Home » Tag Archives: კახა ბექაური

Tag Archives: კახა ბექაური

კახა ბექაური: „კომისია ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება აუცილებელია“

კახა ბექაური: „კომისია ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარება აუცილებელია“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური ქსელით  მომსახურებების  ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სამი თვის განმავლობაში კომისია ფიქსირებული და მობილური ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, ინტერნეტის, ხმოვანი მომსახურების, მაუწყებლობის ტრანზიტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და პაკეტურ შეთავაზებებს შეისწავლის. ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მომზადებულია ცვლილებების პირველი პაკეტი, რომელიც ფიქსირებული და ...

Read More »

თანამდებობის პირები, რომელთა ხელფასი 15 000 ლარზე მეტია

თანამდებობის პირები, რომელთა ხელფასი 15 000 ლარზე მეტია

IDFI კვლევას აქვეყნებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელების ანაზრაურებაა მოცემული კვლევის თანახმად, „2017 წლს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თითოეული წევრის დეკლარირებულმა შრომის ანაზღაურებამ დაახლოებით 190 000 ლარს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიაში 4 წევრი შედის, – ელისო ასანიძე, გიორგი ფრუიძე, ვახტანგ აბაშიძე და მერაბ ქათამაძე; კომისიის თავმჯდომარე კი კახა ბექაურია. IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ...

Read More »

რა ქონებას ფლობენ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეები, რომელთა ანაზღაურებაც „პრეზიდენტის ხელფასს სამჯერ აღემატება“

რა ქონებას ფლობენ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეები, რომელთა ანაზღაურებაც „პრეზიდენტის ხელფასს სამჯერ აღემატება“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესებას ითხოვს. მისი თქმით, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება თვეში 20 000 ლარზე მეტია, რაც სამჯერ აღემატება პრეზიდენტის ხელფასს. გოცირიძე აღნიშნავს, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. ► ქალაქი სადაც ...

Read More »

უხარისხო ინტერნეტის მიწოდების შემთხვევაში პროვაიდერი 270 000 ლარამდე დაჯარიმდება

უხარისხო ინტერნეტის მიწოდების შემთხვევაში პროვაიდერი 270 000 ლარამდე დაჯარიმდება

“კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია” ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმზე მუშაობს კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ინტერნეტ პროვაიდერებს 3 თვის ვადა მიეცემათ, მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები შეცვალონ. ხელშეკრულებაში გაწერილი ხარისხის პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილების შემდეგ მაქსიმალური ჯარიმა 270 ათას ლარამდე იქნება. “ხელშეკრულებაში ხარისხის პარამეტრები არ იყო აქამდე, ისინი ვალდებულნი გახდებიან ხარისხის პარამეტრები შეიტანონ მომხმარებლებთან კონტრაქტში, ...

Read More »

“მომხმარებლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ”

"მომხმარებლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ"

მომხმარებლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ მომხმარებლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლი სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა. კითხვაზე, რა ეტაპზეა პროექტი, რომლის შემუშავებასაც კომისია ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გეგმავდა, კახა ბექაურის განცხადებით, ეს პროექტი აქტიურ ფაზაშია. “ჩვენ უკვე გვქონდა ზეპირი მოსმენა გასულ კვირას და უახლოეს პერიოდში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ინტერნეტის ...

Read More »

„ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს“

„ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს“

ფიქსირებულ ინტერნეტთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა გვაქვს და ჩემი დღის წესრიგის პირველი საკითხია, ამას მოვუაროთ , – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა. „ეს პირადად ჩემი და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი გამოწვევაა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ საკითხს კონკურენციის გაზრდით, ახალი მოთამაშეების, მცირე და საშუალო ოპერატორების შემოყვანით და გაძლიერებით უნდა მოვუაროთ, ოღონდ ...

Read More »

სომხური კომპანიები საქართველოში შეძენილი ინტერნეტს უფრო იაფად ყიდიან, ვიდრე თავად ქართული პროვაიდერები

სომხური კომპანიები საქართველოში შეძენილი ინტერნეტს უფრო იაფად ყიდიან, ვიდრე თავად ქართული პროვაიდერები

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ინტერნეტ პროვაიდერებისა და მობილური ოპერატორების წინააღმდეგ ღიად გაილაშქრა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე რომ უამრავი პრობლემაა, ამის შესახებ ,,ბანკები და ფინანსებში” არაერთხელ დაწერილა. მუდმივად ვაქვეყნებდით ინფორმაციას ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიის, მაღალი ტარიფების, კომპანიების მხრიდან თავაშვებული ქმედებებისა და, ამის შედეგად, დაზარალებული მომხმარებლების შესახებ. ვწერდით იმის შესახებაც, რომ ამ ყველაფერზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია როგორც წესი რეაგირებას არ ახდენდა და იგი მხოლოდ კომპანიების ...

Read More »

,,მაგთიკომის” მონოპოლია რეგიონში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების წინააღმდეგ

,,მაგთიკომის" მონოპოლია რეგიონში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების წინააღმდეგ

მცირე პროვაიდერები ოპტიკური კაბელის გაყვანას ვერ ახერხებენ, ვინაიდან ,,ენერგო პრო ჯორჯიამ” ბოძების გამოყენების ექსკლუზიური უფლება ,,მაგთიკომს” გადასცა კომპანია ,,მაგთიკომი”, რომელიც ოპერირებდა, როგორც მობილური ოპერატორი, თან წლების განმავლობაში ჯერ მონოპოლიურ, ხოლო შემდგომ ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში იყო და მუდმივად მაღალი ტარიფებით გამოირჩეოდა. კომპანია დაახლოებით ერთი წელია, რაც ინტერნეტბაზარზეც შევიდა. მან ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშიდან ერთ-ერთი ,,კავკასუს ონლაინი” შეიძინა. ამ გარიგებას საკმაო გამოხმაურება მოჰყვა, ...

Read More »

რას მოუტანს სოფლებს საყოველთაო ინტერნეტიზაცია

რას მოუტანს სოფლებს საყოველთაო ინტერნეტიზაცია

 ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობასთან ერთად ადგილებზე დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარებაც იგეგმება მთავრობამ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრამის მიხედვით გაწერილია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების ქალაქისა და სოფლისათვის. პრემიერის თქმით, სახელმწიფო პროგრამა კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. “მოგეხსენებათ, რომ თვეების წინ ჩვენ მივიღეთ სტრატეგია. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი ...

Read More »

კახა ბექაური: ინტერნეტბაზარზე არის რამდენიმე კომპანია, თუმცა, ბაზარზე მონოპოლიაა

კახა ბექაური: ინტერნეტბაზარზე არის რამდენიმე კომპანია, თუმცა, ბაზარზე მონოპოლიაა

ერთი თვის წინ, 14 აგვისტოს, გერმანული „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრ კომპანია „დეტეკონთან“ ხელშეკრულების გაფორმებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვესტრუქტურამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, დააანონსა საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების დაწყება. ხელშეკრულების თანახმად, გერმანული მხარე პროექტის წინამოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს, თუმცა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესი – იმ ფორმით, როგორც ის დაიწყო – კერძო თუ არასამთავრობო სექტორს კითხვებს უჩენს. საყოველთაო ინტერნეტიზაციის გრანდიოზული ...

Read More »