Home » Tag Archives: ლია ელიავა (page 4)

Tag Archives: ლია ელიავა

,,ბიზნესმენებს თავიანთი კაპიტალი საქართველოდან გააქვთ, რაც სავალუტო კურსის ვარდნის მიზეზი ხდება”

,,ბიზნესმენებს თავიანთი კაპიტალი საქართველოდან გააქვთ, რაც სავალუტო კურსის ვარდნის მიზეზი ხდება"

,,ეროვნულ ბანკს არ გააჩნია სავალუტო პოლიტიკა და არ აქვს გეგმა იმისა, თუ როგორ შეუწყოს ხელი ლარის მეტ-ნაკლებ სიმყარეს” ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნასა და მოსალოდნელ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისზე, ექსპერტი ფულად-საკრედიტო საკითხებში, ლია ელიავა საუბრობს. -ქალბატონო ლია, დღეს მთელი საქართველო ლარის კურსის კატასტროფულ დაცემაზე საუბრობს. ზოგიერთი ამას მეზობელ ქვეყნებში, ზოგადად კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით ხსნის. ხოლო, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელს საქართველოს მთავრობისკენ იშვერს ...

Read More »

ეკონომიკისთვის ყველაზე რთული წელი ბანკებისთვის წარმატებული აღმოჩნდა

ეკონომიკისთვის ყველაზე რთული წელი ბანკებისთვის წარმატებული აღმოჩნდა

  2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი საბანკო სექტორია. ეკონომიკის ვარდნასა და ეროვნული ვალუტის დევალვაციას კომერციულ ბანკებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ეროვნულ ბანკს დეკემბრის საბოლოო მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ბოლო კვარტლების ტენდენციით, წლევანდელ წელს ეს სექტორი, სავარაუდოდ, რეკორდული რაოდენობის მოგებით დაასრულებს. მიუხედავად გაცვლითი კურის ცვლილების ეფექტით გამოწვეული შეზღუდვებისა, საბანკო სექტორი დამაჯერებელი ნაბიჯებით განაგრძობს ზრდას და ერთი წლის განმავლობაში კომერციული ...

Read More »

ონლაინ სესხების ველური ბაზარი იზრდება

ონლაინ სესხების ველური ბაზარი იზრდება

  “ბაზარი არის უკონტროლო, შესაბამისად, იგი ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის საზიანოა” ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების მატებას ეკონომისტები საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას საკრედიტო საქმიანობის შესახებ კანონის სასწრაფოდ მიღებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, ასეთი ორგანიზაციების მომრავლება არც ქვეყნის ეკონომიკას და მით უფრო, არც გაღატაკებულ მოსახლეობას არ წაადგება. ონლაინ სესხების გამცემი საკრედიტო ორგანიზაციები ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდნენ. მათი გაცემული პირველი კრედიტი უპროცენტოა და ...

Read More »

ქადაგიძემ მიზნობრივ ინფლაციას ისევ ააცილა

ქადაგიძემ მიზნობრივ ინფლაციას ისევ ააცილა

ეროვნული ბანკის პროგნოზი კიდევ ერთხელ არ გამართლდა ეროვნულ ბანკს ინფლაცია გაექცა. “ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი” უწყება მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოებას მომავალი წლის მეორე ნახევარში ელოდება. თუმცა, ეკონომისტები ეჭვობენ, რომ სებ-ის პროგნოზი ამჯერად მაინც გამართლდეს, ვინაიდან უკვე რამდენიმე წელია თარგეთირებული ინფლაციის მაჩვენებელი ან დეფლაციის მსხვერპლი ხდება, ან ისევ მკვეთრი ინფლაციის. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკი ვერც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას ართმევს თავს.   მთელი ...

Read More »

უცხოურ ბანკებს საქართველოს ოლიგოპოლიური ბაზარი აშინებთ

უცხოურ ბანკებს საქართველოს ოლიგოპოლიური ბაზარი აშინებთ

უცხოური ფინანსური ინსტიტუტების შემოყვანაზე მხოლოდ დაპირებებია ,,საქსო ბანკი’’ საქართველოში ფილიალის გახსნას არ აპირებს. ქვეყანაში არც ყოფილი პრემიერის მიერ დაპირებული უდიდესი საინვესტიციო ჯგუფი ,,ჯიპი მორგანი’’ შემოსულა. სპეციალისტების განცხადებით, საქართველოს პატარა და ოლიგოპოლიური ბაზარი უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ჯერჯერობით, საინტერესო არ არის, შესაბამისად რომელიმე მათგანის ფილიალით შემოსვლაზე საუბარი მხოლოდ თავის მოტყუებაა. ცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური კომპანია ...

