Home » Tag Archives: კორუფცია (page 3)

Tag Archives: კორუფცია

არჩილ კაიკაციშვილი: თეა გოდოლაძის ქცევას სამსახურეობრივი გულგრილობა ან დიდი არაკომპეტენტურობა ჰქვია

არჩილ კაიკაციშვილი: როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძისგან ამ დრომდე გამოხმაურება არ მიგვიღია იმ აქტუალურ გამოწვევაზე, რასაც სეისმური მონაცემების ღიაობის თემა ჰქვია. ჩვენი ორგანიზაცია სეისმური მონაცემების საკითხის შესწავლაში ნ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მოთხოვნით ჩაერთო. პრობლემა გამომდინარეობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვიდან და როგორც იურისტები, ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით, თუმცა პირველადი სახით, რაც შემიძლია ...

Read More »

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას – არჩილ კაიკაციშვილი

„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, რომელიც  ფლობს და ამუშავებს სეისმურ მონაცემებს. პრობლემის ირგვლივ და იმასთან დაკავშირებით, ...

Read More »

თეა გოდოლაძე მისაბაძ მაგალითად რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს ასახელებს

„სომხეთის ქსელი დახურულია, აზერბაიჯანის ქსელი დახურულია, რუსეთის ქსელი დახურულია. თურქეთის ქსელი დახურულია“, – ამის შესახებ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საინფორმაციო სააგენტო „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნა. საუბარში, რომლის სრული აუდიოჩანაწერიც „აიპრესმა“ დღეს გამოაქვეყნა, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის საქართველოში სეისმური მონაცემების გარკვეული ნაწილი ხელმიუწვდომელი, გოდოლაძე პასუხობს, რომ ამგვარი პრაქტიკა არსებობს რუსეთში, ...

Read More »

„მეცნიერებს სეისმურ მონაცემებს მხოლოდ კიმ ჩენ ინი და თეა გოდოლაძე უმალავენ“ – არჩილ კაიკაციშვილი

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მიმართავს და მოუწოდებს გადამჭრელი ზომები მიიღოს საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწავდომობაზე, აიღოს პასუხისმგებლობა სეისმური მონაცემების ღიაობაზე, საშუალება მისცეს ყველა მეცნიერს და დაინტერესებულ პირს ამ მონაცემების თავისუფალ წვდომაზე, ვინაიდან მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით) ყველა ქვეყანაში ღიაა, გარდა ისეთი მმართველობის მქონე ქვეყნებში, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და რუსეთია, ინფორმაციის გაუმჭვირვალობა და ხელმისწავდომობაზე ...

Read More »

ნამახვანჰესის სეისმური უსაფრთხოების რუკა თეა გოდოლაძის ბიზნეს-მეწილის შედგენილია

ენერგეტიკაში არსებულ გაუმჭვირვალობაზე, ბოლო პერიოდში, პრესა ხშირად საუბრობს. როგორც ჩანს, გაუმჭვირვალობის პრობლემა მხოლოდ ენერგოსექტორის გამოწვევა არ არის. ინფორმაციის დამალვის, დახურულობის, თავისიანებზე ხელის დაფარებისა და ზოგადად, გაუმჭვირვალობის პრაქტიკა, ჩვენი ეკონომიკისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშანი გახდა ენერგეტიკასთან მჭიდროდ და ორგანულად დაკავშირებული სხვა სფეროებისთვისაც. „ბანკები და ფინანსებმა“ ერთი საინტერესო ფაქტი შენიშნა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად გახმაურებული მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის, ნამახვანჰესის სეისმური ...

Read More »

აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე: არის ეჭვი, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში მცირე მიწისძვრების მონაცემებს საერთოდ არ აგროვებენ

“აიპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიების სერიას „ბრძოლა სეისმური მონაცემებისთვის“ ანუ  რას ითხოვენ მეცნიერები, რას აკეთებს სახელმწიფო და რა პასუხები აქვს სეისმოლოგიის ცენტრს“ არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საკმაოდ ცნობილი მეცნიერები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სეისმური ცენტრის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის განცხადება, თითქოს გარკვეული მონაცემების დამალვის პრაქტიკა სხვა ქვეყნებში მიღებული და აპრობირებულია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენს სტატიებს გამოხმაურება მოჰყვა თავად თეა გოდოლაძისგანაც, რომელმაც  ყოვლად მიუღებელი ...

Read More »

თეა გოდოლაძე ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირქტორი, თეა გოდოლაძე, საინფორმაციო სააგენტო Ipress.ge-ის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში დაუპირისპირდა და განთავსებული პუბლიკაციის ვებგვერდიდან აღება მოსთხოვა. „არ ვიცნობ არცერთ ჟურნალისტს ამ საინფორმაციო სააგენტოდან. თქვენ (სააგენტო) ავრცელებთ სტატიას, სადაც ერთი სიტყვაც კი არ არის მართალი და თქვენი ჟურნალისტი არც კი დამკავშირებია. სტატია ეხება ენკას და გეოფიზიკის ინსტიტუტის ...

Read More »

“თეა გოდოლაძე არის ჩვეულებრივი მატყუარა, არ წარმოადგეს არანაირ ავტორიტეტს” – ნინო წერეთელი

ipress.ge “დიდი სეისმოლოგიური დავის” მოკვლევას აგრძელებს. პლატფორმის მიერ გამოქვეყნებულ მასალას უცვლელად გთავაზობთ: რომელ ქვეყანას ვეჯიბრებით სეიმოლოგიური მონაცემების დამალვაში? რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს თუ თურქეთს? თუ ოთხივეს ერთად? არის თუ არა კარგი მაგალითი ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ყოფნა პროცესების გამჭვირვალობის თვალსაზრისით? როგორ აწვდიან მონაცემებს ევროპის წამყვანი ქვეყნები დაინტერესებულ პირებს და რა ხდება ამ დროს საქართველოში? როგორც უკვე შეგპირდით, მოკვლევას „დიდი სეისმოლოგიური დავის“ ...

Read More »

თეა გოდოლაძე ახალი, თანამედროვე სეისმური ქსელის მონაცემების საჯარო მისაწვდომობას შეზღუდავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს და თანდართულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას ამცნობს, რომ ცენტრმა 14 ახალი სადგურის აპარატურა მიიღო აშშ-დან. იქვე გოდოლაძე ამბობს, რომ საავტორო უფლებები აქვს და შემდგომში თავად მისი პროექტის პარტნიორები განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მართონ ეს ქსელი. თეა გოდოლაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ; „მოკლედ, ეს ...

Read More »

ნინო წერეთელი: თეა გოდოლაძეს აქვს მონაცემებზე მონოპოლია, რომლითაც ვაჭრობს და გვეუბნება, პროექტებში ჩამსვიო

ვის ეკუთვნის სეისმური მონაცემემები? რას ითხოვენ გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და რატომ გახდა ეს თემა სადავო, თუკი ეს მონაცემები ეკუთვნის იმ დაწესებულებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზეა? დავა, რომელიც წლებია გრძელდება, ისევ ღიაა და მეცნიერებს შორის ისევ დაპირისპირების მიზეზია. ერთი შეხედვით საკითხი, რომელიც ყველა მეცნიერს უნდა აერთიანებდეს, განხეთქილების თემად იქცა და ამ პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფომ თავისი წილი სიტყვის თქმა, ამ დრომდე ვერ ...

Read More »