Home » Tag Archives: ირაკლი ქარსელაძე

Tag Archives: ირაკლი ქარსელაძე

გზების ნაწილი, სავარაუდოდ, ფასიანი გახდება

გზების ნაწილი, სავარაუდოდ, ფასიანი გახდება

საქართველოში გზების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ამ საკითხზე მსჯელობა ისევ განახლდა, თუმცა კონკრეტულ თარიღსა და ფასზე საუბარი არ არის. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ გზებზე გარკვეული მოსაკრებელი ეტაპობრივად დაწესდება. სპეციალისტების აზრით, გადასახადის დაწესება საჭიროა, რადგან ეს თანხა რეაბილიტაციას მოხმარდება. აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, იქნება თუ არა ფასიანი რიკოთის მაგისტრალი ან ავტომაგისტრალის რომელიმე მონაკვეთზე გადაადგილება. საავტომობილო გზების ...

Read More »

საგზაო დეპარტამენტი: სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა მნიშვნელოვანი ხარვეზებითა და ჩამორჩენით მიმდინარეობს

საგზაო დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა მნიშვნელოვანი ხარვეზებითა და ჩამორჩენით მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, კომპანია „China Railway 23rd”-თან, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთის მშენებელობის მიმდინარეობა განიხილა. როგორც საზედამხედველო ორგანიზაციის და დეპარტამენტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება და შენიშვნები მიეცა. კომპანია „China Railway 23rd” ვალდებულია, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს პრობლემების გადაჭრის გზები და ...

Read More »

“ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში Sinohydro-ს სანქციები დაეკისრება”

"ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში Sinohydro-ს სანქციები დაეკისრება"

ავტობანის მშენებლობაზე არსებული ჩამორჩენის გამო შესაძლოა ჩინურ კომპანია Sinohydro- ს სანქციები დაეკისროს კომპანიისგან ახსნა-განმარტება დღეს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ მოითხოვა. შეხვედრაზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის დასრულების დეტალები განიხილეს. რაც შეეხება Sinohydro-ს მეორე პროექტს, სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი  ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც „სინოჰიდროს“ დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება მიეცა. Sinohydro-ს წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ახალი გეგმა-გრაფიკის შედგენაზე, რათა ...

Read More »

ზურაბ ალავიძის შემდეგ თანამდებობა გიორგი სეთურიძემაც დატოვა

ზურაბ ალავიძის შემდეგ თანამდებობა გიორგი სეთურიძემაც დატოვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ახლად დანიშნულმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მიიღო. მათივე ცნობით, გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა. 1tv.ge

Read More »

ის რაც კეთდება თაბორის მთაზე ამისი ანალოგი არც ქვეყანას და არც ქალაქს არ გააჩნია

ის რაც კეთდება თაბორის მთაზე არის უპრეცედენტო, ამისი ანალოგი არც ქვეყანას, არც ქალაქს არ გააჩნია

 ის რაც კეთდება თაბორის მთაზე არის უპრეცედენტო. ამისი ანალოგი არც ქვეყანას, არც ქალაქს არ გააჩნია. ეს არის სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ექნება ქალაქს, – ასე პასუხობს „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ირაკლი ქარსელაძე ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის ბრალდებებს. ქარსელაძემ განმარტებები  TV მაესტროს ეთერში (ცეცხლის ხაზი)  გააკეთა. აღნიშნა, რომ კრიტიკოსების მხრიდან  უხამსი ტყუილების ტირაჟირება ხდება, რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია. მან აღნიშნა, რომ ...

Read More »

პანორამა თბილისის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს

პანორამა თბილისის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს

პანორამა თბილისის პროექტები გრაფიკის მიხედვით ხორციელდება, – განაცხადა “მაესტროს” ეთერში საუბრისას  „თანაინვესტირების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძე. მისი თქმით, პროექტის სხვადასხვა კომპონენტზე სამშენებლო ნებართვები გაცემულია და სამუშაოები მიმდინარეობს. ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ  პროექტმა არაერთი კორექტირება განიცადა. „ეს კორექტირებები მოხდა სპეციალისტებთან, დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების, მათი რჩევების, არაერთი შეხვედრის, საჯარო განხილვების შედეგად. ის რაციონალური, ობიექტური შენიშვნები, რაც იყო გამოთქმული 99%-ით იქნა ...

Read More »