Home » Tag Archives: ლევან ქისტაური

Tag Archives: ლევან ქისტაური

განათლების სისტემის ხარვეზები უმუშევრობის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

განათლების სისტემის ხარვეზები უმუშევრობის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

არ არსებობს ქვეყანაში სტრუქტურა, რომელიც ზუსტად იტყვის, რამდენი დიპლომიანი ადამიანია დღეს ქვეყანაში, სამაგიეროდ  სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვეუბნება, რომ  2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა საქართველოში 0.1%-ით გაიზარდა და 14%-ს შეადგენს. ანუ საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს დასაქმებულთა რიცხვი 1,706 მილიონ ადამიანს შეადგენდა, 2018 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 1,666 მილიონამდე შემცირდა. აქედან 880 000 თვითდასაქმებულია, 280 ათასი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული. ...

Read More »

თვითდასაქმებულები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან  უნდა გამოვიდნენ

თვითდასაქმებულები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან  უნდა გამოვიდნენ

ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობისთვის თვითდასაქმებულებმა საკუთარი შემოსავლების ლეგალიზაცია მოახდინონ სახელმწიფოს ბრძოლა ჭარბლავიანობის წინააღმდეგ გრძელდება. ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თამაშის ახალი წესები, რომლებიც ბანკებს უწესდებათ, ბაზარზე სამართლიან გარემოს შექმნის და დაასრულებს იმ პრაქტიკას, რომელმაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი “შავ სიაში გადაისროლა”. “დღეს ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ...

Read More »

სავალუტო ფონდმა მდიდრების უფრო მეტად დაბეგვრას მწვანე შუქი აუნთო

სავალუტო ფონდმა მდიდრების უფრო მეტად დაბეგვრას მწვანე შუქი აუნთო

რამდენად არის საქართველოსთვის პროგრესული გადასახადების არსებობა მიზანშეწონილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მდიდრებისთვის მაღალი გადასახადების დაწესება შეამცირებს უთანასწორობის დონეს ისე, რომ ამას უარყოფითი გავლენა არ ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. ეს დასკვნა ვაშინგტონის სავალუტო ფონდის ნახევარწლიანი ფისკალური მონიტორინგის მიხედვით დაიდო და დაინგრა ის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც თუ დასავლეთის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები მდიდრების ტოპ 1%-ს უფრო მეტად დაბეგრავენ, ეკონომიკური ზრდა შეფერხდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ...

Read More »

ლარის გაუფასურებას ფუნდამენტურ ეკონომიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს

ლარის გაუფასურებას ფუნდამენტურ ეკონომიკურ პროცესებთან კავშირი არ აქვს

ზაფხულის სეზონზე სტაბილურობის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ სექტემბრის დასაწყისიდანვე მერყეობა დაიწყო. ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რყევა კი ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში განიცადა და თითქმის 10 პუნქტით გაუფასურდა. ლარის მკვეთრ გაუფასურებას გამოხმაურება მოჰყვა სამთავრობო წრეებშიც. როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ლარის ბოლოდროინდელი რყევები დროებითი ფაქტორებით იყო განპირობებული და სეზონურ პერიოდს უკავშირდებოდა, ასევე, ფინანსთა მინისტრის შეფასებითვე, მთავრობამ მრავალჯერ ...

Read More »

ეროვნული ბანკი ინფლაციასთან გასამკლავებლად მზად არის – ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

ეროვნული ბანკი ინფლაციასთან გასამკლავებლად მზად არის - ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეროვნულ ბანკს ეკისრება ინფლაციის კონტროლი გახლავთ. ცენტრალურ ბანკს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების საშუალებით, შეუძლია აკონტროლოს ქვეყანაში ფასების დონე. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა საშუალებას იძლევა კონტროლი გაუწიოს ეკონომიკაში საპროცენტო განაკვეთებს, ანუ ფულის ფასს. ფასების სტაბილურობას ეროვნული ბანკი ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედებით ახორციელებს. უფრო კონკრეტულად, როდესაც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირება ხდება ეს ხელს უწყობს ფასების ზრდას, ...

