Home » Tag Archives: კონსტიტუცია

Tag Archives: კონსტიტუცია

94-ე მუხლი – “თავისუფლების აქტი”, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს

94-ე მუხლი – “თავისუფლების აქტი”, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს

კონსტიტუციის პროექტის განხილვა ნელ-ნელა მწვავდება. განსაკუთრებულ ყურადღებას მიწის უცხოელებზე გაყიდვა და 94-ე მუხლი (თავისუფლების აქტი) იწვევს, რომლის თანახმადაც საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს,  გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის თანახმად, შეუძლებელია გადასახადების სახეცვლილებაც, მაგალითად პროგრესული გადასახადის შემოღება ან სხვა. რეფერენდუმზე გატანილ უნდა იქნას მხოლოდ გადასახადის ზრდის შესახებ ...

Read More »

“მიწის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნა უმეტესად ურაპატრიოტიზმია და პრაგმატული განხილვისგან შორს დგას”

"მიწის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნა უმეტესად ურაპატრიოტიზმია და პრაგმატული განხილვისგან შორს დგას"

ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული განხილვები აქტუალობას არ კარგავს. ბევრ საკითხთან დაკავშირებით, აზრი ორად არის გაყოფილი როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებშიც კი.  კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში, გამორჩეულად აქტუალურია მიწის გასხვისების აკრძალვის საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებითაც, პრაქტიკულად არ არსებობს ერთიანი პოზიცია და ხშირად შინაარსობრივად განსხვავებული პოზიციები ისმის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. რა თქმა უნდა, აღნიშნული გარემოება მოსახლეობაში დაბნეულობას ამძაფრებს და, შესაბამისად, ...

Read More »

ინდოეთში მიწის შეძენა უცხოელი მოქალაქეებისთვის მკაცრად აკრძალულია

ინდოეთში მიწის შეძენა უცხოელი მოქალაქეებისთვის მკაცრად აკრძალულია

ხელისუფლება მიწის უცხოელ მოქალაქეებზე მიყიდვის საკონსტიტუციო აკრძალვას გეგმავს. საყოველთაო განხილვის პროცესში ითქვა უამრავი მაგალითი თუ როგორ იცავენ მიწას გასხვისებისგან დემოკრატიული ქვეყნები.  მოსახლეობის უმეტესობა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ქართულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს ინდოელები, არაბები და სხვა ქვეყნის წარმომადგნლები ყიდულობენ და იქ არსებულ მიწას გადაყიდიან ან თავიანთი მოქალაქეები ჩამოყავათ და აქ არაბულ, ინდურ სოფლებს აშენებენ. ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მიწა უცხოელებზე უნდა გაიყიდოს ...

Read More »

“კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი და ქართული მიწები უცხოელებზე აღარ გაიყიდება”

"კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი და ქართული მიწები უცხოელებზე აღარ გაიყიდება"

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი და მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მიღებული იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობას და სამთავრობო გუნდს შორის გამართულ კონსულტაციებზე. ”მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მკაფიო და ...

Read More »

მთავრობა გადასახადებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკონსტიტუციო ნორმის შეცვლას არ გამორიცხავს

მთავრობა გადასახადებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკონსტიტუციო ნორმის შეცვლას არ გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გადასახადებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკონსტიტუციო ჩანაწერზე სერიოზული მსჯელობა გაიმართება. კობახიძე კონსტიტუციაში არსებული ნორმის შეცვლას არ გამორიცხავს. “კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით წარმოებული იყო კამპანია. კონკრეტული ადამიანები, არგუმენტების საფუძველზე, 94-ე მუხლთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ. ამაზე აუცილებლად იქნება სერიოზული მსჯელობა. როგორ შეიცვლება არსებული რეგულაცია – ბოლომდე იქნება ამოღებული თუ გარკვეული ვადით განისაზღვრება, ეს საპარლამენტო განხილვის ფორმატში გადაწყდება, ...

Read More »

“მიწასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, როგორც კონონის ცვლილებაზე, ასევე საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაზე“

"მიწასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, როგორც კონონის ცვლილებაზე, ასევე საკონსტიტუციო ჩანაწერის ცვლილებაზე“

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო პროექტში ცვლილებები შევა. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო განხილვების პროცესში მიწის თემაზე სერიოზული მსჯელობა გაიმართება. “საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ ფართო საზოგადოებას ყველაზე ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ აქვს, ყველაზე მეტად მიწის საკითხი აღელვეს. გამომდინარე აქედან, შედგება სერიოზული მსჯელობა როგორც საკომიტეტო, ისე პლენარულ სხდომაზე. ჩვენ ვფიქრობთ, როგორც კონონის ...

Read More »

მათე გაბიცინაშვილი: 94-ე მუხლით იდეების მრავალფეროვნება განვითარების კუთხით აკრძალულია

მათე გაბიცინაშვილი: 94-ე მუხლით იდეების მრავალფეროვნება განვითარების კუთხით აკრძალულია

94-ე მუხლით იდეების მრავალფეროვნება განვითარების კუთხით აკრძალულია – ამის შესახებ  მედია პლატფორმა european.ge-ს სარედაქციო საბჭოს ხელმძღვანელმა, მათე გაბიცინაშვილმა “ბიზნეს კოდში” სტუმრობისას განაცხადა. “94-ე მუხლით იდეების მრავალფეროვნება განვითარების კუთხით აკრძალულია. არ არსებობს მსოფლიოში ერთი ქვეყანაც კი, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ერთადერთი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატაროს ამა თუ იმ მთავრობამ, რომელიც რაღაცა იდეებით ლეგიტიმურად მოვიდა ხელისუფლებაში. ასეთი იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც კონსტიტუციაში წერდა, რომ ერთადერთი ...

Read More »

საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისი პოლონეთში

საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისი პოლონეთში

  13 აპრილს ევროკომისიამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა პოლონეთის მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფ ვადებში გამოაქვეყნოს საბოლოო გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო (ტრიბუნალის) სასამართლოს კრიზისთან დაკავშირებით. პოლონეთში შექმნილი კრიზისი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ვითარდება, ბოლო დროის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპაში განვითარებულ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების სიაში. ხშირად ევროპული, ლიბერალური მედიაწყაროები არ განმარტავენ პრობლემის არსს და მხოლოდ და მხოლოდ პოლონური ოპოზიციის მოსაზრებას იზიარებენ. კრიზისი კი ჯერ ...

Read More »