Home » Tag Archives: ლარი (page 5)

Tag Archives: ლარი

ეკონომიკის მინისტრი – რყევები არის მოკლევადიანი, ლარის კურსი გამყარდება

ეკონომიკის მინისტრი - რყევები არის მოკლევადიანი, ლარის კურსი გამყარდება

რყევები არის მოკლევადიანი, გრძელვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.   ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მოლოდინების გამძაფრება, ხდება გადამეტებული რეაგირება ლარის კურსზე“.   მისივე თქმით, დეკემბერ-იანვარში ...

Read More »

ბოლო თვის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მეტად ლარი გაუფასურდა

ბოლო თვის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მეტად ლარი გაუფასურდა

Bloomberg-ის მონაცემებით, ბოლო 1 თვის ტრენდის მიხედვით, რეგიონის ქვეყნების ვალუტებში ლარი დოლართან მიმართებაში ყველაზე მეტად გაუფასურდა. კერძოდ, სააგენტო Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ქართული ლარი დოლართან მიმართებაში, ბოლო 1 თვეში 11,82%-ით გაუფასურდა, ხოლო რეგიონის ქვეყნების ეროვნული ვალუტების კურსები დოლართან მიმართებაში შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანული მანათი 4,33%-ით არის გაუფასურდა; თურქული ლირა 5,12%-ით გაუფასურდა; სომხური დრამი 0,31%-ით გაუფასურდა; რაც შეეხება რუსულ რუბლს, ბოლო 1 თვეში ...

Read More »

პაპავა: ლარის სტაბილურობა კი არ უნდა შევინარჩუნოთ, პირიქით

პაპავა: ლარის სტაბილურობა კი არ უნდა შევინარჩუნოთ, პირიქით

„ჩვენ ლარის სტაბილურობა კი არ უნდა შევინარჩუნოთ, პირიქით, ლარი უნდა იყოს დევალვირებადი ვალუტა, თუმცა პროგნოზირებადი და არა ნახტომებით გაუფასურებადი“, – ლადო პაპავა ლარის  ეპიდემიაზე გავრცელებულ მოსაზრებას არ იზიარებს. TV პირველის  ბიზნესგადაცემაში ეკონომისტმა განაცხადა, რომ ავად ეკონომიკაა, ლარი კი უპრეცედენტოდ ჯანსაღია, ზუსტად ასახავს  შიდა და გარე გამოწვევებს. ლადომ  დოლარის გაძლიერების აშშ-ის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც წინ ვერავინ აღუდგება, ასევე საქართველოს მთავარი ...

Read More »

ირმა ინაშვილი სები-ს პრეზიდენტს: გეყოთ ვაჟკაცობა და ღიად თქვით, რომ დოლარი 3 ლარამდე აიწევს

ირმა ინაშვილი სები-ს პრეზიდენტს: გეყოთ ვაჟკაცობა და ღიად თქვით, რომ დოლარი 3 ლარამდე აიწევს

“არ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვები და ციფრების ბრახა-ბრუხი. მოკლედ აგვიხსენით რაშია გამოსავალი და როგორ დაასტაბილურებთ ლარს მოკლე დროში, ან ღიად უთხარით ხალხს, რომ დოლარი 3 ლარამდე აიწევს,“-ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს. ინაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურებაზე პირველ რიგში პასუხისმგბელობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკისრება, რომელიც მოქალაქეებს ვერ პასუხობს ლარის დასტაბილურებაზე. “ყურადღებით ვუსმენ ხელისუფლების ეკონომიკური ...

Read More »

კვირიკაშვილი: 100%–ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა

კვირიკაშვილი: 100%–ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა

„ლარის დევალვაციაზე, მის გაუფასურებაზე მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა  ვალუტა ჩვენი სავაჭრო– პარტნიორი ქვეყნებისა გაუფასურებულია“, აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც  ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები. „100%–ზე მეტად  გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%–ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი ...

