Home » Tag Archives: კორონავირუსი

Tag Archives: კორონავირუსი

კანადამ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

კანადის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. ”იმ ხალხის გასაგონად, ვინც ახლა სახლიდან გვიყურებს და ვინც მოუთმენლად ელოდება ვაქცინის გაკეთებას – თქვენი ჯერი მოდის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ქვეყანა Pfizer-თან მიწოდების დაჩქარებაზე შეთანხმდა და მაისის ბოლომდე 3.5 მილიონ დოზას მიიღებს. მანამდე მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყანაში Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინები დაამტკიცა. ...

Read More »

ფარერის კუნძულებზე კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

ფარერის კუნძულებზე კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყანაში ეპიდემიასთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ფარერის კუნძულებზე კორონავირუსი 187 ადამიანს დაუდასტურდა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა, ბოლო ინფიცირებულმა კი საავადმყოფო 8 მაისს დატოვა. სულ ქვეყანაში კორონავირუსზე 8403 ტესტი ჩატარდა. „ჩვენმა ერმა მიაღწია შედეგს, რომლითაც ძალიან ცოტა ქვეყანა თუ დაიკვეხნის. ეს შესაძლებელი გახდა, ვინაიდან ადამიანებმა, ოჯახებმა და ...

Read More »

პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს

როგორც გამოცემა CNN-ი წერს, პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს. პროფესორი ბინგ ლიუ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი მის კუთვნილ სახლში ნახეს. პოლიციამ ასევე პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. სამარდამცავები ვარაუდობენ, რომ რომ დაუდგენელმა პირმა მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი თავის მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილი პროფესორის კოლეგები ამბობენ, ბინგ ლიუ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ ...

Read More »

ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ანტივირუსული ფუნქციებით აღჭურვილი ავტომობილების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა

ჩინურმა ავტომწარმოებლებმა ანტივირუსული ფუნქციებით აღჭურვილი ავტომობილების შექმნაზე მუშაობა დაიწყეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ახალი მოდელები უზრუნველყოფენ იგივე დონის დაცვას ავტომობილის შიგნით, როგორც ეს სახის დამცავი ნიღბის ტარების დროს ხდება. ანტივირუსული ფუნქციების მქონე ავტომობილების შექმნა პირველად კომპანია „გილიმ“ დაიწყო. კომპანიის „ჯანმრთელი ავტომობილის პროექტი“ მიზნად ისახავს შეაჩეროს მცირე ნაწილაკების მოხვედრა ავტომობილში, რაც მძღოლების და მგზავრების მავნე ნივთიერებებისგან პოტენციურ დაცვას უზრუნველყოფს. კომპანია „გილი“ ასევე ქმნის ანტიმიკრობულ მასალებს, ...

Read More »

პომპეო: კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, 3 მაისს ტელეარხ ABC-ის სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს კორონავირუსის ჩინეთში, ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ. “არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს [კორონავირუსი] ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა”, – განაცხადა პომპეომ. სახელმწიფო მდივნის განცხადება, ფაქტობრივად უარყოფს დაზვერვის სააგენტოების დასკვნას. “საუკეთესო ექსპერტები ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ [კორონავირუსი] ადამიანის მიერაა შექმნილი”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა. აშშ-ს დაზვერვის დირექტორის დასკვნა ამბობს, ...

Read More »

ჩინეთში ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს

ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაიმუნებზე გამოცდა წარმატებით დაასრულეს, ყველა საცდელი ცხოველის ორგანიზმში ანტისხეულები გაჩნდა. კვლევის პირველადი შედეგები მეცნიერებმა ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოაქვეყნეს. „დაწყებულია გაწმენდილი ინაქტივირებული ვაქცინა PiCoVacc-ის საპილოტე წარმოება, რომელმაც თაგვების, ვირთხებისა და მაიმუნების ორგანიზმში ანტისხეულები შექმნა. ამ ანტისხეულებს ვირუს SARS-CoV-2-ის სულ მცირე 10 სხვადასხვა შტამის ნეიტრალიზება შეუძლიათ. ვაქცინის მცირე და დიდმა დოზებმა ნაწილობრივ ან სრულად დაიცვეს მაკაკები კორონავირუსით ინფიცირებისგან“, – აღნიშნავენ მეცნიერები. imedinews.ge

Read More »

დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატებისთვის კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა. რეკომენდაციების თანახმად, შტატებმა გეგმის განხორციელება და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა მას შემდეგ უნდა დაიწყონ რაც 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების „დაღმავალი ტრაექტორია“ დაფიქსირდება. რაც შეეხება გეგმას, დონალდ ტრამპის განმარტებით, ის შემდეგ სამ ეტაპს მოიცავს: პირველი ეტაპის დროს იზღუდება 10 ადამიანზე მეტის შეკრება იმ შემთხვევაში, თუ ...

Read More »

ჯანმოს პრესსპიკერი – ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ

დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა, დევიდ ნაბარომ რადიო 4-თან საუბრის დროს განაცხადა. „ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ არ ვიცით ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით როდის გვექნება ვაქცინა“, – აღნიშნა ნაბარომ. მისივე თქმით, ადამიანებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება. „ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია, მოგვიწია მაგალითად მაშინ, როცა ...

Read More »