Home » Tag Archives: ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო

Tag Archives: ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო

რას მოიცავს მშენებლობის ხარისხის და ვადების ახალი მონიტორინგი

რას მოიცავს მშენებლობის ხარისხის და ვადების ახალი მონიტორინგი

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება ნახევარი მილიარდი ლარით იზრდება. გამჭვირვალეობის მიზნით იზრდება შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგიც. 2020 წლამდე 2500 ინფრასტრუქტული პროექტის დასრულება იგეგმება. პროექტების ჯამური მოცულობა 22 მილიარდი ლარია. რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნული პროექტის ვადების და ხარისხის მონიტორინგის მიზნით, ინსპექტირების 7 აკრედიტირებულ ორგანიზაციას სამშენებლო პროცესების მონიტორინგი დაავალა. ინსპექტირება მოიცავს ყველა პარამეტრის შემეწმობას ...

Read More »

სამშენებლო ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები და კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება

სამშენებლო ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები და კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება

ბიზნეს სექტორისთვის ხელსაყრელი პირობები და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, -ეს იყო ის მთავარი საკითხები, რის შესახებაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და  სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრაზე  მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გზების, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური მიმართულებით. ასევე, ისაუბრეს ქართულ ბიზნესში დღეს არსებულ გამოწვევებზე, მისი განვითარებისთვის სათანადო პირობების შემქნის აუცილებლობასა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. სამშენებლო კომპანიების ...

Read More »

ზურაბ ალავიძე: საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი

ზურაბ ალავიძე: საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი

საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სასტუმრო ,,რუმსში” განაცხადა, სადაც ,,ინფრასტურქტურის მშენებელთა ასოციაციის” ორგანიზებით ღონისძიება “მშენებლობა საქართველოში: ახალი მიდგომები და პერსპექტივები” მიმდინარეობს. ,,სამშენებლო სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ბევრ ქვეყანაში სამშენებლო სექტორი არის პირველი თუ არა მეორე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფორმირებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამშენებლო სექტორი დღეს პრობლემატურია – უარყოფითი ...

Read More »

რუსთავში განახლებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს

რუსთავში განახლებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მატკავამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ გიორგი შუხოშვილთან, ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან ერთად, რუსთავის განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რუსთავის ნაგავსაყრელზე ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობის სამუშაოები ახლახანს დასრულდა. „რუსთავის ძველ ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე ...

Read More »

კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია და მასთან არსებული დედათა მონასტერი  მოინახულა. კორცხელის დედათა მონასტრის შენობა  მიმდინარე წლის 17 მაისს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მესამე სართული. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს მონასტრის აღდგენისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების გეგმაზე.

Read More »

ზესტაფონის მოსახლეობა წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს

ზესტაფონის მოსახლეობა წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  ქალაქ ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.პროექტს, ევროპის საინვესტიციო  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და  მისი ღირებულება 4 822 313.24 ლარია. ქალაქ ზესტაფონში, ამჟამად  მოსახლეობას წყალი დღეღამეში 6-9 საათიანი გრაფიკითმიეწოდება. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წყლისმიწოდების გრაფიკი 1600 ოჯახს გაუუმჯობესდება.  პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყლის მილების ახალი სისტემა (45 ...

Read More »

დარიალის ხეობაში დღეს საავტომობილო გზა გაიხსნება

დარიალის ხეობაში დღეს საავტომობილო გზა გაიხსნება

დარიალის ხეობაში დღეს, 17:00 საათზე, საავტომობილო გზა გაიხსნება. როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, დარიალის ხეობაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე უწევს კოორდინაციას. გზის გახსნის შემდეგ მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი და ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 ...

Read More »

320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

ლისის ტბის ფერდობზე 320-ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. საერთო საცხოვრებლის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 250 777 ლარია. ...

Read More »

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი – რომელი სამინისტრო მიიღებს ყველაზე მეტ დაფინანსებას

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი – რომელი სამინისტრო მიიღებს ყველაზე მეტ დაფინანსებას

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უწყებებს შორის ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა. “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი ...

Read More »