Home » Tag Archives: ჯანდაცვის კომიტეტი

Tag Archives: ჯანდაცვის კომიტეტი

“მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე განისაზღვრება”

"მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე განისაზღვრება"

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ორგანიზაცია „გენი ქართულის“ განცხადებას მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, თითქოს კომიტეტმა ორგანიზაციების შენიშვნები არ გაითვალისწინა, დაუმსახურებელ ბრალდებას უწოდებს. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მიწვეული ჰყავდათ ათზე მეტი ორგანიზაცია, მრავალშვილიანი დედები, პროფკავშირები, დემოგრაფები, იურისტები და სხვა დარგის ექსპერტები. ...

Read More »

აკაკი ზოიძე: მედიკამენტების ხარისხი არასაკმარისად კონტროლდება

აკაკი ზოიძე: მედიკამენტების ხარისხი არასაკმარისად კონტროლდება

ვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის შემოწმებისთვის რეგულირების სააგენტოს წელიწადში 170 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. როგორც წამყვანის შეკითხვის – რამდენად კონტროლდება მედიკამენტების ხარისხი ბაზარზე, პასუხად ზოიძემ განმარტა, რეგულირების სააგენტოსთვის ამ მხრივ გამოყოფილი თანხა ძალიან მცირეა. შესაბამისად, მედიკამენტების ხარისხი ბაზარზე არასაკმარისად კონტროლდება. „მოკლედ გიპასუხებთ – არასაკმარისად კონტროლდება. ...

Read More »

გახდება თუ არა კომპანიებისთვის დასაქმებულთა დაზღვევა სავალდებულო

გახდება თუ არა კომპანიებისთვის დასაქმებულთა დაზღვევა სავალდებულო

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ბიუჯეტი იზრდება 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 112 მილიონით აღემატება. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა 704 მილიონ ლარამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდას უკავშირება, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება. ასევე 1.7 მილიარდ ლარამდე იზრდება საპენსიო ფონდი, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 20 მილიონით აღემატება. აღნიშნულმა მოვლენამ ...

Read More »

თამბაქოს კონტროლი – არჩევანი ეკონომიკურ დივიდენდებსა და ჯანმრთელობას შორის

თამბაქოს კონტროლი - არჩევანი ეკონომიკურ დივიდენდებსა და ჯანმრთელობას შორის

როგორც ცნობილია, თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, ე.წ. სადა შეფუთვის ვალდებულების 5 წლით გადავადება  მოხდა. შესაბამისი ნორმები 2018 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. კერძოდ, პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვას და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების – პიქტოგრამების დატანა სავალდებულო იქნება. ასევე, ცვლილებების მიხედვით, 2018 წლის 1-ელი მაისიდან, ყველა დახურულ სივრცეში, ...

Read More »

თამბაქოს კანონის გამო ხელისუფლებაში აზრი ორად არის გაყოფილი

თამბაქოს კანონის გამო ხელისუფლებაში აზრი ორად არის გაყოფილი

თამბაქოს კანონის ირგვლივ დიდი გაურკვევლობაა. როცა საქმე მის დამტკიცებამდეა მისული, საზოგადოება, ბიზენსი და ხელისუფლებაც კი ორ ნაწილად გაიყო. კანონის კონკრეტული მუხლებს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ. “საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ” “საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საცალო გაყიდვების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის 2397 წარმომადგნელის წერილობითი მიმართვა წარუდგინა საქართველოს პარლმანეტს, მთავრობის წევრებსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს. მიმართვა შეეხება ...

Read More »

შრომის უსაფრთხოების ნორმები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს

შრომის უსაფრთხოების ნორმები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს

განახლებულ კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოებაზე ჩანაწერი არ კეთდება სოციალური სახელმწიფოს მთავარი პრინციპი ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიზანს დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი, შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები. სოციალური სამართლიანობის იდეის რეალიზების ერთ-ერთ გზას შრომის უფლების დაცვა წარმოადგენს, რაც სახელმწიფომ ამ მიზანთან თანმხვედრი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვით უნდა ...

Read More »

“რაც უფრო ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება”

"რაც უფრო ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება"

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თამბაქოს მოხმარება შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან, აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება. როგორც აკაკი ზოიძემ განმარტა, შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის ...

Read More »

თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება

თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. ალიანსის წევრების განცხადებით, ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსრობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები. ...

Read More »