Home » Tag Archives: მესტია

Tag Archives: მესტია

დავით ნარმანია – ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის

დავით ნარმანია - ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის

ცუდია, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განუცხადა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, ნარმანია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს მოსახლეობამ, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა შესაძლებლობა სვანეთში ინვესტირების და ქსელის შეცვლის, რაც ქსელის მზარდი დატვირთვის პირობებში პრობლემაა. ...

Read More »

ნენსკრა ჰესის პროექტმა მესტიის მუნიციპალიტეტს მიკროავტობუსი HYUNDAI H-350 Bus გადასცა

ნენსკრა ჰესის პროექტის ინიციატივით შექმნილი «თემის განვითარების პროგრამის» ფარგლებში კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტს 16-ადგილიანი მიკროავტობუსი HYUNDAI H-350 Bus გადასცა, რომელიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მოსახლეობის სპეციალურ საჭიროებებს (საბავშვო ექსკურსიები და ა.შ.) დააკმაყოფილებს. რამდენიმე კვირით ადრე ამავე პროგრამის ფარგლებში ნენსკრასა და ნაკრას ხეობების სკოლებს – სპორტული ინვენტარი და კომპიუტერები, ხოლო საბავშვო ბაღებს სამზარეულო აღჭურვილობა და სათამაშოები გადაეცათ. «თემის განვითარების ...

Read More »

მესტიის მუნიციპალიტეტს განახლებული სპორტსკოლა ექნება

მესტიის მუნიციპალიტეტს განახლებული სპორტსკოლა ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მულახის თემში (რომელშიც  11 სოფელი შედის და  ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) სპორტის სხვადასხვა სახეობით 100-ზე მეტი ბავშვია დაკავებული. ერთსართულიანი შენობა რომელშიც ისინი ვარჯიშობენ (ყოფილი ფერმის შენობა),  სრულიად ამორტიზებულია და  არ აკმაყოფილებს სპორტსკოლისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. პროექტი ითვალისწინებს: ...

Read More »

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17 %-ით გაიზარდა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17 %-ით გაიზარდა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17 %-ით გაიზარდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც თავის მხრივ იანვარ-მაისის პერიოდს მოიცავს, 5 თვის განმავლობაში მესტიის აეროპორტი  1197 მგზავრს მოემსახურა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-იან ზრდას შეადგენს. საერთო ჯამში, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპროტში, 2016 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი ...

Read More »

ნატახტარისა და ქუთაისის აეროპორტებიდან მესტიის მიმართულებით ახალი ავიარეისები შესრულდება

ნატახტარისა და ქუთაისის აეროპორტებიდან მესტიის მიმართულებით ახალი ავიარეისები შესრულდება

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს – 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი – ქუთაისისა და ქუთაისი – ნატახტარის მიმართულებით. რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ შეასრულებს ახალი 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი – მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია „Vanilla Sky”-ში. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის იქნება 50 ლარი, ბავშვებისთვის – 35 ...

Read More »

„გარდიანმა“ 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში საქართველოც შეიყვანა

„გარდიანმა“ 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში საქართველოც შეიყვანა

გამოცემა „გარდიანმა“ 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებათა სიაში საქართველოც შეიყვანა. როგორც გამოცემა წერს, 25 წლის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო თავგადასავლების მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მიმართულებაა. „საქართველოს ევროპის ქვეყნებთან შედარებით მცირე რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს, თუმცა სანახავად გთავაზობთ გაცილებით მეტს. ფრენა იაფია და „პეგასუსის“ თვითმფრინავით ბათუმის გავლით შეგიძლიათ კავკასიის მთებში მარტივად მოხვდეთ“, – ამბობს Imaginative Traveller-ის წარმომადგენელი ჰელენ იონგმენი. ...

Read More »

მესტიის რაიონში “ნენსკრა ჰესის” მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

დღეს მესტიის რაიონში "ნენსკრა ჰესის" მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინსიტრმა კახა კალაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაზემ და კორეული კომპანია K-Water-ის წარმომადგენლებმა „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ჩაუყარეს საფუძველი. “პროექტის საინვესტიციო მოცულობა პრაქტიკულად ერთ მილიონ დოლარს აღწევს. ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიან პერიოდში. პროექტში ჩვენი პარტნიორი გახლავთ კორეული წყლის სახელმწიფო კომპანია “ქეი ვოთერი” (K water), ხოლო საბანკო კომპონენტში ჩვენი ...

Read More »