Read More »

მერაბ კაკულია: დროა, ჩამოყალიბდეს ფინანსური ჰოლდინგების ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი

მერაბ კაკულია: დროა, ჩამოყალიბდეს ფინანსური ჰოლდინგების ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი

„თუ ჩვენ შევხედავთ იმ მსხვილი კომერციული ბანკების ბალანსებს, რომლებიც არაპროფილური აქტივების ფაქტობრივ ფლობასა და მართვაშია „ეჭვმიტანილი”, ვნახავთ, რომ ასეთი აქტივები უკვე კარგა ხანია ბანკებისგან გამოცალკევდა და ფინანსურ ჰოლდინგებს გადაეცა…. ემპირიულ დონეზე საკმაოდ ძნელია ერთ ჰოლდინგში შემავალ ბანკებსა და არასაბანკო კომპანიებს შორის რაიმე ექსკლუზიური ურთიერთობის (აფილირების) გამოვლენა, რაც აღნიშნულ კომპანიებს არსებით კონკურენტულ უპირატესობებს მიანიჭებდა, თუმცა სხვადასხვა ფორმით აფილირების დანახვა მაინც შეიძლება”- ...

Read More »

ბოლოდროინდელი სავალუტო რყევები განგაშის საფუძველს არ იძლევა

ბოლოდროინდელი სავალუტო რყევები განგაშის საფუძველს არ იძლევა

ექსპერტები ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ ლარის კურსის საკითხი ქვეყანაში კვლავ აქტუალურია. ივნისის დასაწყისიდან ლარის კურსმა დოლარის მიმართ კვლავ გაუფასურება დაიწყო, მას შემდეგ რაც 2016 წლის თებერვლიდან ივნისამდე ლარი დოლარის თანაფარდობა 2,48-დან 2,12-მდე შემცირდა. ივნისში დაწყებულმა გაუფასურებამ საზოგადოებაში მცირე პანიკაც გამოიწვია, რადგან უკვე 27 ივნისის მდგომარეობით ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.38 ლარს მიაღწია. თუმცა ბოლო კვირის მანძილზე ქართული ეროვნული ვალუტა სტაბილურობით ...

Read More »

„ეკონომიკური კვლევის ცენტრი“ (ICER) სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლებს ეხმაურება

„ეკონომიკური კვლევის ცენტრი“ (ICER) სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლებს ეხმაურება

როგორც ICER-ის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა განაცხადა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარი-ივნისის პერიოდის შემოსულობებმა 4 428 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გეგმიური მაჩვენებლის 95,5%-ია. ცნობისათვის, 2015 წლის ანალოგიური პერიოდის შესრულების მაჩვენებელი 105,7%-ს შეადგენდა. ლევან ქისტაურის განმარტებით – „შემოსულობები შედგება შემოსავლებისაგან, არაფინანსური აქტივების კლებისგან, ფინანსური აქტივების კლებისგან და ვალდებულებების ზრდისგან.ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთში არავურიოთ შემოსავლები და შემოსულობები.აღნიშნულ მუხლებში უკეთ ...

Read More »

წლის ბოლოსთვის ლარის კურსი 1,8-1,9 ნიშნულის ფარგლებში უნდა გამყარდეს

წლის ბოლოსთვის ლარის კურსი 1,8-1,9 ნიშნულის ფარგლებში უნდა გამყარდეს

  ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას ისევ აფერხებს. წინა კვირას, სებ-მა ორ დღეში, ზედიზედ ბაზრიდან 63,350 მილიონი დოლარი ამოიღო. შედეგად ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 2,11 ნიშნულამდე ჩამოსული ლარის კურსი, ისევ 2,1274 ნიშნულამდე შეინარჩუნა. მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელსაც კრედიტი დოლარში აქვს, ეროვნული ბანკის ასეთი პოლიტიკა სულაც არ ხიბლავს, ეკონომისტები კი სავალუტო ბაზარზე სებ-ის ჩარევას დადებითად აფასებენ. ლარის რევალვაცია თებერვლის ბოლოდან დაიწყო. მარტში ლარი ...

Read More »

გზა ევროპისკენ: ეკონომიკური მოლოდინები, რეალობა და პერსპექტივები

გზა ევროპისკენ: ეკონომიკური მოლოდინები, რეალობა და პერსპექტივები

ლევან ქისტაური, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი,  ეკონომიკური კვლევის ცენტრის პრეზიდენტი  ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევს. ევროპისკენ სწრაფვას და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია და აღნიშნულის მიზეზებზე აქ არ შევჩერდებით. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაცია და აქედან გამომდინარე არსებული რეალობა, მოსალოდნელი სიკეთე და გამოწვევა იქნება. 2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ...

Read More »