თბილისში მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადა აშენდება. შესაბამისი ტენდერი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 3 თებერვალს იწყება და 8 თებერვალს სრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ესტაკადის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 307 727 ლარს შეადგენს და მისი მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან, 180 დღეში უნდა დასრულდეს. დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ...
Read More »