Home » Tag Archives: კომპანია

Tag Archives: კომპანია

„ბილაინი საქართველო” უარყოფს ნებისმიერ მინიშნებას, თითქოს კომპანიაში ადგილი ჰქონდა რაიმე უკანონობას გასულ წლებში

„ბილაინი საქართველო უარყოფს ნებისმიერ მინიშნებას, თითქოს კომპანიაში ადგილი ჰქონდა რაიმე უკანონობას გასულ წლებში”, – ამის შესახებ კომპანია „ბილიანი” ავრცელებს განცხადებას. „ბილაინი საქართველო უარყოფს ნებისმიერ მინიშნებას, თითქოს კომპანიაში ადგილი ჰქონდა რაიმე უკანონობას გასულ წლებში. ჩვენი კომპანია ყველა თანამშრომელს უყენებდა და უყენებს ეთიკის უმაღლესი სტანდარტის დაკმაყოფილების მოთხოვნებს. მოვუწოდებთ მედიასაშუალებას სამომავლოდ გადაამოწმოს ფაქტები, სანამ გამოაქვეყნებს არასწორ ინფორმაციას”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ...

Read More »

თბილისში Prada, Hermes და Louis Vuitton შემოდის – სად განთავსდება აღნიშნული ბრენდების მაღაზიები

თბილისში Prada, Hermes და Louis Vuitton შემოდის - სად განთავსდება აღნიშნული ბრენდების მაღაზიები

Prada, Hermes, Louis Vuitton, Chanel, Fendi – აღნიშნული ბრენდების შემოყვანა ისანში, ბოჭორმის ქუჩაზე ახალ სავაჭრო ცენტრში იგეგმება, რომლის მშენებლობაც უახლოეს თვეებში დაიწყება. პროექტს კომპანია „კრისტალ ბილდინგი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის დირექტორი ვანო ლომიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, სავაჭრო ცენტრი „რიტუალების სასახლის“ გვერდით გაიხსნება. მისი თქმით, პროექტი უკვე მზად არის და ამჟამად მშენებლობის ნებართვის მოლოდინშია. სავარაუდოდ, მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და დაწყებიდან 32 ...

Read More »

კომპანია “შილდა”-ს პროდუქცია ახლა უკვე Novikov group-ის რესტორნების ქსელშია

კომპანია “შილდა”-ს პროდუქცია ახლა უკვე Novikov group-ის რესტორნების ქსელშია!

კომპანია “შილდა”-ს პროდუქცია ახლა უკვე Novikov group-ის რესტორნების ქსელშია! Novikov group-ი უკვე 20 წელია პირველობს სარესტორნო ბიზნესში და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში 50-ზე მეტი წარმატებული კონცეპტუალური პროექტის ავტორია.

Read More »

ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში შეღავათი წესდება

ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში შეღავათი წესდება

მე ვერ დავარქმევ პრივილეგიას ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში 10%-იანი წახალისების დანერგვას – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართულ კომპანიებს სხვა კომპანიებთან ერთად უწევთ ღია ტენდერში მონაწილეობის მიღება, სადაც აუცილებელი პირობაა ტენდერში გამარჯვება. “თუ კომპანიამ გაიმარჯვა, იმ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სუბსიდირების სახით კანონზე დაყრდნობით და არა ხელაღებით, ის მიიღებს წახალისებას. ტენდერში გამარჯვება არის უპირობოდ აუცილებელი კრიტერიუმი ...

Read More »

6 მსხვილი ქართული კომპანია, რომელიც გაკოტრდა

6 მსხვილი ქართული კომპანია, რომელიც გაკოტრდა

კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება ქართული ბაზრისთვის უკვე კარგა ხანია უცხო ტერმინი აღარ არის. გაკოტრებასთან იმ შემთხვევაში გვაქვს საქმე, როდესაც კომპანიის ვალდებულებები მისი აქტივების საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რამდენიმე მსხვილი კომპანია გაკოტრდა. მათ შორის იყვნენ როგორც სადაზღვევო ისე კომერციული თუ საკომუნიკაციო ბაზრის ლიდერები. „არქიმედეს გლობალ ჯორჯია” სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯია” 2014 წელს გაკოტრდა. კომპანიაში ფინანსური პრობლემები 2013 ...

