მუხლის (თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით; თუმცა ამისათვის დგინდება გარკვეული პირობები, რომლის თანახმად, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია ...

Read More »

“ჩემი ინიციატივა იქნება, მარიხუანას მოწევა 21 წლიდან იყოს ნებადართული და არა 18 წლიდან”

"ჩემი ინიციატივა იქნება, მარიხუანას მოწევა 21 წლიდან იყოს ნებადართული და არა 18 წლიდან"

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარება 21 წლის ასაკიდან უნდა იყოს ნებადართული. მისი თქმით, მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, მკაცრი რეგლამენტაცია უნდა განხორციელდეს. „ჩემი პოზიციაა, უნდა მოხდეს უმკაცრესი რეგლამენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული. იქ არის ძალიან კონკრეტული მინიშნება, როდესაც ადამიანი არის თავისუფალი მანამ, სანამ მესამე პირს მიაყენებს ზიანს. ...

Read More »

კვლევა: მწეველი მშობლების ბავშვებში ფილტვის ქრონიკული დაავადებების რისკი მაღალია

კვლევა: მწეველი მშობლების ბავშვებში ფილტვის ქრონიკული დაავადებების რისკი მაღალია

ახალი კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ არამწეველ ადამიანებში ფილტვებთან დაკავშირებული  სერიოზული დაავადებებით გარდაცვალების რისკი მაღალია, თუკი ისინი მწეველი მშობლების გარემოცვაში გაიზარდნენ. ამის შესახებ BBC წერს. კვლევა ამერიკის კიბოს ასოციაციამ ჩაატარა, რომელშიც 70,900 არამწეველი ზრდასრული ქალი და კაცი მონაწილეობდა. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვობიდან პასიური მწეველობა ავტომატურად ნიშნავს, რომ ყოველწიურად სიგარეტის გამონაბოლქვით გარდაცვლილ 100 ათასს ადამიანს, კიდევ 7 უნდა დაამატონ. სიგარეტის გამონაბოლქვის გამო, ასეთ ბავშვებში გაზრდილია ...

Read More »

მოქალაქეებს თამბაქოს მოწევის კანონდარღვევის შესახებ განცხადების გაკეთება სპეციალური აპლიკაციით შეეძლებათ

მოქალაქეებს თამბაქოს მოწევის კანონდარღვევის შესახებ განცხადების გაკეთება სპეციალური აპლიკაციით შეეძლებათ

აკრძალულ სივრცეებში მოწევის ფაქტის შემთხვევაში მოქალაქეებს კანონდარღვევის შესახებ განცხადების გაკეთება სპეციალური აპლიკაციით შეეძლებათ. აპლიკაცია ამჟამად იქმნება და დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება სმარტფონში ჩასაწერად. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეებმა ფაქტის ამსახველი ფოტო აპლიკაციაში უნდა ატვირთონ, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. აპლიკაციაშივე  შესაძლებელი თამბაქოთი არასათანადო და რეკლამირების ფაქტების ატვირთვაც. ასეთი ტიპის კანონ დარღვევაზე რეაგირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოახდენს. შოთა ხაფავა

Read More »

თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება

თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. ალიანსის წევრების განცხადებით, ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსრობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები. ...

Read More »

მეცნიერებმა მოწევისთვის თავის დანებების საუკეთესო გამოსავალი იპოვეს

მეცნიერებმა მოწევისთვის თავის დანებების საუკეთესო გამოსავალი იპოვეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევისთვის თავის დანებება ერთბაშად ჯობს და არა ნელ-ნელა. ოქსფორდის და ბირმინგემის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კვლევა ჩაატარეს 697 ზრდასრულ მწეველზე, რომლებმაც გადაწყვიტეს მავნე ჩვეევისგან გათავისუფლებულიყვნენ. თამბაქოსთვის თავის საბოლოო დანებება კვლევის დაწყებიდან ორ კვირაში იგეგმებოდა. მოხალისეები შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი გარკვეულ დრომდე ჩვეულ რიტმში ეწეოდა. მეორე ჯგუფის წევრები კი ვალდებულები იყვნენ ერთბაშად შეემცირებინათ სიგარეტის რაოდენობა 75 ...

Read More »