Home » Tag Archives: მერია

Tag Archives: მერია

2020 წლის დასაწყისიდან თბილისში მგზავრებს ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება

2020 წლის დასაწყისიდან თბილისში მგზავრებს ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება

მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს. კახა კალაძემ ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. კახა კალაძემ, დღეს თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აქამდე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, რადგან კომპანია „სისტრას” კვლევის შედეგებს ელოდა. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი მნიშვნელოვანია. „აქამდე ჩვენი პოზიცია მიკროავტობუსებთან დაკავშირებით არ ...

Read More »

“შტადლერის” ქარხნის მშენებლობაზე ხელშეკრულებას მერია, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გააფორმებს

"შტადლერის" ქარხნის მშენებლობაზე ხელშეკრულებას მერია, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გააფორმებს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ მამუკა კობახიძესთან ერთად, მატარებლების მწარმოებელ შვეიცარულ კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „შტალდერის“ წარმოების განხორციელების დეტალებსა და მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „რამდენიმე თვის წინ, თბილისის მერიამ კომპანია „შტადლერთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში „შტადლერის“ წარმოების განხორციელება განიხილება. ეს არის კომპანია, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტს აწარმოებს. დღეს კომპანიის ხელმძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ...

Read More »

თბილისში პარკირების გადასახადის გაზრდა გარდაუვალია

თბილისში პარკირების გადასახადის გაზრდა გარდაუვალია

ოგბაიძე: “არ ვამბობ, რომ ეს მოხდება დღეს, მაგრამ აქამდე აუცილებლად მივალთ” თბილისში პარკირების გადასახადი გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც არის მითითებული, რომელიც მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გუშინ გადაუგზავნა. მოხდება ქალაქში ზონირება და დაწესდება საათობრივი გადასახადი. ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდებათ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მანქანის გაჩერება მოქალაქეებს და იქნება თუ არა მათთვის უარესი პირობები, ვიდრე “სითი პარკის” დროს იყო. მიწათმოქმედების გენერალურ ...

Read More »

თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, ინვესტორებს მიწის ნაკვეთს 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცემს

თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, ინვესტორებს მიწის ნაკვეთს 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცემს

თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით განმეორებით აცხადებს ინტერესთა გამოხატვას იმ პროექტებზე, როგორიცაა – ვაგზლის მოედნის მეტროს, ვარკეთილის მეტროს და გეგეშიძის სკვერის ტერიტორიები. ამასთან, მერია მზადაა, ინვესტორებს მიწის ნაკვეთი 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადასცეს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ადგილები ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა და სწორედ ის ადგილებია, სადაც მოსახლეობის მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ...

Read More »

მერიამ დედაქალაქის გენგეგმა მიიღო

მერიამ დედაქალაქის გენგეგმა მიიღო

თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტთან“ ერთად დედაქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს გადაეგზავნა. „ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი. თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით- ...

Read More »

მერია თბილისის ანძაზე საკვები და გასართობი ობიექტების განთავსებას გეგმავს

მერია თბილისის ანძაზე საკვები და გასართობი ობიექტების განთავსებას გეგმავს

დედაქალაქის მერია თბილისის ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირებას გეგმავს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ობიექტის შესწავლა უკვე დასრულებულია. მისი განმარტებით, ამ დროისთვის ანძის მოდიფიცირებისთვის სამ შესაძლო ვარიანტზე მსჯელობენ. ერთ-ერთი ვერსია ანძაზე დამატებითი ელემენტის დაშენებას გულისხმობს, რომელზეც საკვები და გასართობი ობიექტები იქნება განთავსებული.

Read More »

კალაძე – მერია დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებთან ბრძოლას იწყებს

კალაძე – მერია დაუსრულებელი შენობა-ნაგებობებთან ბრძოლას იწყებს

დედაქალაქის მერია და მთავრობა დაუსრულებელი შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძემ საკუთარ მოადგილეს დაავალა, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. „უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დაუსრულებელი შენობა-ნაგებობების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. ყველა რაიონშია ასეთი შენობა-ნაგებობები, რაც ერთის მხრივ, ქალაქის იერსახის დამახინჯების თვალსაზრისით წარმოადგენს ...

Read More »

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება

თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განიხილავს და არც გეგმავს. ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, მოსალოდნელია ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის მატება, სრული დეზინფორმაციაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ასევე, გაუგებარია ამ მცდარი ვარაუდის დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან.ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აცხადებს

თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განიხილავს და არც გეგმავს. ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, მოსალოდნელია ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის მატება, სრული დეზინფორმაციაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ასევე, გაუგებარია ამ მცდარი ვარაუდის დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან.ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აცხადებს თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ცნობით,თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით ...

Read More »

თბილისის განვითარების ფონდი დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის განვითარების ფონდი დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის განვითარების ფონდი დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარდაფის სარესტავრაციო სამუშაოები; ფასადის მომზადება სამღებრო სამუშაოებისთვის; ...

Read More »

“ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ”

"ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ"

ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძემ მერიაში აიყვანა მრჩევლები, რომელთა ანაზღაურება 4 000-5 600 ლარია, 60 ათასი დოლარი კი რეკლამაზე იხარჯება. კალაძის თქმით, ვინ იქნება მისი მრჩეველი, ამას თავად წყვეტს და არა საკონკურსო კომისია. „ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ...

Read More »