Home » Tag Archives: კორუფცია (page 2)

Tag Archives: კორუფცია

კახი კალაძემ თეა გოდოლაძეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა

„დამოუკიდებელ სპეციალისტებს ვერ დავარქმევდი ამ ადამიანებს. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკური სპეკულაციებში იყვნენ სამწუხაროდ. თქვენ გახსოვთ ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა პირველივე დღიდან. სამწუხაროა, რომ როდესაც ასეთი პრობლემები ხდება ქალაქში, ჩნდებიან ამ ტიპის და ამდაგვარი ადამიანები“, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახი კალაძემ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გახსნისას მედიასთან საუბარში განაცხადა. მერი, პირველ რიგში, გულისხმობდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ...

Read More »

თეა გოდოლაძის უწყებას, ბოლო წლებში, 16 ჰესისთვის აქვს მომსახურება გაწეული

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მოცემული განახლებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციას ბოლო წლებში 16 ჰიდროელექტროსადგურისთვის აქვს გაწეული კომერციული მომსახურება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სეისმური საშიშროებების ანალიზი, სეისმური პროფილირება, კომპლექსური გეოფიზიკური და სეისმური კვლევა, სეისმური რისკების ანალიზი და სხვა. გთავაზობთ იმ ჰესების ჩამონათვალს, რომელთაც თეა გოდოლაძის უწყება მოემსახურა: ბახვის წყლის სედიმენტაციის შესწავლა ონის ჰესის კასკადის საპროექტო უბნის სესმური ...

Read More »

#არაიმჰესებს, სადაც თეა გოდოლაძის ინტერესები დაკონტრაქტებული არ არის

13 აგვისტოს ვწერდი, იმდენად საინტერესო და აზარტული გახდა თეა გოდოლაძის მოძრაობები, მათ შორის, მედია-მოძრაობები (ერთადერთი ჩინოვნიკია, ვისაც რუსეთის სახელმწიფოს მედია-რესურსის – „სპუტნიკის“ მედია-ცენტრში აქვს გამართული პრესკონფერენცია), რომ მასზე დაკვირვებას მომავალშიც ხალისით განვაგრძობ მეთქი. ჰოდა, ასეც მოვიქეცი. დავაკვირდი, არც ბევრი დრო დამითმია მაინცადამაინც, ზედაპირზეა ყველაფერი, პირდაპირ დევს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. უბრალოდ, სხვა თვალით, სხვა ...

Read More »

„თეა გოდოლაძის შპს „სეისმიკ კონსალტინგ“ ყიდის სეისმურ დასკვნებს, ქმნის მონოპოლიას და სფეროში კორუფციულ რისკებს ზრდის“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტებებს მოითხოვს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძის პარტნიორობით მოქმედი კომერციული ორგანიზაციის მხრიდან. საქმე ეხება ბათუმის ერთ-ერთი ბრენდული სასტუმროს მშენებლობის პროცესში გაცემულ დასკვნას, რომელიც სავარაუდოდ, კორუფციული დოკუმენტის შეფასებას ტოვებს, – ამის შესახებ „ახალგზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავენ, 2009 წელს, კომპანიამ „სეისმიკ კონსალტინგი“, რომლის დირექტორიც იმჟამად იყო ...

Read More »

“სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრებზე ინფორმაციას მალავს” – არჩილ კაიკაციშვილი

„ის, რასაც სეისმური მონიტორინგის ცენტრი აკეთებს, როცა 3 მაგნიტუდაზე ნაკლები მიწისძვრების შესახებ ინფორმაციას, პირდაპირ უნდა ითქვას, – მალავს, არის უფლებამოსილების ფარგლებიდან გასვლა და საზოგადოებრივ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ზიანის მიყენება“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს. მისი თქმით, გაუებარი და მიუღებელია ფაქტი, როცა ერთის მხრივ, ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ მრავალი წლის შემდეგ მისმა ორგანიზაციამ შეძლო და ...

Read More »

„თეა გოდოლაძის თვითნებობა უნდა დასრულდეს – მიწისძვრების სრული კატალოგი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველა დაინტერესებულისთვის“ – არჩილ კაიკაციშვილი

„16 აგვისტოს გამთენიის მძლავრმა მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრიც დმანისის რაიონის სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რომ დღეს საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწავდომობა შეზღუდულია, მწვავედ დგას  ამ კუთხით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ...

Read More »

თეა გოდოლაძეს საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც ამხელს – არჩილ კაიკაციშვილი

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე სდუმს სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხზე დასმულ შეკითხვებზე და ჩვენ არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პოზიციაზე ვიცით ცენტრის დირექტორის, ქალბატონ თეა გოდოლაძის პირადი პოზიცია. აკადემიამ, გოდოლაძე, ფაქტობრივად, არაკეთილსინდისიერებასა და კანონდარღვევაში ამხილა“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნ. ნოდიას ...

Read More »

თეა გოდოლაძე რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებად სააგენტო სპუტნიკთან აქტიურად თანამშრომლობს

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებად მედიასთან, კერძოდ, სააგენტო სპუტნიკთან აქტიურად თანამშრომლობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სააგენტოს მულტიმედიურ ცენტრში 4 აგვისტოს პრესკონფერენცია ჩაატარა. პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძე ნამახვანის მშენებლობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ნამახვანის ტერიტორიის სეისმური მდგომარეობა ჯერ კიდევ შეუსწავლელია და გეოლოგებმაც კი არ იციან, რა ხდება იქ. სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტრმა პრესკონფერენციაზე ...

Read More »

ვადაგასული გოდოლაძე – სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე მესამე ვადით დარღვევით რჩება

კიდევ რას მოიფიქრებს ზურაბ ჯავახიშვილი? “ბანკები და ფინანსები” ერთი კვირის წინ სკანდალებში გახვეული თეა გოდოლაძის ბიზნესინტერესებზე და მის ბიზნეს-მეწილე ზურაბ ჯავახიშვილზე წერდა. ზურაბ ჯავახიშვილი ამჟამად ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორია გეოფიზიკის მიმართულებით და ამავდროულად ოფიციალურად არის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის კონსულტანტი და ანაზღაურებასაც იღებს. თუმცა, თეა გოდოლაძის ქვეშევრდომობამდე მას ხანგრძლივი, როგორც სამეცნიერო, ასევე ჩინოვნიკური ...

Read More »

გიგა ზედანიამ თეა გოდოლაძის სამსახურებრივ ქცევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს – არჩილ კაიკაციშვილი

 „ილიაუნის რექტორმა, ბატონმა გიგა ზედანიამ „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის თეა გოდოლაძის სამსახურებრივ ქცევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, თავად მას მოუწევს სამართლებრივ სივრცეში იმის ახსნა, თუ რაზე დაყრდნობით ბლოკავს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეული სეისმური მონაცემების გაცემას“, – ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ...

Read More »