Home » Tag Archives: ინფლაცია

Tag Archives: ინფლაცია

„ხელის გაშვერა და იმის თქმა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, არასწორია, ინფლაცია მსოფლიო ტენდენციებით არის გამოწვეული“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ინფლაცია მსოფლიო ტენდენციებით არის გამოწვეული. ამასთან, ექსპერტმა 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადებაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, „2022 წელს დიდია მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“. „მთლიანობაში 2021 წელი მთელი რიგი ეკონომიკური მიღწევებით იყო აღსანიშნავი ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის მოსახლეობა ორ ცეცხლს შუა მოაქცია – ფასების შემცირებას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ

საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტს უტოლდება. ინფლაციის მოსათოკად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს. ამ გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთზე ...

Read More »

უნდა გამკაცრდეს თუ არა მონეტარული პოლიტიკა და როდის დაიწყებს ფასები შემცირებას

ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს რომ აღემატება ეს ახალი არავისთვისაა და ფასების მნიშვნელოვან ზრდას ეროვნული ბანკიც აღიარებს. სწორედ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტების ნაწილი გასულ კვირას მონეტარული პოლიტიკის, კიდევ უფრო გამკაცრებას ელოდა ეროვნული ბანკის მხრიდან. თუმცა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10 %-ის დონეზე დატოვა. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტა, ეროვნული ბანკი ერთჯერად ფაქტორებზე მხოლოდ მაშინ რეაგირებს, თუ მათ გრძელვადიან ...

Read More »

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი 0,75%-ით, 7,5%-მდე გაზარდა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი 0,75%-ით, 7,5%-მდე გაზარდა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. რუსული პრესის ინფორმაციით, პროგნოზების მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია მოსალოდნელია 7,4-7,9%-ის ფარგლებში. ცენტრალური ბანკის პროგნოზის თანახმად, მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით, 2022 წლის წლიური ინფლაცია 4.0-4.5%-მდე შემცირდება, მომავალში კი 4%-ს უახლოვდება. სანდრო პირველი

Read More »

მიმდინარე წელს ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის – როდის დაიწყებს ინფლაცია შემცირებას

ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი რომ იქნება და ფასების მოთოკვა, არამხოლოდ წელს, არამედ 2022 წელსაც ვერ მოხერხდება, ეს ახალი არავისთვისაა და ამას ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშიდანაც ვიგებთ. თუმცა, ვისი პასუხისმგებლობაა ინფლაციის მიზნობრივზე მაღალი მაჩვენებელი და როგორ შეიძლება მისი მოთოკვა, ამაზე ძალიან ცოტა თუ საუბრობს. თავად ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის მთავარ მიზეზად პანდემიასა და საგარეო შოკებს ასახელებს. საგარეო ...

Read More »

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, სექტემბერში, პირველად მიმდინარე წელს, დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თვიურ ჭრილში. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. წლიურმა ინფლაციამ ჯერ კიდევ მაღალი – 12.3% შეადგინა, თვე-თვეზე სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია კი უარყოფითი 2.5%-ით განისაზღვრა. მოლოდინების შესაბამისად, მაღალი სასაქონლო ფასებისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ლარის კურსმა მცირედი დროითი ჩამორჩენით ფასების ზრდა შეაჩერა. ...

Read More »

„საქართველოში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საპროგნოზო ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში“

„საქართველოში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საპროგნოზო ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი, ბაჩო ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განახლებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მათი პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება. ეს, ერთი შეხედვით ცალსახად კარგი ამბავი იქნებოდა, რომ არა ერთი ...

Read More »

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები კარგა ხნის წინ უნდა გადამდგარიყვნენ, ნამუსი რომ ჰქონდეთ“

საქართველოში ინფლაცია ორჯერ მაღალია, ვიდრე რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში   საქართველოში ინფლაციის ტემპი გამუდმებით მზარდია. ყველა დასახელების პროდუქცია საგრძნობლად გაძვირებულია. ფასების ზრდის მიხედვით, ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. თურქეთის შემდეგ, ფასები ყველაზე სწრაფად სწორედ საქართველოში მატულობს.  ინფლაციის მაჩვენებელმა ორნიშნა მონაცემები უკვე გადალახა და აგვისტოში 12.8% შეადგინა, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებს შორის, ...

Read More »

,,ვფიქრობ, ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი, ვიდრე დღეს, საშუალო ინფლაცია 9%, წლიური ინფლაცია 14-14.5%“

,,როცა ასეთი შოკური ეფექტია, პროგნოზის გაკეთებაც კი რთულია. ვფიქრობ, საშუალო ინფლაცია 9% იქნება, წლიური ინფლაცია 14-14.5%“- ამის შესახებმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, ინფლაციის შემცირება 2022 წლის მარტიდან დაწყება. ,, მე ვფიქრობ, რომ ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი ვიდრე დღეს. ეს გამოწვეულია საბაზო ეფექტით. გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში სუბსიდირების ეფექტმა შეამცირა ინფლაციის მაჩვენებელი და ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 10%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყანაში, პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა. საქართველოშიც აგვისტოს წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი, 12.8 პროცენტი, შეადგინა. ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ...

Read More »