Home » Tag Archives: გიორგი კვირიკაშვილი (page 3)

Tag Archives: გიორგი კვირიკაშვილი

480 000 ლარის შეუსრულებელი ვალდებულება – ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი „სიტროენ ჯორჯიაზე“

480 000 ლარის შეუსრულებელი ვალდებულება - ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი „სიტროენ ჯორჯიაზე“

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ შეუსრულებელ ვალდებულებებზე საუბრობს. მინდია კახიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 2017 წლის აპრილში ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრსა და კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. კერძოდ, „სიტროენ ჯორჯიამ“ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა. კახიძის განცხადებით, ხელშეკრულების თანახმად, „სიტროენ ჯორჯიას“ 2017 წლის აპრილიდან 4 თვის ვადაში 6 სასწრაფოს მანქანის მიწოდება უნდა მოეხდინა. მისი ინფორმაციით, ...

Read More »

“საბერძნეთის პეტროლიუმი” „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს

"საბერძნეთის პეტროლიუმი" „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს

“საბერძნეთის პეტროლიუმის” პრეზიდენტი და და აღმასრულებელი დირექტორი გრიგორის სტერგიოულისი “საბერძნეთის პეტროლიუმის” შვილობილი კომპანიის “ეკოს” დირექტორთა საბჭოს ორ წევრთან ერთად საქართველოს ეწვია. “საბერძნეთის პეტროლიუმი” „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს და საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებს განიხილავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საბერძნეთის პეტროლიუმის” დელეგაცია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, პირველ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკისა და ...

Read More »

“თუ კვირიკაშვილმა ახალი იმპულსები არ შესძინა მისი, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული”

"თუ კვირიკაშვილმა ახალი იმპულსები არ შესძინა მისი, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ამპლუას, ის ავტომატურად იქნება ჩანაცვლებული"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და დამოუკიდებელ ექსპერტს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგი ჩვენ უკვე ვნახეთ. ახალი შემადგენლობით მთავრობის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. ამ თემას თქვენ სოციალურ ქსელში კი გამოეხმაურეთ, მაგრამ ამავე თემაზე მაინც გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება და თქვენს მიერ გამოთქმული ზოგიერთი პოზიციის დაზუსტება. საკადრო ცვლილებეთან დაკავშირებით ჭარბობს შეფასებები – ...

Read More »

„საერთაშორისო მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში“

„საერთაშორისო მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში“

მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა. „ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის მიერ და დარწმუნებული ვარ, ყველას გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან, ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ...

Read More »

“21 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია”

"21 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთელ საქართველოს არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ულოცავს. როგორც კვირიკაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 21 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ”პირველ რიგში მთელ საქართველოს მინდა მივულოცო არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის. ჩვენმა პოლიტიკურმა ...

Read More »

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ბიუჯეტი იზრდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ბიუჯეტი იზრდება

გახდება თუ არა კომპანიებისთვის დასაქმებულთა დაზღვევა სავალდებულო? 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 112 მილიონით აღემატება. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა 704 მილიონ ლარამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდას უკავშირება, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება. ასევე 1.7 მილიარდ ლარამდე იზრდება საპენსიო ფონდი, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 20 მილიონით აღემატება. ...

Read More »

„ის წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სფეროშია, ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“

„ის წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სფეროშია, ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“

დარწმუნებული ვარ, ის წარმატება, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სფეროშია, ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამისთვის საჭიროა, რომ დღესვე მოხდეს მუშაობის დაწყება იმ რეაგირებებზე, რომელიც ჰქონდათ ტურისტებს ზაფხულის სეზონის განმავლობაში. „ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, მომსახურების სფეროების და ასევე კულტურის მიმართულებით ყყველაფერი გავაკეთოთ, ...

Read More »

საბანკო ლობის როლი სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონპროექტის მიღებაში გამოიკვეთა

საბანკო ლობის როლი სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონპროექტის მიღებაში გამოიკვეთა

რატომ არ კეთდება მიწასთან დაკავშირებით ჩანაწერი კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისება კვლავ დღის წესრიგში დადგა. აღნიშნულ საკითხს, ანუ ქართული მიწების უცხოელებზე შესაძლო გასხვისებას დიდი პროტესტი მოჰყვა ქვეყნის მოსახელობის უმრავლესობის მხრიდან და საკონსტიტუციო განხილვების პროცესში, როდესაც მოქმედი ხელისუფლება მართავდა შეხვედრებს, მიწების უცხოელებზე არ გასხვისებაზე მოქალაქეების მხრიდან მუდამ კეთდებოდა აქცენტი. შედეგად, 2017 წლის 16 ივნისს 87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა ...

Read More »

ვაჟა ბერიძე: „ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იქნებოდა“

ვაჟა ბერიძე: „ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იქნებოდა“

კონსტიტუციის მიღებამდე, ცალკე – უმრავლესობა, ცალკე – მთავრობის მეთაური ოპოზიციას მორიგ ჯერზე სთავაზობს, რომ როგორმე შეთანხმებამდე მივიდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციას და მასთან ერთად პრეზიდენტს, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი – უარი ყოველგვარ კონსენსუსს!  ვისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო შექმნილი ვითარება, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება. ვაჟა ბერიძე: როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად დაპაუზებულია, ეს მიეთ-მოეთი კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის არაფრისმომცემი. ეს არ არის არც ქართული ...

Read More »

საქართველო პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა

საქართველო პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა

საქართველო პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა. თავმჯდომარეობა ერთი წლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან დღეს ოფიციალურად გადაიბარა. მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ OGP-ის თავმჯდომარეობა და გამჭვირვალობისა და უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლი გლობალური მოძრაობის საქმიანობაში წვლილის შეტანა საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა. “ჩემთვის ...

Read More »