Home » Tag Archives: ხორბალი

Tag Archives: ხორბალი

ლევან სილაგავა – მოლოდინი, რომ ხორბლის მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა, არ გამართლდა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, არ გამართლდა მოლოდინი, რომ ხორბლის მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა. მისივე თქმით, ხორბლის ფასმა მოიმატა და ფქვილის ფასიც იზრდება. თუმცა, სილაგავას განცხადებით, ამ დროისთვის ახერხებენ მუშაობას საშუალო შეწონილი ფასით, სერიოზული გაძვირების გარეშე. „ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს ...

Read More »

პური შესაძლოა, გაძვირდეს

პური შესაძლოა, გაძვირდეს

საქართველოში პურის ფასი გაძვირდა. ოფიციალური ინფორმაციით, პურზე ფასის ზრდა მსოფლიოში ხორბლის მცირე მოსავალს და მარცვლეულზე საერთაშორისო ფასების ზრდას უკავშირდება.საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი იაფდება, ხოლო საქართველოში ფასი მატულობს. ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ფასი 15 დოლარამდე გაიზარდა და  1 ტონა 250 დოლარი ღირს. რაც შეეხება ფქვილის ფასს, ის შენარჩუნებულია და კვლავინდებურად 49-50 ლარის ფარგლებშია. გაძვირების მიზეზი ისიც არის, რომ ჩრდილოეთში წელს ...

Read More »

“მეხორბლეთა საქმე” – ვის სურს “ხორბლის გზის” დაპატრონება

"მეხორბლეთა საქმე" - ვის სურს "ხორბლის გზის" დაპატრონება

რატომ აშინებდა მაღალჩინოსანი ქართველ მძღოლებს პანკისში შესული არალეგალური იარაღით პური გაძვირდება, ხორბლის გადამზიდავები კი აქციებით იმუქრებიან. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილებაა. მეტიც, ივანე მაჭავარიანმა მას კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივი უწოდა და “როსტურიზმის” განცხადება მოიყვანა, სადაც უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საზღვართან შექმნილი დისკომფორტისა და მრავალკილომეტრიანი რიგების ასარიდებლად საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამისად, ლარსზე ...

Read More »

ხორბლის მოსავლის დიდი ნაწილი კვების მრეწველობას მოხმარდება

ხორბლის მოსავლის დიდი ნაწილი კვების მრეწველობას მოხმარდება

წელს ალოობა მალე დასრულდება. მოსავლის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით უკეთესია. დიდ ნაკვეთებზე, საშუალოდ, 3-დან 4-ტონამდე ხორბალია აღებული. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, 1 ტონა სასურსათო ხორბლის ფასი 420 ლარია, რაც შარშანდლისგან განსხვავებით კარგ ფასად მიიჩნევა. ფერმერების ინფორმაციით, ხარისხის პრობლემა წელსაც შეიმჩნევა, თუმცა ამ მხრივაც გაცილებით გაუმჯობესებულია ვითარება და მოსავლის უმეტესი ნაწილი კვებით მრეწველობას მოხმარდება. ამ ეტაპზე კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თავთავიანი კულტურების ...

Read More »

“ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი ანტიდემპინგური კანონის მიღებით”

"ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი ანტიდემპინგური კანონის მიღებით"

არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო ხორბლის ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე 2.2 მეასედი დოლარით გაძვირდა და ტონაზე 173 .61 მეასედი დოლარი შეადგინა. 6.16 მეასედი დოლარით მოიმატა ე.წ. მყარი ხორბლის ფასმაც. დიდ მოსავალს არც რუსეთში ელოდებიან, რომელიც საქართველოში მარცვლეულის ძირითადი იმპორტიორია. უამინდობამ გარკვეული პრობლემები ხორბლის ადგილობრივ წარმოებასაც შეუქმნა. გაიზრდება თუ არა ფქვილის ფასი საქართველოში და არსებობს თუ არა დემპინგის პრობლემა ადგილობრივ ბაზარზე. ამ საკითხებთან ...