Read More »

თურქეთი საქართველოს ეროვნული ვალუტებით ვაჭრობას სთავაზობს

თურქეთი საქართველოს ეროვნული ვალუტებით ვაჭრობას სთავაზობს

თურქეთი საქართველოს ეროვნული ვალუტით ვაჭრობის სქემას სთავაზობს. როგორც უცხოური მედია წერს, თურქეთის ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო მოლაპარაკება საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ყირგიზეთთან და ერაყთან სავაჭრო ბრუნვის ეროვნული ვალუტით და არა ევროთი ან დოლარით, განხორციელების შესახებ. როგორც ცნობილია, ცოტახნის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდორანმა აღნიშნა, რომ ანალოგიური წინადადებით უკვე მიმართა რუსეთს, ირანსა და ჩინეთს. მისი თქმით, კოლეგებმა აღნიშნულ წინადადებას მხარი დაუჭირეს. მედიის ცნობით, ...

Read More »

„კუპიურების ოსკარზე“ 50-ლარიანი წარადგინეს

„კუპიურების ოსკარზე“ 50-ლარიანი წარადგინეს

ბანკნოტების საერთაშორისო საზოგადოებამ(IBNS)  2016 წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსი გამოაცხადა, – იუწყება Bloomberg. წარდგენილ კუპიურებს შორის ქართული 50-ლარიანი კუპიურაა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართული 50-ლარიანი კუპიურა მოხატულია შუა საუკუნეების ხატწერით. კონკურსში ასევე წარდგენილია შვეიცარიული 50 ფრანკის კუპიურა, ავსტრალიური 5-დოლარიანი კუპიურა, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი კუპიურა, შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, მალდივის კუნძულების 1.000 რუფიას კუპიურა. ქართულ 50-ლარიან კუპიურასთან ...

Read More »

პრემიერი: ნებისმიერი საქონლის, ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით

პრემიერი: ნებისმიერი საქონლის, ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით

“მომზადდება რეკლამის შესახებ კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი საქონლის, ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით და სურვილის შემთვევაში მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად შემცირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე, დოლარზე და ...

Read More »

აშშ-ს, თურქეთისა და ევროპის ქვეყნების ვალუტების მდგომარეობა და ქართული ლარის პროგნოზები მოკლევადიან პერიოდში

აშშ-ს, თურქეთისა და ევროპის ქვეყნების ვალუტების მდგომარეობა და ქართული ლარის პროგნოზები მოკლევადიან პერიოდში

  მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დოლარის გამყარების ორ მიზეზს ვხედავ და ორივეს მივყავართ იქამდე, რომ ამჟამად აშშ-ს ეკონომიკა აჩვენებს კარგ შედეგებს და ამასთან  პროგნოზი, მომავალში  რომ ეს ტემპი შენარჩუნდება დადებითია. მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აშშ-დან გაცილებით კარგი გამოვიდა ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ინფლაცია ნორმაშია. დასაქმებულთა რიცხვი  წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებაში მაღალია. ფსს-ს ერთ-ერთი მსხვილი ცენტრალური ბანკი, რომლის ხელმძღვანელმა. ჯანეტ იელენმა, ბოლო გამოსვლისას ...

Read More »

“ლარის გაუფასურება კომერციული ბანკების დასახმარებლად ლარის ჭარბი რაოდენობით მიწოდებითაა განპირობებული”

"ლარის გაუფასურება კომერციული ბანკების დასახმარებლად ლარის ჭარბი რაოდენობით მიწოდებითაა განპირობებული"

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეფინანსირების სესხების მოცულობას ასახელებს. მისი თქმით, სებ-მა ბოლო თვეებში სესხების მოცულობა 250 მლნ-დან 1,3 მლრდ-მდე გაზარდა, რამაც ლარის დასუსტება გამოიწვია. „ბოლო პერიოდის ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში ლარის ზედმეტი, დაუსაბუთებელი მასის გაშვება. ბოლო ოთხ თვეში ეროვნულმა ბანკმა მილიარდ ლარზე მეტი ზედმეტი ფულის მასა გაუშვა ...

Read More »