Read More »

„ვაგონმშენებელმა კომპანიამ“, პირველად საქართველოში, ავტომობილების ვერტიკალური პარკინგის სისტემა შექმნა

„ვაგონმშენებელმა კომპანიამ“, პირველად საქართველოში, ავტომობილების ვერტიკალური პარკინგის სისტემა შექმნა

„ვაგონმშენებელმა კომპანიამ“, პირველად საქართველოში, ავტომობილების  ვერტიკალური პარკინგის სისტემა შექმნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. პარკირების ელევატორული სისტემა წარმოადგენს ლითონის კონსტუქციებს, რომლებიც მომხმარებელს ერთი ავტომობილისთვის განსაზღვულ ადგილზე ათამდე ავტომობილის პარკირების შესაძლებობას აძლევს. „ვეემკას“ მიერ შექმნილი ვერტიკალური პარკინგის სისტემა „სტრატაპ საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტია. აღნიშნული პარკინგის სისტემა, რომელიც უცხოეთში კარგად აპრობირებულია, „ვეემკასგან“ შეუძლია შეიძინოს როგორც თბილისის მერიას, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ კერძო პირს. სისტემის ...

Read More »

უხარისხო საწვავი თუ მცირე კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია

უხარისხო საწვავი თუ მცირე კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ზოგიერთი არაბრენდული კომპანია უხარისხო საწვავს ყიდის. ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა “რადიო პალიტრას” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საწვავის ხარისზე ეჭვს ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს. „დღეს ბევრი ოპერატორი ოპერირებს, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პროდუქტი შემოდის და ხშირ შემთხვევაში იმაზეა საუბარი, რომ ეს პროდუქტი არასტანდარტულია. უხარისხო პროდუქტი არის იმის გარანტი, რომ ფასი შედარებით ნაკლები იქნება ან ზომა-წონაში მოგატყუებენ. ...

Read More »

უმსხვილესი ჩინური კომპანია საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით დაინტერესდა

უმსხვილესი ჩინური კომპანია საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით დაინტერესდა

საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინური კომპანია Henan Jingyan Silver Seed Co., LTD-ის ოფიციალური დელეგაცია მიიღო. „საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, ჩინურ დელეგაციას Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD-ის თავმჯდომარე ლი ჩაო ხელმძღვანელობს. შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საინვესტიციო და საფინანსო დეპარტამენტების ხელმძრვანელები ესწრებოდნენ. Henan Jingyan Silver Seed Co.,LTD-ის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს საინვესტიციო წინადადებები წარუდგინს და საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ...

Read More »

10 ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში

10 ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში

  საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის I კვარტალში 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე. რომელმა კომანიებმა განახორციელეს პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის შესახებ ინფორმაცია “კომერსანტს” საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა. კონკრეტული თანხების დასახელებისგან, თუ ვინ რამდენი ინვესტიცია განახორციელა, მათ თავი შეიკავეს. ამასთან, წარმოდგენილი კომპანიების რიგითობა ...

Read More »

თიბისი ბანკსა და  დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თიბისი ბანკსა და  დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში მომხმარებლები დეველოპერული კომპანია m2-ის ბინების შეძენას შეძლებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში გაფორმდა და მას ხელი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ნინო მასურაშვილმა და m2 უძრავი ქონების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ m2-ის დასრულებული  და  მშენებარე ბინები თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით შეიძინონ. დღეისათვის დეველოპერული კომპანია m2 მომხმარებლებს სთავაზობს ბინებს ...

Read More »