Read More »

ტიბაანში მარცვლეულის შესანახი საწარმო გაიხსნა

ტიბაანში მარცვლეულის შესანახი საწარმო გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში მარცვლეულის შესანახი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მფლობელი ინდმეწარმე თეიმურაზ ნასყიდაშვილია. მარცვლეულის შესანახი მეურნეობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმო 6 000 ტონა მარცვლეულის შენახვას უზრუნველყოფს. საწარმოში ამ დროისთვის 7 ადამიანია დასაქმებული. მარცვლეულის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. საწარმოში ჯამურად 490 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა; აქედან, 390 000 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 100 000 დოლარი კი ...

Read More »

AntGroup-ი საქართველოში ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

AntGroup-ი საქართველოში ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

Antgroup-ი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება. ამ მიზნით საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი კომპანია Antgroup-ის დელეგაცია საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდა. ფონდში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე თურქული კომპანიის დელეგაციამ ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ ფონდის წარმომადგენლებმა Antgroup-ის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს. თურქული კომპანია Antgroup-ი საქართველოში ხორბლის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, ...

Read More »

გერმანელმა მეცნიერებმა ხორბლის ქართული ჯიში “ზანდური” “მომავლის კულტურად” აღიარეს

გერმანელმა მეცნიერებმა ხორბლის ქართული ჯიში "ზანდური" "მომავლის კულტურად" აღიარეს

გერმანელმა სელექციონერებმა უძველესი ქართული ხორბლის ჯიში “ზანდური” იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც მსოფლიოში უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება. კვლევა ჟურნალ Trends in Plant Science–ში გამოქვეყნდა. “ზანდურთან” ერთად ამავე კონტექსტში დასახელდა სხვა ჯიშები – „პოლუპოლბა“ და „სპელტა.“ გამოცემა აღნიშნავს, რომ „ზანდურისა“ და „პოლუპოლბას“ პოპულარობის ზრდის მიზეზი გახდა მათი მაღალი მოსავლიანობა და პარაზიტებისადმი მდგრადობა, ასევე მომხმარებლების მისწრაფება, გაამრავალფეროვნონ კვების რაციონი. მეცნიერებმა გააანალიზეს ...

Read More »

ქართულ ბაზარზე დიაბეტური პური გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე დიაბეტური პური გამოჩნდა

შპს „მხნეობა” დაახლოებით ერთ კვირაში პურს ახალი შეფუთვით გაყიდის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი სიფრაშვილი აცხადებს, გაღვივებული ხორბლის პური არსებულისგან 100 გრამით უფრო მეტი, 420 გრამიანი იქნება და და ის ეგრეთ წოდებული „აგურის” ფორმა ექნება. „ეს პური დიაბეტიანებისთვის უფრო მეტად სასარგებლო იქნება, რადგან მასში ხორბალი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ფქვილი. პურის ფორმა ამის საშუალებას იძლევა. ახლა 65 პროცენტია ხორბალი, ახალში კი ...

Read More »

,,საქართველოში უხარისხო, საფურაჟე ხორბალი შემოაქვთ”

,,საქართველოში უხარისხო, საფურაჟე ხორბალი შემოაქვთ"

საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ პური მარგებელი კი არა, მავნებელი გახდა. მეცნიერის აზრით, ინდუსტრიულ პურცხობაში მომჭირნეობა, ვერ გაუტოლდება სხვადასხვა საშიშ დაავადებათა სამკურნალო ხარჯებს. ,,ჩვენს ქვეყანაში ღვინისა და პურის, ამ საკრარული პროდუქტების გაუწმინდურება, ტრადიციული ტექნოლოგიების ხელყოფა მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე წარმოუდგენელი იყო. მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება ჯერ ღვინის, შემდეგ პურის ტოტალური ფალსიფიკაცია. არატრადიციული ტექნოლოგიების დანერგვამ საშიშროება შეუქმნა ...

Read More »