Home » Tag Archives: გიორგი კვირიკაშვილი (page 4)

Tag Archives: გიორგი კვირიკაშვილი

ბათუმში ელექტროავტობუსების გამოჩენა კიდევ ერთხელ დაანონსდა

ბათუმში ელექტროვატობუსების გამოჩენა კიდევ ერთხელ დაანონსდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენაა დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ, სერ სუმა ჩაკრაბარტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაციისათვის EBRD-ის მხარდაჭერით თანამედროვე ავტობუსების შეძენა, რომელიც განკუთვნილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ასევე, დაგეგმილია ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შეძენა. ელექტროავტობუსების პროექტი იქნება პირველი ამგვარი პროექტი EBRD-ის დააფინანსებით და ასევე, ...

Read More »

“ვინც სტუდენტი ვერ გახდა, გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა”

"ვინც სტუდენტი ვერ გახდა, გული არ გაიტეხონ, რადგან ცხოვრება შესაძლებლობებით სავსეა"

28 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლას შეუდგა და მინდა, მათ ვუსურვო, ის ცოდნა და ის უნარ-ჩვევები შეიძინონ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მათ გამოადგებათ – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დარწმუნებულია, რომ ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი გააჩნია. “ცხოვრების დინამიკა იზრდება, პროფესიონალური მომზადების კუთხით გამოწვევები საკმაოდ კონკურენტულია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ახალგაზრდობა გვჭირდება, რომელიც ამ გამოწვევების ...

Read More »

“სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის პრემიები უმოკლეს ვადაში გაიცემა”

"სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის პრემიები უმოკლეს ვადაში გაიცემა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ფინანსთა მინისტრს დაავალა, უმოკლეს დროში მოხდეს იმ ადამიანებისთვის პრემიების გაცემა, რომლებიც სტიქიასთან ბრძოლაში იყვნენ ჩართული. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსულუტურად ბუნებრივი. “ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ჩვენ შევძელით, რომ პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა. რა თქმა უნდა, ტყის ძალიან ...

Read More »

შუახევჰესის უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს გაიხსნება

შუახევჰესის უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს გაიხსნება

შუახევჰესი – ყველაზე მასშტაბური პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, გიორგი კვირიკაშვილი დღეს გურიას და აჭარას ეწვევა, ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება (13:30 საათზე), შუახევში კი – ენერგეტიკის სექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის, “შუახევიჰესის” მშენებლობის დასრულების (16:30 საათზე). “შუახევი ჰესის”  კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერთან  და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, სტრატეგიულ ობიექტს დღეს ოფიციალურად გახსნიან. ჰესების პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ...

Read More »

“მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საფრთხეს არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის”

"მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საფრთხეს არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის"

მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საფრთხეს არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება არ ეხება მიწის არსებულ მფლობელებს. „მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის საფრთხეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. პირველ რიგში ეს არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ...

Read More »

კახეთში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზებისათვის საპროექტო სამუშაოები იწყება

კახეთში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზებისათვის საპროექტო სამუშაოები იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, თბილისი-ბაკურციხე- წნორი-ლაგოდეხის და თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზების მიმართულებით საპროექტო სამუშაოებს იწყებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და (ერთობლივი საწარმო) JV AECOM & ILF-ის წარმომადგენლებმა ფიელ შატო ლორტიმ და სტეფან მორნმა მოაწერეს ხელი. კომპანია JV ...

Read More »

„ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს განვითარების თანაბარი პირობები”

„ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს განვითარების თანაბარი პირობები"

ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისთვის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. „მინდა ყველა ბავშვს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისთვის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. მოხარული ვარ, რომ ყოველკვირეულ სპორტულ აქტივობებში ...

Read More »

„საქართველო უნდა გახდეს მომხიბლავი მომსახურების სფეროს განსაკუთრებული ხარისხითაც”

„საქართველო უნდა გახდეს მომხიბლავი მომსახურების სფეროს განსაკუთრებული ხარისხითაც"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას დაესწრო.  როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმი იზრდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო უნივერსიტეტი პრესტიჟული ფრანგული ბიზნესსკოლის – „ვატელის“ ეგიდით იქნება წამოდგენილი. „ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ვინაიდან საქართველოში ტურიზმი იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ხდება პროფესიონალების მომზადება. უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი როგორიც არის „ვატელი“, ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილი: გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ გასავლელია

გიორგი მარგველაშვილი: გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ გასავლელია

გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალი არის ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი არის თავისუფალი, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე და განაცხადა, რომ საქართველო მოთმინებით დაელოდება იმ წუთებს, როდესაც ევროკავშირი და ნატო კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს თავის რიგებში ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მლნ ლარის ობლიგაციების განთავსება ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გამოვლინებაა”

„საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მლნ ლარის ობლიგაციების განთავსება ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გამოვლინებაა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსებას ქვეყნის წარმატებად და ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გამოვლინებად აფასებს. „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე განათავსა 500 მილიონი ლარის ობლიგაციები. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის საერთაშორისო ბაზრებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ინვესტორები ენდობიან ეროვნულ ვალუტას. ეს არის სამწლიანი ობლიგაციები, 11%-ის ...

Read More »