Home » Tag Archives: ჯანდაცვის სამინისტრო

Tag Archives: ჯანდაცვის სამინისტრო

დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე გიორგი წოწკოლაური იქნება

დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე გიორგი წოწკოლაური იქნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ გიორგი წოწკოლაური ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ დანიშვნის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არის. გიორგი წოწკოლაური პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს.  ამ თანამდებობაზე გიორგი წოწკოლაურმა მიხეილ დუნდუა შეცვალა, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა. გიორგიწოწკოლაური კი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

Read More »

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი“

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი“

კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. სერგეენკომ ამ თემაზე NDI-ის კვლევის შედეგებზე დასმული შეკითხვის პასუხად ისაუბრა. NDI-ის მიერ გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს. „ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია არის ასეთი – ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს ...

Read More »

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებები შედის

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებები შედის

იმპორტიეორებს, მედიკამნეტების დარეგისტრირება, რაც აქამდე უვადო იყო, 5 წელში ერთხელ მოუწევთ “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში” ცვლილებები შედის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები თანაბარ პირობებში მოაქცევს ბაზრის ყველა სუბიექტს, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივ მწარმოებლებს ვალდებულება აქვთ მედიკამენტები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაარეგისტრირონ. ახალი კანონით კი ეს ვალდებულება იმპორტიორებსაც დაეკისრებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარინა დარახველიძის განცხადებით, ...

Read More »

ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

ახალი კანონპროექტის თანახმად ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების ფლობის უფლება არ ექნებათ

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე. კანონპროექტის დეტალებზე „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ექსპერტმა ფარმაციის საკითხებში, ...

Read More »

სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის უფლებამოსილება

სახელმწიფოს დღესაც გააჩნია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლის უფლებამოსილება

რამდენად საჭიროა შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმები ჯანდაცვის სამინისტროში ტყიბულის ტრაგედიის შემდეგ კანონპროექტზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლი მკაცრდება. კანონში შესატანი ცვლილების განხილვას პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს. კანონპროექტის მიხედვით, შრომით ინსპექციას უფლება ექნება, დამსაქმებელი კომპანიები ნებისმიერ დროს გაუფრთხილებლად შეამოწმოს. უსაფრთხოების ნორმების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციებიც. ეფექტური შრომითი ინსპექციის შექმნას ითხოვენ ბოლო წლებია უფლებადამცველები. მათ შორისაა სახალხო დამცველი, რომელიც ტყიბულის ...

Read More »

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება

“სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლების მიხედვით პირველი კატეგორიაა, რომელსაც 40 000 ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი. ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს. ასეთია 32 000 ადამიანი. მათგან 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. ხოლო 10 000-ს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯანდაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამისად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე. რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებას ...

Read More »

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად 1-ელი მარტიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება. სელექტიური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც: წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე. სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე, ცვლილება სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებებს შეეხება. ”პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, ...

Read More »

“თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით”

"თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით"

სათხოვარი მექნება – თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რას აკეთებს და მოქმედების რა არეალი აქვს შრომის ინსპექციას. “ეს არ არის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური, რომელსაც ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბავშვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა

ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბავშვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა

ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბავშვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა. ბარბარე მოლაშვილს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია რამოდენიმე დღეში ჩაუტარდება. „ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული როგორც კლინიკის შერჩევის, ასევე თანხის მოძიების პროცესში. მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაუფინანსდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბარბარე მოლაშვილს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, სოციალური ქსელის ...

Read More »

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა. როგორც ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ კლინიკის ბაზაზე ...

Read More »