შოკოლადის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Mars Inc. გერმანიის ტერიტორიიდან საკუთარ პროდუქციას უკან გაიტანს. მიზეზი ტკბილეულში აღმოჩენილი პლასტმასი გახდა. კომპანია გაიტანს Mars-ის, Snickers-ის, Milky Way-ის ყველა პროდუქტს, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა 2016 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 8 იანვრამდე აქვთ. «გვსურს, თავიდან ავიცილოთ მომხმარებლების მიერ დაწუნებული პროდუქტების მოხმარება», – ნათქვამია ამერიკული კომპანიის განცხადებაში. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება შეეხება მილიონობით შოკოლადის ნაწარმს. 2030.news
Read More »