Home » Tag Archives: მიხეილ თოქმაზიშვილი

Tag Archives: მიხეილ თოქმაზიშვილი

რებუსები ეროვნული ვალუტის ირგვლივ

რებუსები ეროვნული ვალუტის ირგვლივ

ექსპერტები ლარის შემდგომ რყევებს აღარ ელოდებიან დიდი გამყარების შემდეგ ლარი გაუფასურებას განაგრძობს. სავალუტო ბაზარზე აბსოლუტური გაურკვევლობაა. მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნების ვალუტები დასტაბილურდნენ, ხოლო მთავრობა ეკონომიკური წინსვლებით ამაყობს, გაურკვეველია, რა სჭირს ქართულ ვალუტას. რაც ყველაზე ცუდია მოსახლეობაში ლარის მიმართ უნდობლობისა და არასტაბილურობის განცდა მატულობს. ცოტა ხნის წინ, ლარის გაუფასურება მთავრობამ, სახელდახელოდ, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლასა და ფინანსურ ბაზარზე ამ შოკის გამო გირვანქა ...

Read More »

დოლარში გაცემული დეპოზიტების სარგებელი დაეცა

დოლარში გაცემული დეპოზიტების სარგებელი დაეცა

  უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება, ლარში კი იზრდება. მეანაბრეებს, რომლებმაც ლარის დევალვაციის შიშით ეროვნული ვალუტაში გახსნილი ანაბარი დოლარში დააკონვერტირეს ახალი თავის ტკივილი გაუჩნდათ. ისინი შემცირებულ საპროცენტო განაკვეთებს უნდა შეეგუონ, ან კონვერტაცია ახლა ლარში განახორციელონ, თუმცა, ვალუტების წინ და უკან ტრიალით უფრო მეტ ზარალს მიღებენ. რაც შეეხება სესხებს, სპეციალისტები  დოლარში დარეზერვების კოეფიციენტის გაზრდის გამო ამ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეცვალა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეცვალა

 სებ-ის ლარიზაციის ხელშეწყობას ლარის დასუსტებისთ ცდილობს? რეფინანსირების განაკვეთი 7,5%-მდე შემცირდა. თუკი მომდევნო პერიოდში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოცდება სები  ,,იაფი ფულის’’ პოლიტიკას გააგრძელებს, ვიდრე რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს არ მიაღწევს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლარში მოზიდული სახსრების დარეზერვების კოეფიციენტი 10%-დან 5%-მდე შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი 15%-დან 20%-მდე გაიზრდება. ეს პოლიტიკა, სავარაუდოდ, მოკლე პერიოდში, ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარების პროცესს შეაფერხებს. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ...

Read More »

ლარის კურსის დადგენა ბუნდოვან გარემოში ხდება

ლარის კურსის დადგენა ბუნდოვან გარემოში ხდება

რატომ იბლოკება ბლუმბერგის სავალუტო ბაზრის გახსნა ლარის მკვეთრმა გამყარებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა საკითხი, უნდა იყოს თუ არა კურსის განსაზღვრის პროცესი მეტად გამჭვირვალე. ანუ საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტული ბანკი რა მოცულობის ვალუტას ყიდულობს. ეკონომისტები ცალსახად აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია და სპეკულაციების თავიდან აცილება, თუ მსგავსი რამ არსებობს, ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახერხოს. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთ თვეში ლარი ...

Read More »

2015 წელი კომერციული ბანკებისთვის ნახევარ მილიარდზე მეტი მოგებით დასრულდება

2015 წელი კომერციული ბანკებისთვის ნახევარ მილიარდზე მეტი მოგებით დასრულდება

მოგების მკვეთრი ზრდა დარგის განვითარებასთან ერთად ლარის კურსის ცვლილებამაც განაპირობა წლის ბოლოსთვის კომერციული ბანკების წმინდა მოგება ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ეს იქნება მოგების ისტორიული მაქსიმუმი კომერციული ბანკების ისტორიაში. საბანკო სექტორის ფინანსური ინდიკატორების გაანალიზებისას ირკვევა, რომ მოგების მკვეთრი ზრდა ამ დარგის განვითარებასთან ერთად ლარის კურსის ცვლილებამაც განაპირობა. პირველი რეკორდი უკვე დამყარდა. სექტემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 86 მილიონი ლარით გაიზარდა. ...

Read More »

ლარის გაუფასურებით ბანკებმა საოცარი მოგება მიიღეს

ერთ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 85,3 მილიონი ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა პროცენტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა

ერთ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 85,3 მილიონი ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა პროცენტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა. საბანკო სფეროს სპეციალისტთა აზრით, ბანკების რეკორდული მოგება პირდაპირ უკავშირდება ლარის გაუფასურებას. 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებელმა 377 მილიონ ლარს მიაღწია. მთლიანობაში ბანკების შემოსავალი 2,643 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მხოლოდ ერთ თვეში 283-მილიონიანი ზრდა აღინიშნება. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომერციულ ...

Read More »

სახელმწიფო ბიზნესის სერიოზული კონკურენტი გახდა

სახელმწიფო ბიზნესის სერიოზული კონკურენტი გახდა

რატომ არ აფინანსებენ ბანკები სახელმწიფოსგან მიღებული ფულით მცირე და საშუალო ბიზნესს ყოველ წლიურად ფინანსთა სამინისტრო კომერციულ ბანკებისგან ფასიანი ქაღალდების ემისიით ასეულობით მილიონ ლარს სესხულობს. ბიზნესმენები კი წუწუნებენ, რომ მათთვის ფინანსური რესურსი ხელმიუწვდომელია. ბუნებრივია, ბანკს ურჩევნია, ფული ურისკოდ, სახელმწიფოს ასესხოს, ვიდრე რისკიან ბიზნესში დააბანდოს. ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 315 მილიონი ლარით გაიზარდა ...

Read More »