Home » Tag Archives: ლარი

Tag Archives: ლარი

„ცენტრალური ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს, ზოგჯერ წინმსწრებად იმოქმედოს, მოვლენების პროგნოზირება აკეთოს“

„ცენტრალური ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს ბაზარზე მოქმედებისთვის. მე ყოველთვის მოვუწოდებ მას, რომ ზოგჯერ წინმსწრებად უნდა იმოქმედოს, მოვლენების პროგნოზირება აკეთოს იმისთვის, რომ რყევები აიცილოს სავალუტო ბაზართან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების თავიდან არიდება. ცნობისთვის, ბოლო ერთ ...

Read More »

3 ფაქტორი, რის გამოც ლარი უფასურდება

„მე სამ ფაქტორს გამოვყოფდი“- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ფუნდამენტური საკითხები, თურქული ლირის გაუფასურება და პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინები. ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით, 4 თეთრით გაუფასურდა. დღეისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3718 ლარია. “ლარის კურსი – ...

Read More »

რეგისტრირებული 245 421 თვითდასაქმებულიდან კომპენსაცია 160 161-მა პირმა მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან 160 161 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის 90 131 პირს. მაისის თვის 135 670 პირს, ივნისის – 118 ...

Read More »

„ეროვნულმა ბანკმა ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა – რეფინანსირების სესხების მოცულობას უკონტროლოდ ზრდის“

„დღეს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასებისა და ლარის სტაბილურობა. რა სტიმულიც არ უნდა მისცე ეკონომიკას ფულის „ჩასხმით“, ამ სტიმულს უკან ექაჩება ინფლაცია და გაუფასურებული ლარი“, – ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემაში „საქმე“ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. „ნახევარი მილიარდის მიცემა ბანკებისთვის, პლიუს ეროვნული ბანკის მიერ უკონტროლო ზრდა – ამაში დამნაშავე არის ეროვნული ბანკი, იმიტომ რომ ვერა და ...

Read More »

გიგა ბედინეიშვილი: ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას – ლარი გაცამტვერებულია

„ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“, – ამის შესახებ ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფასებს დადებითად, რადგან სახეზე გვაქვს მაღალი ინლფაციის მაჩვენებელი და გაცამტვერებული ლარი. „ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ თავის გართმევაზე, რადგან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი გაცამტვრებულია. უკვე რამდენი წელია ლარის სერიოზული გაუფასურების ...

Read More »

ცეზარ ჩოჩელი: ეროვნულმა ბანკმა ბიზნესი ორ ცეცხლს შუა ჩააგდო

ბიზნესმენმა,  „ქართული ლუდის კომპანიისა“ და სხვა არაერთი წარმატებული საწარმოს დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა „ბანკები და ფინანსებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც ბიზნესისთვის ლარის გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებადობა იწვევს. მისი თქმით, ლარის გაუფასურება და მისი მოუქნელი, წინ და უკან სიარული, ანგრევს ზოგადად ბიზნესს, ხოლო წარმოებას განსაკუთრებით. „წარმოება, ეს არ არის იყიდე დღეს და ხვალ გაყიდე. წარმოება არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც სტაბილურობა სჭირდება. როდესაც ...

Read More »

„იმ ბერკეტებით, რაც აქვს ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, არამარტო ფასების რეგულირება, არამედ სავალუტო რისკებისა და კურსის დაზღვევაც უნდა შეძლოს“

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ქართული ბიზნესი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ ენდობა. ჭყონიას შეფასებით, არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ მის მიღმაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები გაუგებარია. „ბანკები და ფინანსები“ დაინტერესდა თუ რამდენად იზიარებენ ბიზნესის სხვა წარმომადგენლები თემურ ჭყონიას პათოსს, რამდენად ენდობიან ქვეყნის მთავარ ბანკირს. მათი აზრით, რა პრობლემებს უქმნის ეკონომიკასა და ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებას გაუფასურებული ეროვნული ვალუტა. რამდენად მართებულ ...

Read More »

შეუძლებელია კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ბიზნესი განვითარების რაიმე გეგმას გაჰყვეს ბოლომდე – აფბას ანალიტიკოსი

“შეუძლებელია კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ბიზნესი განვითარების რაიმე გეგმას გაჰყვეს ბოლომდე”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს. ანალიტიკოსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევებისგან ფინანსური სტაბილურობის კუთხით წარმოქმნილ საფრთხის შემცველ პროცესს ეხება. “საკმაოდ საინტერესო ანგარიში გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, სადაც აღნიშნულია, რომ ...

Read More »

„ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე აქვს მიშვებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას“

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობაზე, გამოწვევ მიზეზებზე, არაპროგნოზირებადობასა და მისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებზე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა „ბანკები და ფინანსებთან“  საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის დეფიციტის გამო, იზრდება მისი ღირებულება და შედეგად, ეროვნული ვალუტაც უფასურდება. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე აქვს მიშვებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.  „როგორც მეტწილ შემთხვევებში საქართველოში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ...

Read More »

„თუ პანდემიის გამო ლარის გაუფასურება გაგრძელდა, შესაძლოა, სავალუტო კონტროლის შემოღებაც გახდეს საჭირო“

„ლარის დაღმასვლის პასუხად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მცოცავი დევალვაციის ტაქტიკას გამოვიყენებდი“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ამით ეროვნული ვალუტის დაცემის ტრაექტორია ნაკლებად მტკივნეული და შთამბეჭდავი იქნებოდა. „მე ყოველთვის ვიყავი არარაციონალური და დაუსაბუთებელი ინტერვენციების წინააღმდეგი. ასეთ ვითარებაში ინტერვენციები უნდა განხორციელდეს ორი მიზნით: პირველი, იმისთვის, რომ ბაზრის არაკანონზომიერი (რომელიც ფუნდამენტურ ფაქტორებთან არ ...

Read More »