ანაბარი ეს არის მომხმარებლის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. არსებობს ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბრები. შესაძლოა სარგებელი მიმდინარე ანგარიშებსაც დაერიცხოს. როგორც წესი, კომერციული ბანკები ანაბრის სინონიმად იყენებენ დეპოზიტს. რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი ანაბარი არის მომხმარებლის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ...
Read More »