Home » Tag Archives: ლარიზაცია

Tag Archives: ლარიზაცია

ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 635.26 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 635.26 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 635.26 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა. კერძოდ, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 635.26 მლნ ლარით (2.11%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.63%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 30.75 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 204.79 მლნ ლარით ...

Read More »

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელის 70 პროცენტი გალარებულია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელის 70 პროცენტი გალარებულია

არ დავიღლები და კიდევ ერთხელ გაგცემთ პასუხს, რომ ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის კურსთან ურთიერთკავშირს. ეს ნიშნავს უცხოურ ვალუტაზე ლარის დამოკიდებულების შემცირებას, რომელსაც ჩვენ წარმატებით ვართმევთ მოკლევადიან პერიოდში თავს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა ოპოზიციის შეკითხვების პასუხად, ლარიზაციის რეფორმის თაობაზე. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ზოგადად, ლარიზაცია გრძელვადიანი პროექტია. „მაგალითად, ჩილესა და სხვა ქვეყნებში ამას არაერთი წელი დასჭირდა. ...

Read More »

“ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12%-ლი პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა”

"ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12%-ლი პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა"

ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამციროს თითოეული ჩვენი მოქალაქის დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკურ შოკებზე, უნდა გაზარდოს მათი დანაზოგები და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. „ბოლო დღეებში, ერთ-ერთი მთავარი თემაა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარებაა. ლარის კურსი უცხოური ვალუტების მიმართ და მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც ...

Read More »

მთავრობის დედოლარიზაციის გეგმა არ მუშაობს – სესხების ლარიზაცია ხელოვნურად იზრდება, დეპოზიტები მცირდება

მთავრობის დედოლარიზაციის გეგმა არ მუშაობს - სესხების ლარიზაცია ხელოვნურად იზრდება, დეპოზიტები მცირდება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ  ლარში გაცემული სესხების რაოდენობა მატულობს, რაც ხელისუფლების მიერ ლარიზაციის პროექტის განხორციელებისა და 100 000 ლარამდე კრედიტის ლარში აღების ვალდებულების ლოგიკური შედეგია. თუმცა იგივე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამან ვერ გაზარდა ლარისადმი საზოგადოების ნდობა იმდენად, რომ მოსახლეობამ ანაბრების შენახვა ლარში გადაწყვიტოს. ოფიციალური სტატისტიკის მხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2017 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 172,3 ...

Read More »

ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციამ 65%-დან 58%-მდე დაიკლო

ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციამ 65%-დან 58%-მდე დაიკლო

„საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან,” – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი კოეფიცენტი არაერთი ქვეყნისთვისაა სერიოზული გამოწვევა, რომელზეც პასუხის გაცემას მრავალი ქვეყნის მთავრობა და ...

Read More »

“ლარიზაციის პროცესი გაგრძელდება საკამოდ დიდი ხნის განმავლობაში, 5-10-15 წლის განმავლობაში”

"ლარიზაციის პროცესი გაგრძელდება საკამოდ დიდი ხნის განმავლობაში, 5-10-15 წლის განმავლობაში"

ლარიზაციის პროცესი გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკის ფარგლებში ისეთი ღონისძიებების გატარება უნდა მოხდეს, რომელის ეროვნული ვალუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. „ლარიზაცია არ არის მოკლევადიანი პროექტი, ლარიზაციის პროცესი გაგრძელდება საკამოდ დიდი ხნის განმავლობაში, – 5-10-15 წლის განმავლობაში. მოთმინებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ეს ასე სწრაფად არსად მომხდარა“, – განაცხადა გვენეტაძემ. ...

Read More »

“ლარიზაციის გეგმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩავარდა, მაგრამ სასურველი ტემპებითა და დინამიკით არ ვითარდება”

"ლარიზაციის გეგმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩავარდა, მაგრამ სასურველი ტემპებითა და დინამიკით არ ვითარდება"

პრემიერ მინისტრი, რომელსაც ძალიან აქტიური ცოდნა და გამოცდილება აქვს ეკონომიკური მიმართულებით, მუშაობს აქტიურად ეროვნულ ბანკთან, რაც ძალიან კარგი წინაპირობაა ვითარების გამოსასწორებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ლარიზაციის გეგმისა და ეკონომიკური გუნდის ეფექტურობაზე საუბრისას განაცხადა. „პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც სწორედ ასეთი მიზნებისთვის უნდა იყოს წესით გამოყენებული, რომ დაიძლიოს ასეთი პრობლემები. იმედი მაქვს, ვითარება ...

Read More »

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 236.4 მლნ ლარით გაიზარდა

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 236.4 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 236.4 მლნ ლარით გაიზარდა. კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.1 მლრდ ლარით (6.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.1 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 18.9 მლრდ ლარი შეადგინა. ”ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა

ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პროგრამა ოფიციალურად 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება. მისი მიზანია მომხმარებლებისთვის სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქება, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე. გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ...

Read More »

ლარიზაციის გამო ბინების ფასი 5-10 ათასით გაიზრდება

ლარიზაციის გამო ბინების ფასი 5-10 ათასით გაიზრდება

უძრავი ქონების ლარში ფასდადებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა როგორც ამ სფეროს სპეციალისტების, ასევე მესაკუთრეების მხრიდან. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბინის მფლობელები ფინანსურ ბალიშებს ქმნიან, რათა მერყევი კურსის პირობებში, არ დაზარალდნენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, შესაბამისად, რეალურად უძრავი ქონება ქვეყანაში ხელოვნურად ძვირდება. საქართველოში ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების უმეტესობა ნაღდი ფულით სრულდება. ბინების ლარში გაყიდვით მისი ფასი გაიზრდება, რადგან ეროვნული ვალუტის სტაბილურობის იმედი არავის აქვს. ლარის ...

Read More »