Read More »

ეროვნული ბანკის უშედეგო პოლიტიკა გრძელდება

ეროვნული ბანკის უშედეგო პოლიტიკა გრძელდება

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე საპროცენტო განაკვეთები კლებულობს გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა. ამას შედეგად უნდა მოჰყვეს ეროვნულ ვალუტაში – ლარში – საბანკო სესხების შემცირება და ლარის თვითღირებულების გაზრდა, რაც, ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდას კი შეაფერხებს, მაგრამ ფასების ზრდის შეკავების უპირობო მექანიზმი იქნება. მაგრამ, თეორია ყოველთვის და ყველგან ერთნაირად ...

Read More »

ლარის გაუფასურებით ბანკებმა საოცარი მოგება მიიღეს

ერთ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 85,3 მილიონი ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა პროცენტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა

ერთ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 85,3 მილიონი ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა პროცენტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა. საბანკო სფეროს სპეციალისტთა აზრით, ბანკების რეკორდული მოგება პირდაპირ უკავშირდება ლარის გაუფასურებას. 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებელმა 377 მილიონ ლარს მიაღწია. მთლიანობაში ბანკების შემოსავალი 2,643 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მხოლოდ ერთ თვეში 283-მილიონიანი ზრდა აღინიშნება. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომერციულ ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, ლარს ახალი დარტყმა მიაყენოს

ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, ლარს ახალი დარტყმა მიაყენოს

გაიზრდება თუ არა სესხების ნაწილზე დარეზერვების მოთხოვნა წინა კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის სესხების ნაწილზე დარეზერვების მოთხოვნის გაზრდა დაიწყო. ეს ინფორმაცია არაფიციალურად დაადასტურეს საბანკო წრეებში, თუმცა ისინი ღიად საუბარს ერიდებიან. საბანკო წრეებში ამ საკითხზე არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები ასეთი მოთხოვნის ალბათობას დასაშვებად მიიჩნევენ, ვინაიდან ლარის კურსის გაუფასურებამ ბანკების კლიენტების გადახდისუნარიანობის რისკი გაზარდა. საბანკო სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ ...

Read More »

ლია ელიავა : ლარის გაუფასურებას განაპირობებს პანიკა და სავალუტო სპეკულაციები

ლია ელიავა : ლარის გაუფასურებას განაპირობებს პანიკა და სავალუტო სპეკულაციები

„ივერიონს“ მოსალოდნელ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისზე და ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნაზე ესაუბრება ექსპერტი ფულად-საკრედიტო საკითხებში ქ-ნი ლია ელიავა. -ქალბატონო ლია, რა მდგომარეობაშია დღეს ლარი და რა ელის მას მომავალში? -ლარი დღეს  მხარდაჭერის გარეშეა მიტოვებული,  ამიტომ, მისი ვარდნა  საკმაოდ  მძიმე და ღრმაა, სხვა მეზობელ ვალუტებთან შედარებით. ეროვნულმა  ბანკმა მხარი არ დაუჭირა  ლარს და არ აამოქმედა მონეტარული  პოლიტიკა, რათა  საქართველოდან არ გაქცეულიყო კაპიტალი. დღეს  ლარი ...

Read More »

ლია ელიავა – საბანკო ზედამხედველობა ახალი სტატუსით წარმატებულად იმუშავებს

“ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გადაიქცა ბანკების მომსახურების სააგენტოდ” საშემოდმოგომო სესიის გახსნისთანავე პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო ვეტოს დაძლევის პროცედურების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. დეპუტატებმა არ გაითვალისწინეს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და პრეზიდენტის ვეტო 81 ხმით დაძლიეს. ვეტოს დაძლევისა და საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის მომავალ ტენდენციებზე და აღნიშნული საკითხების ეროვნულ ვალუტის კურსზე გავლენის შესაძლებლობებზე საუბრობს საბანკო ექსპერტი ლია ელიავა. – ვეტოდადებულ კანონთან დაკავშირებით, საკმაოდ ...

Read More »