Home » Tag Archives: მოსწავლეები

Tag Archives: მოსწავლეები

მოსწავლეების წიგნების წონა განახევრდა

მოსწავლეების წიგნების წონა განახევრდა

1-ელი-მე-6 კლასების მოსწავლეების წიგნებისა და შესაბამისად, ჩანთების წონა განახევრდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. როგორც უწყების მიერ მოწოდებული დოკუმენტიდან ირკვევა, აქამდე თითო სახელმძღვანელოს წონა 1-ელიდან – მე-4 კლასის ჩათვლით, დაახლოებით 400 გრამამდე იყო, რაც წელს 200 გრამამდე მცირდება. რაც შეეხება მე-5 – მე-6 კლასების ...

Read More »

სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

2018 წლის სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სსიპ მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე გოგონებსა და ბიჭებს შესაბამისად, იგივე სქესის მანდატურები შეამოწმებენ. უფრო კონკრეტულად, „ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ტერმინი „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“, რაც გულისხმობს – იმავე ...

Read More »

მომავალ წელს და იმის შემდეგ წლებში კიდევ უფრო შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები

მომავალ წელს და იმის შემდეგ წლებში კიდევ უფრო შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები

მომავალ წელს და იმის შემდეგ წლებში კიდევ უფრო შემსუბუქდება ჩვენი მოსწავლეების ჩანთები, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს რეგულაციები უკვე მომზადებულია და ამჟამად გამომცემლებთან მიმდინარეობს განხილვა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესში ჩართულია და ახალი წიგნები იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა. „გარდა ამისა, პროგრამების გადამუშავებაზე მოგვიწევს მუშაობა. მე არაერთხელ ...

Read More »

ფინკა ბანკი G-PriEd ის პროექტს შეუერთდა

ფინკა ბანკი G-PriEd ის პროექტს შეუერთდა

USAID-ის დაფინანსებით, საქართველოს დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბიზნესის უნარ-ჩვევებს შეისწავლიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტში ჩართული დაწყებითი სკოლების ქსელის მეშვეობით, G-PriEd-ი და მისი მთავარი პარტნიორი Junior Achievement, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის მონაწილეობით, 39 საპილოტე საჯარო სკოლაში I-VI კლასების მოსწავლეებს ფინანსური წიგნიერების, დასაქმებისთვის მზაობის და მეწრმეობის საფუძვლებს შეასწავლიან. ფინკა ბანკი უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის აქტიური მხარდამჭერია, რადგან ახალი თაობის განათლება, მოტივაცია, ცნობიერების ...

Read More »