Home » Tag Archives: ლევან კობიაშვილი

Tag Archives: ლევან კობიაშვილი

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება, მანამდე კი საქართელოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს სამხარეო ადმინისტრაციის და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთან  ერთად სტადიონი ადგილზე დაათვალიერა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, დღეს შეხვედრა სფფ-ს სტადიონების განყოფილების უფროსთან მამუკა კვარაცხელიასთან შედგა, ...

Read More »

გორში ბავშვთა საფეხბურთო სკოლები გაიხსნა

გორში ბავშვთა საფეხბურთო სკოლები გაიხსნა

29 ოქტომბერს გორში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გორის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები გაიხსნა, რომელიც ამეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის 5 თემის ასზე მეტ ბავშვს აერთიანებს. სამომავლოდ, საფეხბურთო სკოლები მუნიციპალიტეტის 22-ვე თემში გაიხსნება, სადაც 1500-მდე ადგილობრივიახალგაზრდა ფეხბურთელი შეძლებს სისტემატურად ივარჯიშოს. საფეხბურთო სკოლების გახსნის ცერემონიას, ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სფფ-ის რეგიონულიფეხბურთის განვითარების სამსახურის უფროსი გოჩა თამაზაშვილი ...

Read More »

“წინა ხელმძღვანელების არასწორმა მენეჯმენტმა მძიმე ფინანსური მემკვიდრეობა გვარგუნა”

"წინა ხელმძღვანელების არასწორმა მენეჯმენტმა მძიმე ფინანსური მემკვიდრეობა გვარგუნა"

თი თვე გავიდა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალი გუნდი მოვიდა, რა შეიცვალა ამ ათ თვეში – ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე, ასაკობრივი ნაკრებების თავკაცები, ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი და გუნდების რაოდენობა დაწყებული უმაღლესი ლიგიდან დამთავრებული ბავშვთა ლიგებამდე. Worldsport.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ესაუბრა. ფეხბურთი ისეთი თემაა, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ შეეხები და არ გწყინდება საუბარი, მითუმეტეს ისეთ კაცთან, რომელიც რეკორდსმენია ...

Read More »

“პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს ექნება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი”

"პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს ექნება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი"

დღეს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარადგინა. 51 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა. ლევან კობიაშვილი: “წარმოგიდგენთ ჩვენი ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს. მოგახსენებთ, თუ რატომ შევაჩერეთ არჩევანი ვაისზე. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენი მოლაპარაკებები თვენახევარი ...

Read More »

ვითიბი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. ბანკსა და  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება უკვე შედგა, რომლის თანახმადაც ბანკი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. დადებული ხელშეკრულება ორ წლიან სპონსორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფიქსირებული თანხის გარდა, კონტრაქტში გათვალისწინებულია შედეგზე ორიენტირებული დამატებითი თანხა, რომელიც განისაზღვრება 2016 – 2017  წლებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში, საქართველოს ნაკრების მიერ, დაგროვილი ქულების მიხედვით. „დღეს  ...

Read More »

ქართული ფეხბურთის მომავალი – 265,7 მილიონი ლარი და ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო  პროგრამა

ქართული ფეხბურთის მომავალი - 265,7 მილიონი ლარი და ფეხბურთის განვითარების 5 წლიანი სახელმწიფო  პროგრამა

გაზრდილი დაფინანსება, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, განახლებული ეროვნული ჩემპიონატი და 3.5 მილიონი ლარი ჩემპიონს  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. ხსენებული პროგრამა 2020 წლის ჩათვლით ქართულ ფეხბურთში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ინვესტიციას და ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. ეს არის პროგრამა რომელსაც საფეხბურთო სამყარო საკმაოდ დიდი ხანია ითხოვდა და რომელმაც საკმაოდ დიდი იმედები გააჩინა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში. მოდით, ...

Read More »

ფეხბურთის ფედერაციასა და SBM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფეხბურთის ფედერაციასა და SBM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციასა და SBM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტული სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა , რომელსაც ხელი სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და SBM-ს დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებას ერთობლივად განახორციელებენ. წლევანდელი გათამაშება სტარტს 14 ...

Read More »

სახელმწიფო, ფეხბურთის განვითარებისთვის, 265 მილიონ ლარს გამოყოფს

სახელმწიფო, ფეხბურთის განვითარებისთვის, 265 მილიონ ლარს გამოყოფს

როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სახელმწიფო, სპორტის განვითარების ფონდს, 5 წლის განმავლობაში 265 მილიონი ლარით დააფინანსებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის ინიციატორი, ფეხბურთის ფედერაცია გახლავთ და სწორედ ის გააცნობს გულშემატკივრებს დეტალებს.

Read More »

ცხადაძე არ შეიცვლება, აღმასკომმა პრეზიდენტის ინიციატივა არ დააკმაყოფილა

ცხადაძე არ შეიცვლება, აღმასკომმა პრეზიდენტის ინიციატივა არ დააკმაყოფილა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძე არ გაათავისუფლა. ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს ლევან კობიაშვილის ინიციატივა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ცხადაძე არ გაათავისუფლეს. აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გაუშვას ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სფფ-ის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

Read More »

“შემვთანხმდით, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება”

"შემვთანხმდით, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება"

აღმასკომის წევრებთან ერთად მოლაპარაკებების გზით მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ კახა ცხადაძეს უნდა შეუწყდეს ხელშეკრულება, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამის შემდეგ მოხდება შეხვედრა კახა ცხადაძესთან რათა ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს. ლევან კობიაშვილმა მზაობა გამოთქვა კიდევ ერთხელ შეხვდეს კახა ცხადაძეს. “მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი არ არის. ...

Read More »