Home » Tag Archives: მეტროპოლიტენი

Tag Archives: მეტროპოლიტენი

მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და სხვა სატრანსპორტო სეგმენტის თანამშრომლები სახელფასო დანამატებსა და გარკვეული სახის შეღავათებს მიიღებენ

მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და სხვა სატრანსპორტო სეგმენტის თანამშრომლები სახელფასო დანამატებსა და გარკვეული სახის შეღავათებს მიიღებენ

“საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ ინფორმაციით, 4-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები უწესდებათ. მათივე ცნობით, შეთანხმება თბილისის მერსა და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს შორის შედგა. საუბარი ეხება, როგორც თბილისის მეტროპოლიტენის, ასევე ავტობუსების და სხვა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების სეგმენტში დასაქმებულების სოციალურ, ეკონომიკურ და შრომით უფლებებს. “აღსანიშნავია, რომ შედეგს წინ უძღოდა 4-თვიანი, აქტიური მოლაპარაკებების პროცესი და რომ არა თბილისის სატრანსპორტო სფეროში განვითარებული ...

Read More »

მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ახალი სამუშაო პირობები დაწესდა

მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ახალი სამუშაო პირობები დაწესდა

რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ მეტროპოლიტენის თანამშრომლებისათვის ახალი სამუშაო პირობები განისაზღვრა, რომლის შესახებაც ,,საქართველოს პტროფკავშირების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა. მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: 4 თვიანი, აქტიური მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგებით დასრულდა. საბოლოო დასკვნით შეხვედრაში მძღოლების და მეტროს პროფკავშირების გამგეობის 30 მდე წევრმა მიიღო მონაწილეობა და კონკრეტული შედეგების გარდა მიიღეს ინფორმაცია სიახლეების შესახებ. რომ არა თბილისის სატრანსპორტო სფეროში განვითარებული სხვადასხვა მოვლენა, ...

Read More »

„3 მაისს, შესაძლოა, მეტრომ მუშაობა შეწყვიტოს და მთლიანად პარალიზებული იყოს“

„3 მაისს, შესაძლოა, მეტრომ მუშაობა შეწყვიტოს და მთლიანად პარალიზებული იყოს“

3 მაისს, დილიდან შესაძლოა თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტოს, – ამის შესახებ მეტროპოლიტენის ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013“-ის წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც პროფკავშირების წევრები აღნიშნავენ, თუ მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება, ისინი ხუთშაბათს, გაფიცვას დაიწყებენ, რაც მეტროპილიტენის პარალიზებას გამოიწვევს. მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიის და მერიის პოზიცია არის, რომ ხელფასების მატება ჯერჯერობით ვერ მოხდება. „სამი დღით ადრე ვაანონსებთ ...

Read More »

მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვით იმუქრებიან

მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვით იმუქრებიან

დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“ მეტროპოლიტენის მუშაკთა ხელფასების გაზრდის მოთხოვნაზე პასუხს 1 მაისამდე დაელოდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხაზის მემანქანემ რატი კაპანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. „მედიაციის ფარგლებში გუშინ თბილისის მერიაში სამხრივი შეხვედრა გაიმართა. კერძოდ, შეხვედრაში მერიის, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა“ და დარგობრივი პროფკავშირის „ერთობა 2013“–ის წევრები მონაწილეობდნენ. ...

Read More »

წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება

წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება

წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს I ხაზზე, („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) პიკის საათებში მცირდება მატარებლების მოძრაობის ინტერვალი. კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს I ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. მატარებლები იმოძრავებენ 3 წუთიანი შუალედით. გარდა ამისა, 30-31 ...

Read More »

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასა და მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ს შორის ინტენსიურად გრძელდება მოლაპრაკებები მემანქანეების მხრიდან დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს რესურსი, იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს კომპრომისი „ერთობა 2013“-თან, რომელიც დააკმაყოფილებს, როგორც მემანქანეებს, ასევე არ დააზარალებს კომპანიას და არ გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შეფერხებას. აქედან გამომდინარე, შემათანხმებელი პროცედურების გაგრძელების მიზნით, კომპანიამ მიმართა ...

Read More »

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენი მგზავრებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენი მგზავრებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება. მეტროპოლიტენი 04:00 საათამდე იმუშავებს. მგზავრებს გადაადგილება 23:00 საათიდან 04:00 საათამდე უფასოდ შეეძლებათ. წყარო: www.interpressnews.ge

Read More »