ჩოხატაურში ნოემბერში კულტურის სასახლე ოფიციალურად გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აცნობა, სასახლის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ახალი სასახლე ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. მისი ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარამდეა. ”ის აღჭურვილია თანამედროვე გახმოვანებითა და განათებით. ახლა ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით 20 დღეში მისი ოფიციალურად გახსნა იგეგმება”, – განაცხადა გია სალუქვაძემ ”ფორტუნასთან”. მისივე თქმით, რეგიონში ასეთი დონის კულტურის სახლი არასდროს აშენებულა. ...
Read More »