Home » Tag Archives: ჯანდაცვის სამინისტრო (page 5)

Tag Archives: ჯანდაცვის სამინისტრო

შრომის პირობების მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულებებშიც ჩატარდა

შრომის პირობების მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულებებშიც ჩატარდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა, მედიას შრომის პირობების მონიტორინგის შედეგები გააცნო. მონიტორინგი  31 სახელმწიფო და კერძო კომპანიაში განხორციელდა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით  გადამზადებული 25 ინსპექტორი ახორციელებდა. როგორც შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ აღნიშნა, შრომის პირობების მონიტორინგის მიზანია დაეხმაროს დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში. შრომის ინსპექცია ახდენს პრევენციას სამუშაო ადგილზე მიღებული დაზიანებებისგან და ...

Read More »

დავით სერგეენკო: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა შემოდგომაზე დაიწყება

"ყველა ოპონენტს, ექსპერტს და მედიას, ვთხოვ, მოჭრილი კუთხით ნუ უყურებთ ჯანდაცვას“

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა შემოდგომაზე დაიწყება, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პირველადი ჯანდაცვა არის ოჯახის ექიმი, უბნის ექიმი. განვითარებულ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემების 80%-ს აგვარებს ოჯახის ექიმი და მხოლოდ 20%-ს სჭირდება სტაციონართან მიმართვა. ჩვენთან ეს პარიტეტი პირიქითაა. 90% მიდის კლინიკებში. ჩვენი ამოცანაა, პირველადი ჯანდაცვის თვისობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები გაუმჯობესდეს. ეს გამოიხატება რამდენიმე მიმართულებაში. ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტრო  “საერთაშორისო გამჭვირვალობას” პასუხობს

ჯანდაცვის სამინისტრო  "საერთაშორისო გამჭვირვალობას" პასუხობს

  გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადება გაავრცელა, სადაც დასმული იყო კითხვა, თუ  რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული კომპანია “გლობალ ალიანსი”, როგორც კონსულტანტი ჯანდაცვის რეფორმებში. “გამჭვირვალობის” აზრით, აღნიშნულ კომპანიას ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. “ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, რა ინფორმაციას ფლობს სამინისტრო ამ კომპანიისა და მისი სხვა თანამშრომლების გამოცდილებისა და ექსპერტიზის შესახებ”, – ნათქვამია “გაჭვირვალობის” განცხადებაში. მალევე ...

Read More »