Home » Tag Archives: მარკირება

Tag Archives: მარკირება

მარკირების საფასურს მომავალ წელსაც სახელმწიფო გადაიხდის

მარკირების საფასურს მომავალ წელსაც სახელმწიფო გადაიხდის

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაფარავს. ამის შესახებ საქმის კურსს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. კომპანია SICPA Security Solutions SA-თან დადებულ ხელშეკრულებას ვადა 1 იანვარს გასდიოდა. კომპანია არაალკოჰოლური სასმელების მარკირებას 2016 წლიდან ახორციელებს. უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ მარკირების ღირებულება, რომელიც ჯამურად, დაახლოებით, 5-6 მლნ ლარია, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს. ამასთან, უალკოჰოლო სასმელების ...

Read More »

თემურ ჭყონიამ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

თემურ ჭყონიამ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ უალკოჰოლო სასმელების მარკირების განმახორციელებელ კომპანია ,,სიქპას” წინააღმდეგ ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა. როგორც მან ,,საქმის კურსთან” განაცხადა, სასამართლოში სარჩელის შეტანის წინაპირობა დაუმარკავ პროდუქციაზე საჯარიმო სანქციების დაწესება გახდა. როგორც ბიზნესმენი განმარტავს, მარკირებული პროდუქციის შესახებ სახელმწიფოსა და მარკირების განმახორციელებელ კომპანია ,,სიქპას” განსხვავებული მონაცემები აქვს, რაც სრულიად ალოგიკური საკითხია. ,,საჯარიმო სანქციები დაგვიწესეს პროდუქციაზე, რომელიც ...

Read More »

საქართველოში ნებაყოფლობითი ეკო მარკირების სისტემა დაინერგება

საქართველოში ნებაყოფლობითი ეკო მარკირების სისტემა დაინერგება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში ნებაყოფლობითი ეკოლოგიური მარკირების სისტემა დაინერგება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ეკომარკირება, რომლის მიზანია ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ზრდისა და ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა. ასევე, საზოგადოებისთვის ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ...

Read More »

თემურ ჭყონია: ბიზნესმენებს მეგობრობა არ სჭირდებათ, ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა

თემურ ჭყონია: ბიზნესმენებს მეგობრობა არ სჭირდებათ, ბიზნესს სჭირდება სტაბილურობა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია, ტელემაუწყებლობა “მაესტროს” გადაცემაში “ბიზნეს კონტაქტი” მარკირების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, შვეიცარიული კომპანია, რომელმაც პროდუქციის აღრიცხვა უნდა აწარმოოს, “იმაზე მეტ პროდუქციას მარკავს, ვიდრე ბიზნესმენები უშვებენ, ან პირიქით, ბიზნესმენები იმაზე მეტ პროდუქციას უშვებენ, ვიდრე კომპანია მარკავს”. “ჩვენს კეთილსინდისიერებაში ეპარებათ ეჭვი და აქედან გამომდინარე, შვეიცარიული კომპანია მოიწვიეს, რათა ჩვენ დაგვითვალონ პროდუქცია. და რა მოხდა, იცით? არცერთი ციფრი არ ემთხვევა. ჩვენ ...

Read More »

ქამრების შემოჭერის ფონზე, ხადური ბიუჯეტიდან მარკირებაში ყოველწლიურად 6 მილიონის გადახდას აპირებს

ქამრების შემოჭერის ფონზე, ხადური ბიუჯეტიდან მარკირებაში ყოველწლიურად 6 მილიონის გადახდას აპირებს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან ძალაში შევა უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების წესი. შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან შვეიცარიულ კომპანია „სიქპას“ ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონ ლარს გადაუხდის. ახალი რეგულაციის პროექტი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიგეგმა და 2012 წლიდან უნდა დაწყებულიყო. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეგულირების ამოქმედება შეაჩერა. მაშინ ბევრი განცხადება კეთდებოდა წინა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლასა და კორუფციულ გარიგებებზე და ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროში არ იციან, რა დაუჯდება ბიჯეტს უალკოჰოლო სასმელების მარკირება

ფინანსთა მინისტრმა უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების გადაწყვეტილება მიიღო და რეგულირების საფასურის გადახდას სახელმწიფოს ფულით აპირებს. 1 ნოემბერს მრიცხველი ჩაირთვება, მინისტრს და სამინისტროს კი ჯერ არ დაუთვლიათ, სავარაუდოდ რამდენს გადაიხდის შემოსავლების სამსახური ერთი წლის განმავლობაში. მეწარმეები ახალი რეგულაციის შემოღებას კვლავ აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მარკირების საფასური დამოკიდებულია მარკირებული პროდუქციის რაოდენობაზე, გამომდინარე აქედან, შეუძლებელია ზუსტი თანხის დასახელება. „მარკირების ...

Read More »

„ზედაზენმა” პრინციპს უღალატა და შეთანხმებას გადაუხვია”

„ზედაზენმა" პრინციპს უღალატა და შეთანხმებას გადაუხვია"

კომპანია „ზედაზენმა” პრინციპს უღალატა და შეთანხმებას გადაუხვია. ამის შესახებ განცხადებას ბიზნესმენი თემურ ჭყონიააკეთებს. ასე შეაფასა ბიზნესმენმა გუშინდელი ფაქტი, როდესაც  „ზედაზენის” ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოინახულა. შეხვედრაზე „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა განაცხადა, რომ ქარხანა ტექნიკურად მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაექვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები. „მომსახურებას გაგვიწევს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაქირავებული კომპანია, ხოლო ...

Read More »

ჭყონია თოფაძეზე: პარლამენტარს ასეთი შეხედულება რომ აქვს, იმიტომაცაა ეკონომიკა დანგრეული

ჭყონია თოფაძეზე: პარლამენტარს ასეთი შეხედულება რომ აქვს, იმიტომაცაა ეკონომიკა დანგრეული

ბიზნესმენი თემურ ჭყონია გოგი თოფაძის განცხადებას, რომ “მარკირება რომ იყოს კარგია, რომ ვინმემ არ იმაიმუნოს” კომენტარს უკეთებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნესზე და ეკონომიკაზე, მსგავსი ტერმინოლოგიით საუბარი არ შეიძლება. “გოგი თოფაძეს დასამარკი არაფერი აქვს და დაეთანხმება სავალდებულო მარკირებას, აბა რას იზამს. როცა ამ დონეზე დადის პარლამენტის წევრის შეხედულება, ამიტომაცაა ჩვენი ეკონომიკა ასეთ დანგრეულ და სავალალო მდგომარეობაში. როგორ შეიძლება საქართველოს ეკონომიკაზე ...

Read More »